"მსგავსი რამ რონალდოსაც მოსვლია..." - რა თქვა ხვიჩა კვარაცხელიამ საბა ლობჟანიძეზე?

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდა, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ხვიჩა კვარაცხელიამ ისაუბრა.

"ისე ვგრძნობდი თავს, თითქოს საქართველოში ვთამაშობდი და ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივრებს. რაც შეეხება თამაშს, მოგებასთან ძალიან ახლოს ვიყავით. ჩეხებს ბევრი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ მამარდაშვილმა გადაგვარჩინა, ალბათ ამიტომაც არის საუკეთესო მეკარე.

რაც შეეხება დანარჩენს, ვფიქრობ, ჩვენც გვქონდა მომენტი და ბოლოს, საერთოდ მოგება შეგვეძლო. სანამ შანსი 1% მაინც გვაქვს, ყველა გუნდთან ვიბრძოლებთ ბოლომდე და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია.

ოპტიმალურ ფორმაში არ ვიცი
ვარ თუ არა, ნაკრებისთვის ყველაფერს ვაკეთებ, რასაც მავალებენ, იმის მიუხედავად, რომ ჩემ პოზიციაზე არ მიწევს თამაში. მე ვფიქრობ, რომ უკეთესადაც შემიძლია, საკუთარი თავით კმაყოფილი არასდროს არ ვარ.

რაც შეეხება საბას მომენტს, მსგავსი რამ რონალდოსაც მოსვლია, არაფერი ისეთი არ ყოფილა, რაც აქამდე არ გვინახავს, დარწმუნებული ვარ, შემდეგ ჯერზე გაიტანს", - განაცხადა კვარაცხელიამ.

ღვთისავარ ანთაძე ჰამბურგიდან

sportall.ge მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მხარდაჭერისთვის.

alt"ბევრი მეკითხება, ბუდუს რატომ არ ათამაშებენო, იმედია, რომ..." - რას აცხადებს ზივზივაძის მამა?

altსაუკეთესო მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს "ჯვაროსნებმა" ჩეხეთთან მატჩში?

მკითხველის კომენტარები / 95 /
Ჩამო ფოთის კოლხეთში.შენი ადგილი აქ არის ჯიმა
G.LA
22 ივნისი 2024 21:00
48
ეჰ, კიტე ჰაერივით გვჭირდება ცენტრში, იმედია პორტუგალიასთან გვეყოლება.
დიდება საქართველოს!
ლევანი
22 ივნისი 2024 20:52
1
გავალებენ კი არა გუნდური თამაში ისწავლე და შეტევაში 2-4 შეხებას არავინ გაცლის ნუ ხარ დაბნეული....გუნდმა რომ კონტრშეტევის შესრულება არ იცის შორს ვერ წავა
ალესიო
22 ივნისი 2024 20:39
18
კვარა გულში ხარ ყველა საქართველოს ფეხბურთელი ჩვენს გულებში ხართ
გიო
22 ივნისი 2024 20:37
7
დიდი პრესია ამ ბიჭზე ყველა მხრიდან და უჭირს ამიტომ ძაან. პროფესიონალების დახმარება ჭირდება აშკარად
gogi
22 ივნისი 2024 20:31
3
შენს ერთგულებასა და უნარებში ეჭვი არც გვეპარება.
გიორგი
22 ივნისი 2024 20:25
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული