შანსი რჩება - ისტორიული ქულა და მწვრთნელი, რომელიც საკუთარ თავს უმტკიცებს - მხარდაჭერა ლობჟანიძეს!

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებისგან ღირსეული თამაში თუ პირველი გოლი რომ აღვნიშნეთ, ჩეხეთთან კიდევ უფრო მეტი იყო - სადებიუტო ქულა! ეს ამბავი უამრავი ქართველი გულშემატკივარის სტადიონზე ყოფნით უფრო შთამბეჭდავი და სასიამოვნო გამოდგა. შეხვედრაზე მსჯელობის დროს ისევ იქედან ამოვალთ, რომ როგორც ქება, ასევე კრიტიკა მოზომილი უნდა იყოს...

რა შესთავაზეს მწვრთნელებმა ერთმანეთს

Sportall.Ge

ჩეხეთის ნაკრებმა მთელი მატჩის განმავლობაში ითამაშა ის, რაც მათ ყველაზე უკეთ გამოსდით, მაღალი ჩაწოდებებითა და ტანმაღალი ფეხბურელებით უპირატესობის მოპოვება. ჰასე
კის გუნდი ცდილობდა, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს თავი ცენტრში მოეყარათ, შემდეგ კი ფლანგზე თავისუფალ მდგომარეობაში მყოფი პარტნიორი მოეძებნათ, რომელიც ჩვენს საჯარიმოში ბურთს სახიფათოდ დაატრიალებდა.

ვილი სანიოლმა სასტარტოში გიორგი ჩაკვეტაძის ნაცვლად ზურიკო დავითაშვილი დააყენა, რაც ორი რამით უნდა ყოფილიყო განპირობებული - ზურიკოს მოწინააღმდეგისთვის ფრთებიდან იერიშის განხორციელების საშუალება ნაკლებად უნდა მიეცა და კონტრშეტევებზე მის სისხარტეს გმოვიყენებდით. ამასობაში, ისედაც ოთარ კიტეიშვილის არყოფნაში მოედნის ცენტრში ძალიან გაგვიჭირდა, ბურთისა და ტემპის გაკონტროლებას საერთოდ ვერ ვახერხებდით. ცენტრალურ მცველებს ამხელა ზეწოლის ფონზე ძალიან უჭირდათ და მხოლოდ მამარდაშვილის იმედზე ვრჩებოდით, რომელმაც "იფრინა."

"კვარა" და "ჟორჟი"

Sportall.Ge

პირველ ტაიმში გუნდის ამოსუნთქვას რის ხარჯზეც ვახერხებდით, ჩეხებს კვარაცხელიასა და მიქაუტაძის ჯარიმის გარეშე შეჩერება უჭირდათ. ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდის მერე, როცა "ჟორჟზე" თამაშის წესები კიდევ ერთხელ დაირღვა, ბურთთან "კვარა" ცოტა გვიან მივიდა, თავდაჯერებულმა თავისთვის "გაისწორა" და მას მოჰყვა ჩაწოდება, რაც ბოლოს პენალტითა და გოლით დასრულდა. პლეი-ოფის ფინალში მოულოდნელი აცილების შემდეგ, მიქაუტაძემ ერთხელაც დაამტკიცა, რა კარგი პენალტისტია.

ჩვენი შემტევებისგან უფრო პროდუქტიულობის მიღება იმ ფონზე, როცა ბურთის სახიფათო ზონაში მიტანას იშვიათად ვახერხებთ, რთულია, ისე კი მათ დიდი განსხვავების შექმნა შეუძლიათ, მოწინააღმდეგეები მუდმივ დაძაბულობაში ჰყავთ.

სხვა დონის მეტოქეები...
საქართველოს ნაკრებმა ბოლო წლებში საკუთარი ხელწერა გამოკვეთა, რაც შანსების კონტრშეტევებზე ძიებას გულისხმობს. ასეთ დროს მნიშვნელოვანია, ბურთი დროულად ჩაჭრა, მოწინააღმდეგის იერიში ჩაშალო/მოიგერიო და შენი შანსები შემდეგ იპოვო. ევროპის ჩემპიონატი სხვა ტურნირია, აქ არც "ერთა ლიგის" მოწინააღმდეგეები გვყავს და ძალიან რთულია, მასირებულ იერიშებს გაუძლო. ასეთ დროს, პერიოდულად, ინიციატივის მეტად აღებაა საჭირო. თურქეთთან თუ ბურთს შიგადაშიგ ვფლობდით, ჩეხებმა მთელი მატჩის განმავლობაში აქტიური პრესინგი გვეთამაშეს და კონტრიერიშებზეც მინიმალური შანსი მოგვცეს.

ეს განსხვავებები, რაზეც ვწერთ ყველაზე მეტად ნახევარდაცვაში იჩენს თავს. რთულია, ინგლისის პრემიერლიგის ფეხბურთელებთან ტოლ-სწორად ითამაშო.

სანიოლის "მიგნებები"
საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ყოველთვის ახერხებს, გაგვაოცოს და ეს უნარი არც ევროზე დაუკარგავს. ამჯერად უფრო შორს აღარ წავალთ და მხოლოდ იმას ვიტყვით, რა მოეწონა ლუკა ლოჩოშვილის ფლანგზე თამაშიდან თურქეთთან, ამას ისევ რომ მიმართა?! არის პერიოდები, როცა სანიოლი თითქოს საკუთარ თავს უმტკიცებს, მისმა გადაწყვეტილებამ აუცილებლად რომ უნდა გაამრთლოს. გარკვეული დროის შემდეგ იქნებ ასეც იყოს, მაგრამ ახლა, ამ მნიშვნელოვან ტურნირზე, ამის დრო ნაკლებადაა. გამოჩნდა, რომ იმის დრო ნამდვილადაა, გიორი გველესიანმა მეტი ითამაშოს (იმ ცოტა კურიოზული გაფრთხილების მიუხედავად).

სხვადასხვა ინსპირაციები საჭირო არაა, მაგრამ ბუდუ ზივზივაძისთვის დროის საერთოდ არმიცემა უცნაურია, იმის მიუხედავად, რომ გიორგი მიქაუტაძე ძირითადის უალტერნატივო წევრია და ტაქტიკური მოსაზრებებით, არც გიორგი ქვილითაიას შემოყვანაა რაღაც განსაკუთრებული. ჩვენ ვნახეთ მატჩები, სადაც ზივზივაძე-მიქაუტაძის ერთად თამაშმა გაამართლა, ახლა კი ამის მცდელობა არ ყოფილა.

მიუხედავად იმისა, თურქეთის ნაკრებს საკმაოდ აქტიურად შევუტიეთ, ვილის ხელში ჩვენი ნაკრები ჩამოყალიბებული "ბ" გეგმით მაინც არაა და ეს აშკარა პრობლემაა. საბა ლობჟანიძის შემოყვანა და სწრაფი ფებბურთელით მეტოქის "დასჯა" თეორიულად სწორი გადაწყვეტილება იყო და ასეც განვითარდა, თუმცა ბოლომდე არ გამოვიდა. აქვე, ჩვენი მხარდაჭერა საბას - ასეთებიც ხდება!..

რა იქნება...
პორტუგალიის ნაკრებმა პირველი ადგილი გაინაღდა და ამ დროს პრესკონფერენციაზე რაც არ უნდა თქვან, ვიცით, რომ ფეხბურთელები მაინც მოდუნებულები არიან. შორს რომ არ წავიდეთ, ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე სამხრეთ კორეასთან ზუსტად ამ ვითარებაში დამარცხდნენ. ასე რომ, საქართველოს ნაკრები თავისას უნდა ეცადოს. საუკეთესო მესამეადგილოსნებს შორის მოხვედრის შანსი 2 ქულითაცაა, მაგრამ ამ შემთხვევაში თურქეთის ნაკრებმა ჩეხეთი უნდა დაამარცხოს. თურქებთან არაორდინალურ ვითარებაში გაშვებული მესამე ბურთის გამო ახლა თანაბარ ქულებზე ჩეხებს ჩვენთან უპირატესობა აქვთ. მნიშვნელოვანია, ბიჭებს როგორი ფსიქოლოგიური და ფიზიკური მდგომარდობა აქვთ, ორი ტურის შემდეგ გადაღლა ჩვეულებრივი ამბავია და შემადგენლობაში ცვლილებებს ამის მიხედვითაც უნდა ველოდოთ.

შანსი რჩება, გამარჯვება საქართველო!

ღვთისავარ ანთაძე ჰამბურგი-ვუპერტალი

sportall.ge მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მხარდაჭერისთვის.

მკითხველის კომენტარები / 77 /
ჩელეს რომ ბურთი აქვს აცილებული ,,არარატის,, ცარიელ კარში აცილება ისაა:))აქ მეკარე მაინც იდგა კარებში. მაინც გვიყვარს ,,ჩელე პელე,, საბა, გული არ გაიტეხო,ყველაფერი კარგად იქნება P.S.
საბა, მაგრამ გახსოვდეს ვალი გაქვს და გოლები შენზეა:))
გურულო
23 ივნისი 2024 19:07
2
ადრეც დავაკომენტარე,რომ ჩეხეთი ათლეტური,ძალისმიერი,ფიზიკურად და ტაქტიკურად გამართული გუნდია და მძიმე თამაში გვექნება თქო.არ მესმის იმ ხალხის რომლებიც ამბობდნენ ჩეხებს ბურთს გადავახევთ,3:0 მოვიგებთ და ა.შ სისულელეების,ასევე არ მესმის იმ ,,გენიოსა ფეხბურთის სპეციალისტების,, რომლებიც დივანზე წამოწოლილები იძლევიან რჩევებს ვინ უნდა წაეყვანა და ათამაშოს სანიოლმა.მესმის რომ სანიოლს ბევრი შეცდომა აქვს, გამოუცდელია და თვითონაც სწავლობს,მაგრამ გუნდი შეკრა?შეკრა!ევროზე გაგვიყვანა? გაგვიყვანა! ახლა აცალეთ მწვრთნელსაც და ბიჭებს ამ ტურნირის ჩამთავრება,ნუ ცდილობთ არეულობის და ნერვიული ატმოსფეროს შექმნას.მადლობა ბიჭებს თავდადებისთვის(არავის არ გამოვყოფ)!წარმატებები,სპორტული იღბალს, უტრავმო კარიერასა და დიდ ბედნიირებას გისურვებთ!ვამაყობთ თქვენით.
გურულო
23 ივნისი 2024 19:01
3
ფეხბურთელებმა უნდა დაივიწყონ აქამდე რაც იყო.. პორტუგალიასთან ცარიელი ფურცლიდან უნდა დაიწყოს ყველაფერი..... გადაღლილი ბიჭები დაასველოს გოჩოლეიშვილი შენგელია ზივზივაძე გველესიანი იმედია კიტეიშვილიც ჯანზე იქნება სხვა გამოსავალი არაა უნდა შეაკლან თავი
roni
23 ივნისი 2024 18:08
2
კი არ მიქვეყნებთ კომენტარებს აზაროვზე მაგრამ თქვენ ხო მაინც ნახულობთ, ღვთისავარ ძმურად პრესკომფერენციაზე კითხე ვილის ნანობს თუ არა? ირაკლი რომ არ გამოიძახა ან სხვა რომელიმე ნომინალური მარცხენა მცველი.
bejo
23 ივნისი 2024 17:59
2
თაზო - ს შენზე კარგად ვიცი როგორ იწერება მობილურში გვერდიგვერდაა ეგ ასოები და ბოტოტა თითებით მ - ზე გამეკრა და ნუ პროფესორობ თუ ძმა ხარ , აზრი ვერ გამოიტანე ? თუ გინდა დატოვე ნომერი და ჩაგიტარებ ქართული გრამატიკის გაკვეთილს მუქთად ...
bejo
24 ივნისი 2024 15:25
0
სწორია ,,პრესკო ნ ფერენცია,, არასწორია ,,პრესკო მ ფერენცია,, ვისწავლოთ ქართული მართლწერა.
Tazo
23 ივნისი 2024 18:50
2
რა ჩაიხვიეთ ლობჟანიძე, კაშიას უკეტესი მომენტი არ ქონდა? დაწოლილ მეკარეს ვერ ააცილა 5 მეტრიდან. მექვაბიშვილს? კვარას პასის მერე არ უნდა შეეგდო? სამართლიანი უნდა იყო. ადრე უნდა სემოეყვანა, ეგეც და ბუდუც
ლევან მაღლაკელიძე.
23 ივნისი 2024 17:45
1
ყოჩაღ ლევან.ზუსტად ის თქვი რასაც ვფიქრობდი.
555
23 ივნისი 2024 19:16
2
შანსი პორტუგალიასთან ესეთი თამაშით, რავიცი, ალბათ უფრო ისტერიული, ვიდრე ისტორიული
123
23 ივნისი 2024 17:22
4
როგორც ყველა ჯარიკაცი ოცნებობს გენერლობაზე, ასევე ყველა მწვრთნელი უნდა იყოს მაქსიმალისტი და არა მშიშარა. სანიოლი გვეუბნება რომ გასაზრდელად ვართ ჩასულებიო))) რატომ გაძლევდათ ვაისი პრესკონფერენციებზე პასუხებს რუსულად? რუსები ვიყავით? ქართულად სალამსაც არ ამბობდა. იგივეა სანიოლის შემთხვევაშიც. ორივე დაბალი დონის მწვრთნელებია და იმიტომ. უღარიბეს ქვეყანაში ჩამოვიდნენ სამუშაოდ და რატომ მოიკლავდნენ თავს. უნდა ვუმადლოდეთ ბიჭები წაიყვანა თავისთანო. იცოდა რომ კარგები იყვნენ და იმიტომ, თორემ რატომ ოქრი არ წაიყვანა, ჯანო ან მჭედლიძე? ჩვენი გულისთვის არავინ არ მოიკლავს თავს. სანამ ჩვენ არ ვიშრომებთ და არ გვეყოლება საკუთარი ნოდარ ახალკაცები. ცხონებული, ამ ბიჭებით, სკამიდან არ წამოდგებოდა ისე გვექნებოდა უკვე 6 ქულა. კარგი მწვრთნელი პირველ რიგში დიდი ფსიქოლოგი, სტრატეგი, ტაქტიკოსი და პატრიოტი უნდა იყოს. წარმოგიდგენიათ, დიუსელდორფში რომ ეთქვა, ჩვენ აქ გასაზრდელად და სიამოვნების მისაღებად ჩამოვედითო, ავიღებდით თასს? დიახაც რომ ევროპის ჩემპიონობა უნდა დაისახო მიზნად, რომ ჯგუფიდან მაინც გახვიდე. თორე, რა გახდა ეს ისტორიული ქულა, ძეგლი დაუდგით ბარემ სანიოლას რო ჩამოვა და ეგ იქნება.
თედო პაპა
23 ივნისი 2024 16:59
13
სწორი თქვა. ჩვენ უნდა გავიზარდოთ. შემდეგ ევროზე უნდა გავიდეთ აუცილებლად, უკვე ჯგუფიდან. შემდეგზე უფრო მეტი ქულა უნდა ავიღოთ. მსოფლიოზეც უნდა გავიდეთ. ეს არის ევროპული აზროვნება. აბა, რა უნდა ეთქვა? ცუდია ის ჯარისკაცი გენერლობაზე რომ არ ფიქრობსო? ხალხო გაიგეთ, სანიოლი მწვრთნელად გვყავს მოწვეული და არა თამადად. რომ წავიდეს, მე კი არ ვიტირებ, მაგრამ არც ვიცინებ, მადლობას ვეტყვი. ოღონდ ისევ ევროპელ ტრენერს ვისურვებ და არა ქართველ თამადას.
პ.ს. მე ვნახე წინა პრესკონფერენცია, სადაც დამტვრეული ინგლისურით დაუსვა კითხვა ქართველმა ჟურნალისტმა (ამ დროს მთარგმნელი იქ იყო), რაზეც სანიოლმა დაცინვით უთხრა, მადლობა რომ ინგლისურად მკითხეო. ასე რომ სანიოლს ნუ აბრალებ ვაისის ცოდვებს.
პატივისცემით
23 ივნისი 2024 20:01
3
გაიხარე თედო.
555
23 ივნისი 2024 19:19
1
ყველა გამოხმაურება
მესამე ტურში საქართველო ამარცხებს პორტუგალიას, ხოლო ჩეხეთი თურქებს, ამიტომ საუკეთესო მესამე ადგილოსანი ან ჩეხეთია ან საქართველო.
ჟორა გაბრიჭიძე
23 ივნისი 2024 16:53
7
ნუ გიყვართ ტყუილები!! 2-3 გოლს თუ გაუტან პორტუგალიას შეიძლება გვეშველოს
გიო
23 ივნისი 2024 16:17
7
1-0, არ გყოფნის?DDDDDDDDD
ეეე
23 ივნისი 2024 16:51
4
26-ის მერე ესენი მაყურებლის სტატუსით თუ დარჩებიან..გვაქ შანსი ეს რომ არ მიხდეს თუ გავრექილ და უმაქნის კვარაცხელიას არ დააწყებინებს ძირითადში
garu
23 ივნისი 2024 16:09
33

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული