"მსგავსი რამ რონალდოსაც მოსვლია..." - რა თქვა ხვიჩა კვარაცხელიამ საბა ლობჟანიძეზე?

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდა, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ხვიჩა კვარაცხელიამ ისაუბრა.

"ისე ვგრძნობდი თავს, თითქოს საქართველოში ვთამაშობდი და ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივრებს. რაც შეეხება თამაშს, მოგებასთან ძალიან ახლოს ვიყავით. ჩეხებს ბევრი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ მამარდაშვილმა გადაგვარჩინა, ალბათ ამიტომაც არის საუკეთესო მეკარე.

რაც შეეხება დანარჩენს, ვფიქრობ, ჩვენც გვქონდა მომენტი და ბოლოს, საერთოდ მოგება შეგვეძლო. სანამ შანსი 1% მაინც გვაქვს, ყველა გუნდთან ვიბრძოლებთ ბოლომდე და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია.

ოპტიმალურ ფორმაში არ ვიცი
ვარ თუ არა, ნაკრებისთვის ყველაფერს ვაკეთებ, რასაც მავალებენ, იმის მიუხედავად, რომ ჩემ პოზიციაზე არ მიწევს თამაში. მე ვფიქრობ, რომ უკეთესადაც შემიძლია, საკუთარი თავით კმაყოფილი არასდროს არ ვარ.

რაც შეეხება საბას მომენტს, მსგავსი რამ რონალდოსაც მოსვლია, არაფერი ისეთი არ ყოფილა, რაც აქამდე არ გვინახავს, დარწმუნებული ვარ, შემდეგ ჯერზე გაიტანს", - განაცხადა კვარაცხელიამ.

ღვთისავარ ანთაძე ჰამბურგიდან

sportall.ge მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მხარდაჭერისთვის.

alt"ბევრი მეკითხება, ბუდუს რატომ არ ათამაშებენო, იმედია, რომ..." - რას აცხადებს ზივზივაძის მამა?

altსაუკეთესო მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს "ჯვაროსნებმა" ჩეხეთთან მატჩში?

მკითხველის კომენტარები / 95 /
შენს ერთგულებასა და უნარებში ეჭვი არც გვეპარება.
გიორგი
22 ივნისი 2024 20:25
5
ისევ ვერაფერი ვერ გაიგეს,ჩემს პოზიციაზე არ ვთამაშობო და კუდი გამოაბეს უკვე. ჩემს პოზიციაზე არ ვთამაშობ და ისეთ დავალებებს მაძლევენ,შეუძლებელია შეთავსებაო. თან რას გაუხურეთ საქმე,მშვენივრად თამაშობს. რა მისი ბრალია თუ გუნდს მეტი კრეატივი არ აქვს და მას აჩეჩებენ ყველა ბურთს? კვარას ყოფნა მინდორზე უკვე საქმის აკეთებს,რით ვერ მიხვდით? ან როდის დაიწყეთ ფეხბურთის ყურება? შენ თუ იცი რო მთავარი შემქნელია გუნდში,მეტოქეს არ ეცოდინება? მე შევნიშნე დიდი სივრცე,რასაც კვარას მოედანზე ყოფნა ქმნის,მარა მაგას გამოყენება უნდა. გასაგებია რო მეტი გინდათ მისგან,მასაც უნდა და ფიქრობს ამაზე,მარა რეალობას არ უნდა მოწყდეთ. მეტი რა გინდათ,ქულა მოვიპოვეთ და გოლები შევაგდეთ სადებიუტო ევროზე. 2002 წლის მსოფლიოზე,მსოფლიო ჩემპიონი საფრანგეთი ისე ჩარჩა ჯგუფში რო გოლი ვერ გაიტანა,ბევრი დებიუტანტი გუნდი ოცნებობს და ვერ აღწევს ამ შედეგს,ამიტომ იამაყეთ ამ ბიჭებით.მე თუ მკითხავთ,კიდევ კარგად თამაშობენ,2-3 თვე პოლიტიკოსობა დააწყებინეთ ფეხბურთელებს და კატეგორიულად სთხოვდნენ მხარე აერჩიათ. კვარა შეიძულეთ იმიტო რო მხარე არ აირჩია,ხოლო ბუდულია გააღმერთეთ იმის გამო რო მხარე აირჩია. ტვინში მოკლე ჩართვა გაქვთ და ელემენტარული აზროვნების უნარი გაქვთ დაკარგული.
იასონას უდარი
22 ივნისი 2024 22:12
12
კი,ყველამ იცის და მერე რას აკეთებენ? ჩახანოღლუმ რა გააკეთა ან სობოსლაიმ ან კეინმა პირველ და ბელინგემმა მეორე თამაშში? როცა გვერდზე უმაღლესი დონის ფეხბურთელები გყავს და მაინც ვერაფერს აკეთებ თამაშში,ეს უფროა პრობლემა,ვიდრე კვარას თამაში საქართველოს ნაკრებში. რა გააკეთა ლეაომ მთელ ორ თამაშში? პორტუგალიელია და ორი ყვითელი ჩაიხუტა,მის ადგილას ჩასვი კვარა და განახებთ რა შეუძლია. სირცხვილია რა,თუ ხართ ფეხბურთის ფანები,მოიქეცით ფანებივით და უყურედ ხშირად ფეხბურთს,თუ არ ხართ,უყურეთ თუ გნებავთ ამ თამაშს,ოღონ პრაფესორობისგან თავი შეიკავეთ.
იასონას უდარი
23 ივნისი 2024 05:11
2
გუნდის ლიდერი და წამყვანი მოთამაშე ყველამ იცის ვინ რომელია ნებისმიერ გუნდში.
!
22 ივნისი 2024 22:47
2
ყველა გამოხმაურება
ერთ მხარესაც და მეორესაც, შავსაც და თეთრსაც, ნაცსაც და ქოცსაც მივამართავ, ყოველგვარი მიკორძოებულობის და პოლიტიკური ანგაჟირების გარეშე - დღეს რა თამაშიც ვაჩვენეთ, ესაა დღევანდელი ქართული ფეხბურთის რეალობა, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა. შეგვეძლო უკეთესად მოვსულიყავით დღვანდელ დღემდე? ალბათ...თუმცა ყველაფერი ისე როდია, ჩვენს გულს რომ გაუხარდება და გემოვნებას მოერგება, თუმცა მოდი, მაინც ვეცადოთ ნაკლებად სუბიექტურები ვიყოთ, კომპონენტებათ დავყოთ და ცივსისხლიანად შევაჯამოთ დღვანდელი თამაში: 1) ფიზიკური მომზადება - გამოჩნდა, რომ ჩეხებმა ამ კომპონენტში საგრძნობლად დაგვჩაგრეს და მგონი ამის დანახვას არ ჭირდება გამადიდებელი შუშა. 90 წუთისთვის ჩემი მოკრძალებული აზრით ნაკრების მხოლოდ 2-3 მოთამაშე თუა მზად, რაც ბუნებრივია დიდ პრობლემას წარმოადგენს 2) სისწრაფე - ამ კომპონენტშიც დავიჯაბნეთ, მათ შორის იმიტომაც, რომ ფიზიკურ მომზადებაში მოვიკოჭლებთ 3) ორთაბრძოლები - ზუსტად არ დამითვლია, მაგრამ დაახლოებით 90% წავაგეთ, როგორც მეორე სართულზე, ასევე პირველზე, რატომ? გადახედეთ შემადგენლობას...წამლად არ გვყავს ისეთი ფეხბურთელი ძირითადში, რომელიც დაეჯახება მოწინააღმდეგეს და გლეხურად რომ ვთქვათ - დააგდებს, ან აუხტება მაღალ ბურთზე და მოუგებს 4) ტაქტიკა - როდესაც შენი კოზირი ძალა არაა, მაქსიმალურად უნდა ეცადო, დაბლა გააგორო ბურთი და მოკლე პასებით ამოხვიდე მეტოქის ნახევრამდე. დაითვალა ვინმემ მამარდაშვილმა და ცენტრალურმა მცველებმა რამდენჯერ ამოიტანეს ბურთი მაღალი გადაცემით და როგორ დასრულდა თითოეული ასეთი ეპიზოდი? მე გეტყვით - ბურთის დაკარგვით ან პირდაპირ მოწინააღმდეგეზე მისი ჩაბარებით. ფეხბურთი განვითარდა და ავიდა იმ დონეზე, რომ ბურთის საჯარიმოდან პასებით ამოტანა, უკვე ყველა თავმოყვარე გუნდისა და ნაკრებისთვის აუცილებელ კომპონენტად იქცა, მიუხედავად იმისა, რა ყაიდის ფეხბურთს თამაშობ და გყავს თუ არა გუნდში ათლეტური ფეხბურთელები, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა შენი კოზირი ათლეტურობა და ძალა არაა! რით ვერ დამუშავდა აღნიშნული კომპონენტი 3.5 წელიწადში?! რას უნდა აკეთებდეს მწვრთნელი სხვას, თუ არა იმას, რომ დღესა და ღამეს აღნიშნული კომპონენტის დახვეწაში ასწორებინებდეს მოთამაშეებს? 5) ტექნიკა - ესაა ალბათ ერთადერთი კომპონენტი, რომელშიც ჩეხებზე კარგად ვართ, როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ყველა დანარჩენ კომპონენტში მოვიკოჭლებთ, აღნიშნული კოზირისგან მიღებული სიკეთე მინიმალურია.

და ბოლოს - რა თქმა უნდა შესანიშნავია ის რომ ევროპაზე გავედით, ძალიან კარგია ისიც, რომ 3-4 ევროპული დონის მოთამაშე გვყავს, რაც ამდენი წლები გვაკლდა, თუმცა თამაშის ხარისხი მაინც იმაზე მეტყველებს, რომ ფეხბურთში რაღაც ძირეულადაა შესაცვლელი, როგორც ხანმოკლე, ასევე ხანგრძლივ პერსპექტივაში. მცოდნე და კეთილსინდისიერი, მარალკვალიფიციური ხალხი გვჭირდება, რადგან სხვაგვარად თანამედროვეობისთვის ფეხის აბმა გაგვიჭირდება და ერთი ნაბიჯით უკან ვიქნებით დანარჩენ საფეხბურთო ქვეყნებზე. ყველას, ვისაც არ მოგეწონებათ რასაც წაიკითხავთ - ბოდიშს გიხდით, თუმცა გესმოდეთ, რომ უკეთესი მომავალი, აწმყოსთვის ფართოდ გახელილი თვალით ყურების შედეგად მიიღწევა. ბიჭებს მადლობა იმისთვის, რომ ისტორია დაწერეს და წარგვადგინეს იმ ფორუმზე, რომელზე ყოფნას არაერთი თაობა ოცნებობდა. უკეთესი მომავლის იმედით...
ნეიტრალური მოთამაშე
22 ივნისი 2024 23:19
5
რატომ ვერ შექმნეს ბევრი მომენტები ჩვენმა ფეხბურთელებმა?
იმიტომ, რომ ჩეხებს დავალებული ჰქონდათ, ჩვენი ფეხბურთელების კონტრშეტევა ნებისმიერ ფასად, ბინძური, უხეში ჯარიმებით შეეჩერებინათ და ეს ჩეხებმა შეასრულეს 1000%-ით.
ამის ერთადერთი წამალი არის ერთი შეხებით თამაში და სწრაფი პასები, შეტაკებასაც აიცილებ და უფრო პროდუქტიული იქნება შეტევა.
გეთანხმები, მარა...
23 ივნისი 2024 01:28
2
ეგრეა ზუსტად. რომ არა მამარდა ძალიან შევრცხვებოდით.

მხოლოდ ერთში ვერ დაგეთანხმები, ტექნიკა არაა მხოლოდ ის რაც ჩვენ გვგონია, ტექნიკაა სწორი გახსნა და ბურთის ამოტანა რასაც ვერ ვაკეთებთ წლებია. ფიზიკური გამძლეობის გამომუშავება უფრო ადვილია იდეაში ვიდრე ტექნიკა და რა გახდა ეს მოძრავი ფეხბურთელები საყრდენ ზონასა და ფლანგებზე? საყრდენიდან იწყება ყველაფერი დაცვაც და შეტევაც. ფლანგებიდან კიდე ყველა ჩაწოდება. დღეს ჩეხებმა ყველა კომპონენტში დაგვჩაგრეს დს ჩაგვახედეს სარკეში. საბედნიეროდ გვყავდა ტოპ მეკარე და რიგ მომენტებში მაგრად გაგვიმართლა
Lm
22 ივნისი 2024 23:56
2
ხვიჩა იმიტომ კი არ გაკრიტიკებთ, რომ რაღაცას ვერ აკეთებ. არა. მარტო იმიტომ რომ ვიცით რა შეგიძლია. დაივიწყე ყველაფერი და აკეთე რაც შეგიძლია. შენ რომ არა და სხვები ჩვენ ევროზე არ ვიქნებოდით. ჩვენ ვიტყვით შენ თუ თამაშს ჩააგდებ მაგრამ ეს რეალობაა და ამახე გული არ უნდა დაგწყდეს. ყველა ქართველს უხარია შენი წარმატება და ნაპილის არც ერთი თამაში არ გამომიტოვია რაც შენ გადახვედი. უფრო მეტი ბიჭებო მამარდა, ჩანკვე, ქოჩორა და სხვები თქვენ შეგიძლიათ ჩვენი გახარება მთავარია მოინდომეთ და ჩვენ თქვენთან ვიქნებით მოგებაშიც და წაგებაშიც. P.ს ისედაც უმაგრესები ხართ რომ გახვედიტ ევროზე
M
23 ივნისი 2024 00:57
3
ეჰ, კიტე ჰაერივით გვჭირდება ცენტრში, იმედია პორტუგალიასთან გვეყოლება.
დიდება საქართველოს!
ლევანი
22 ივნისი 2024 20:52
1
დიდი პრესია ამ ბიჭზე ყველა მხრიდან და უჭირს ამიტომ ძაან. პროფესიონალების დახმარება ჭირდება აშკარად
gogi
22 ივნისი 2024 20:31
3
მექვაბიშვილზე პასი, რო გაკეთა, ნუ პასი გაკეთა ეგონა შეაყოლებდა საჯარიმოში, მაგრამ ვერ მიხვდა ხვიჩას რა უნდოდა და კი უთხრა დარტყმის მერე, და რას მოვყევი ეგ, ხვიჩამ ის ბურთი ჩვენი საჯარიმოდან წამოიღო, უპასა მექვაბიშვილს და საჯარიმოში შევიდა მცველების ზურგსუკან, რო შეყოლებინა მექვაბიშვილს ხვიჩასთვის ეს ბურთი 100% გოლი იყო და რა შედევრი გამოვიდოდა, ესეთი პატარ პატარა დეტალებისგან შედგება ფეხბურთი
გოგა
22 ივნისი 2024 23:39
2
კი მაგ მომენტს მეც დავაკვირდი ... ადრე გვყავდა ნაკრებში მენთეშაშვილი (ჩამშლელი ნახევარმცველი) , არაფერს არც გააკეთებდა და არც გააფუჭებდა გოლის დროსაც სადღაც იყო კაცმა არ იცის , დღესაც არაა აქტიური სადაა კაცმა არ იცის ))) ზუსტად მასეთი ფეხბურთელია ანზორი , ვერც რო რამეს დაავალებ და ვერც რო რამეს მოსთხოვ ... მარცხნიდან საშინელება ხდება საერთოდ ... კვარაზე ვინ რა უნდა თქვას
bejo
23 ივნისი 2024 04:04
2
კვარა გულში ხარ ყველა საქართველოს ფეხბურთელი ჩვენს გულებში ხართ
გიო
22 ივნისი 2024 20:37
7
კვარა უნდა გარბოდეს თავის ფლანგზე და უწვდიდეს ბურთს შედარებით ტანმაღალ ბუდუს ჩვენ ვიცით ვნახეთ ეს დუო უკვე ასე რომ ათამაშეთ იქ სადაც ძლიერია კვარა იქნებ თხა იყოს ტყუპი მაიგოს, მარა არაა ფუტლიარი აქვს სანიოლს თავში და პლუს პოლიტიკური გავლენების მსხვერპლია ეგ ბოჩოლა კაცი ბუდუს პონტში.
თვალებში ნაცარს ნუ იყრით ძალით ხალხო ქართველები არ ხართ მოგწონთ ეგ პონტიი ? ტიპმა ფინალში დუბლის შეგდებით მოგვიყვანა აქამდე და გჯერათ სანიოლის სიტყვების ვარჯისი უნდა გააგრძელოსო რო სჯიან ტიპს რად უნდა ამას საუბარი, შესარჩევში სულ ძირითადში იწყებდა და მიქაუტაძე შემოდიოდა შეცვლაზე. ტეხავს მართლა ჩრდილოეთ კორეა ხო არ ვართ რაღაც კანონის გაკრიტიკების გამო ისტორიულ შანსზე ვამბობთ უარს. ისიც ტეხავთ რომ ძალოთ ისულელებთ თავს და აღიარებაც არ გინდათ რო ნაღდად ასეა. რამდენი ცხვარი ხევს დისლაიქს აბა მიდით უნდა დაგთვალოთ კიდევ ერთხელ.
გოგა
22 ივნისი 2024 22:45
14
გოგა რომ წერ კვარა უნდა გარბოდესო, დოღის ცხენი კი არ არის მარტო რომ ირბინოს, რომელი გყავს გუნდში ისეთი რომ ამ სისწრაფეზე მოძრავ კაცს ზუსტ პასს გაუკეთებს ისეთს რომ მოწინააღმდეგეს დაცვას მოტეხავს, თუ იმას ფიქრობ რომ კვარა უნდა ჩამოვიდეს თავის ნახევარზე აიღოს ბურთი და ასე სირბილით ნახევარი გუნდი უნდა მოატყუოს და ფლანგიდან ჩააწოდოს?ხვიჩა კვარაცხელიაა, დევიდ კოპერფილდი კი არ არის, რასაც შენ იძახი ეგრე აკეთებს ვინისიუსი, მაგრამ იმას პასს აძლევს ან კროოსი ან მოდრიჩი, რომელი გყავს ეხლა გუნდში ასეთი ნახევარმცველი? კვარას უწევს უკან ჩამოსვლა რომ ბურთი მიიღოს და იძულებულია მერე თვითონ ავიდეს ბურთიანად მეტოქის საჯარიმომდე იმიტომ რომ რეალურდ ვერავინ ვერ ეხსნება თავისუფლ ადგილას, ბევრი შემიძლია კიდევ დავწერო, მაგრამ მაგრად მეზარება, უმეტესობა მხოლოდ უაზრო კრიტიკაზე ხართ გადასული
მამუკა
22 ივნისი 2024 23:17
4
შენგელიაც მაგიტომ "დასაჯეს" ჭკუისკოლოფო?
მაო
22 ივნისი 2024 23:17
11
კაცობა გეყოს და თქვი ევროზე მოუმზადებელი ჩამოვედითქო..... შენ და წიტას ერთი თამაში ვერ მიგყავთ ბოლომდე 60 წუთზე ფილტვებს ყრით....ვინც მომზადებულია და ვარჯიშებზე თავს აკლავდა ის სკამზე გყავთ........ ბუდუ ხალხის რჩეულია და ათამაშეთ ნორმალური დრო გამოუყავით თქვე არასწორებო!!! პატარა ბერიებო!!!!!
,
22 ივნისი 2024 22:14
42
ბუდუმ ჯერ ქართულად მოქცევა ისწავლოს და მერე დააყენონ. მე სულ არ გამოვიძახებდი. ენა მამამისს გამოუყოს.
odala
23 ივნისი 2024 11:23
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული