შანსი რჩება - ისტორიული ქულა და მწვრთნელი, რომელიც საკუთარ თავს უმტკიცებს - მხარდაჭერა ლობჟანიძეს!

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებისგან ღირსეული თამაში თუ პირველი გოლი რომ აღვნიშნეთ, ჩეხეთთან კიდევ უფრო მეტი იყო - სადებიუტო ქულა! ეს ამბავი უამრავი ქართველი გულშემატკივარის სტადიონზე ყოფნით უფრო შთამბეჭდავი და სასიამოვნო გამოდგა. შეხვედრაზე მსჯელობის დროს ისევ იქედან ამოვალთ, რომ როგორც ქება, ასევე კრიტიკა მოზომილი უნდა იყოს...

რა შესთავაზეს მწვრთნელებმა ერთმანეთს

Sportall.Ge

ჩეხეთის ნაკრებმა მთელი მატჩის განმავლობაში ითამაშა ის, რაც მათ ყველაზე უკეთ გამოსდით, მაღალი ჩაწოდებებითა და ტანმაღალი ფეხბურელებით უპირატესობის მოპოვება. ჰასე
კის გუნდი ცდილობდა, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს თავი ცენტრში მოეყარათ, შემდეგ კი ფლანგზე თავისუფალ მდგომარეობაში მყოფი პარტნიორი მოეძებნათ, რომელიც ჩვენს საჯარიმოში ბურთს სახიფათოდ დაატრიალებდა.

ვილი სანიოლმა სასტარტოში გიორგი ჩაკვეტაძის ნაცვლად ზურიკო დავითაშვილი დააყენა, რაც ორი რამით უნდა ყოფილიყო განპირობებული - ზურიკოს მოწინააღმდეგისთვის ფრთებიდან იერიშის განხორციელების საშუალება ნაკლებად უნდა მიეცა და კონტრშეტევებზე მის სისხარტეს გმოვიყენებდით. ამასობაში, ისედაც ოთარ კიტეიშვილის არყოფნაში მოედნის ცენტრში ძალიან გაგვიჭირდა, ბურთისა და ტემპის გაკონტროლებას საერთოდ ვერ ვახერხებდით. ცენტრალურ მცველებს ამხელა ზეწოლის ფონზე ძალიან უჭირდათ და მხოლოდ მამარდაშვილის იმედზე ვრჩებოდით, რომელმაც "იფრინა."

"კვარა" და "ჟორჟი"

Sportall.Ge

პირველ ტაიმში გუნდის ამოსუნთქვას რის ხარჯზეც ვახერხებდით, ჩეხებს კვარაცხელიასა და მიქაუტაძის ჯარიმის გარეშე შეჩერება უჭირდათ. ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდის მერე, როცა "ჟორჟზე" თამაშის წესები კიდევ ერთხელ დაირღვა, ბურთთან "კვარა" ცოტა გვიან მივიდა, თავდაჯერებულმა თავისთვის "გაისწორა" და მას მოჰყვა ჩაწოდება, რაც ბოლოს პენალტითა და გოლით დასრულდა. პლეი-ოფის ფინალში მოულოდნელი აცილების შემდეგ, მიქაუტაძემ ერთხელაც დაამტკიცა, რა კარგი პენალტისტია.

ჩვენი შემტევებისგან უფრო პროდუქტიულობის მიღება იმ ფონზე, როცა ბურთის სახიფათო ზონაში მიტანას იშვიათად ვახერხებთ, რთულია, ისე კი მათ დიდი განსხვავების შექმნა შეუძლიათ, მოწინააღმდეგეები მუდმივ დაძაბულობაში ჰყავთ.

სხვა დონის მეტოქეები...
საქართველოს ნაკრებმა ბოლო წლებში საკუთარი ხელწერა გამოკვეთა, რაც შანსების კონტრშეტევებზე ძიებას გულისხმობს. ასეთ დროს მნიშვნელოვანია, ბურთი დროულად ჩაჭრა, მოწინააღმდეგის იერიში ჩაშალო/მოიგერიო და შენი შანსები შემდეგ იპოვო. ევროპის ჩემპიონატი სხვა ტურნირია, აქ არც "ერთა ლიგის" მოწინააღმდეგეები გვყავს და ძალიან რთულია, მასირებულ იერიშებს გაუძლო. ასეთ დროს, პერიოდულად, ინიციატივის მეტად აღებაა საჭირო. თურქეთთან თუ ბურთს შიგადაშიგ ვფლობდით, ჩეხებმა მთელი მატჩის განმავლობაში აქტიური პრესინგი გვეთამაშეს და კონტრიერიშებზეც მინიმალური შანსი მოგვცეს.

ეს განსხვავებები, რაზეც ვწერთ ყველაზე მეტად ნახევარდაცვაში იჩენს თავს. რთულია, ინგლისის პრემიერლიგის ფეხბურთელებთან ტოლ-სწორად ითამაშო.

სანიოლის "მიგნებები"
საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ყოველთვის ახერხებს, გაგვაოცოს და ეს უნარი არც ევროზე დაუკარგავს. ამჯერად უფრო შორს აღარ წავალთ და მხოლოდ იმას ვიტყვით, რა მოეწონა ლუკა ლოჩოშვილის ფლანგზე თამაშიდან თურქეთთან, ამას ისევ რომ მიმართა?! არის პერიოდები, როცა სანიოლი თითქოს საკუთარ თავს უმტკიცებს, მისმა გადაწყვეტილებამ აუცილებლად რომ უნდა გაამრთლოს. გარკვეული დროის შემდეგ იქნებ ასეც იყოს, მაგრამ ახლა, ამ მნიშვნელოვან ტურნირზე, ამის დრო ნაკლებადაა. გამოჩნდა, რომ იმის დრო ნამდვილადაა, გიორი გველესიანმა მეტი ითამაშოს (იმ ცოტა კურიოზული გაფრთხილების მიუხედავად).

სხვადასხვა ინსპირაციები საჭირო არაა, მაგრამ ბუდუ ზივზივაძისთვის დროის საერთოდ არმიცემა უცნაურია, იმის მიუხედავად, რომ გიორგი მიქაუტაძე ძირითადის უალტერნატივო წევრია და ტაქტიკური მოსაზრებებით, არც გიორგი ქვილითაიას შემოყვანაა რაღაც განსაკუთრებული. ჩვენ ვნახეთ მატჩები, სადაც ზივზივაძე-მიქაუტაძის ერთად თამაშმა გაამართლა, ახლა კი ამის მცდელობა არ ყოფილა.

მიუხედავად იმისა, თურქეთის ნაკრებს საკმაოდ აქტიურად შევუტიეთ, ვილის ხელში ჩვენი ნაკრები ჩამოყალიბებული "ბ" გეგმით მაინც არაა და ეს აშკარა პრობლემაა. საბა ლობჟანიძის შემოყვანა და სწრაფი ფებბურთელით მეტოქის "დასჯა" თეორიულად სწორი გადაწყვეტილება იყო და ასეც განვითარდა, თუმცა ბოლომდე არ გამოვიდა. აქვე, ჩვენი მხარდაჭერა საბას - ასეთებიც ხდება!..

რა იქნება...
პორტუგალიის ნაკრებმა პირველი ადგილი გაინაღდა და ამ დროს პრესკონფერენციაზე რაც არ უნდა თქვან, ვიცით, რომ ფეხბურთელები მაინც მოდუნებულები არიან. შორს რომ არ წავიდეთ, ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე სამხრეთ კორეასთან ზუსტად ამ ვითარებაში დამარცხდნენ. ასე რომ, საქართველოს ნაკრები თავისას უნდა ეცადოს. საუკეთესო მესამეადგილოსნებს შორის მოხვედრის შანსი 2 ქულითაცაა, მაგრამ ამ შემთხვევაში თურქეთის ნაკრებმა ჩეხეთი უნდა დაამარცხოს. თურქებთან არაორდინალურ ვითარებაში გაშვებული მესამე ბურთის გამო ახლა თანაბარ ქულებზე ჩეხებს ჩვენთან უპირატესობა აქვთ. მნიშვნელოვანია, ბიჭებს როგორი ფსიქოლოგიური და ფიზიკური მდგომარდობა აქვთ, ორი ტურის შემდეგ გადაღლა ჩვეულებრივი ამბავია და შემადგენლობაში ცვლილებებს ამის მიხედვითაც უნდა ველოდოთ.

შანსი რჩება, გამარჯვება საქართველო!

ღვთისავარ ანთაძე ჰამბურგი-ვუპერტალი

sportall.ge მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მხარდაჭერისთვის.

მკითხველის კომენტარები / 77 /
მე მაინც პირველ ჩვენებას მივაწვები: ა ჯგუფი) შოტლანდია-უნგრეთი დამმთავრდეს ფრედ ბ ჯგუფი) იტალია -ხორვატია, ან ფრე ან ხორვატიის მოგება. ც ჯგუფი) ინგლისი უგებს სლოვენიას; დანია სერბეთს ან ფრე. ჩვენი ჯგუფი) თურქეთი უგებს ჩეხებს. ჩვენ არ ვაგებთ პორტუგალიასთან.
ამ შემთხვევაში 2 ქულით გავდივართ.
ჰაჰა
23 ივნისი 2024 13:57
6
ნატოში უფრო ადვილად მიგვიღებენ ,ვიდრე ეგრე დალაგდეს
ნაპოლეონი
23 ივნისი 2024 14:50
3
პორტუგალიას მოგება არ ჭირდება ამიტომ აუცილებლად მოეშვებიან ასევე ძალიან დიდი რისკია ტრამვის და ეგ უკვე თურქებთანაც კარგად მიხვდნენ და როცა ქულა არ გინდა ამ რისკზე ჭკვიანი ნაკრები არ წავა და ჩვენ ეს უნდა გამოვიყენოთ სიუხეშეც საჭიროა რომ მიხვახვედროთ სწორედ ამ რისკებზე და ამ ყველაფრის გათვალისწინებით ვფიქრობ თურქეთი ჩეხეთის დონის გუნდი იქნება თავისი ტამაშით პორტუგალია და სასწორზე არ დადებს და არ გარისკავს ფეღბურთელების მდგომარეობას ასევე ეცდება არ გადაღალოს ძირიტადი ბირთვი
მოკლედ იმედიმაქვს შანსი გვექნება ჯგუფიდან გასვლის
თუ ასე არ მოხდა არაუშავს ჩვენ ბიჭებს უდიდესი თავდადებისთვის მადლობა და სიამოვნებისთვის მარტო რად ღირს ასეთი დიდი გამოცდილების მიღება
წინ საქართველო
HK
23 ივნისი 2024 13:55
4
ისე ერთი ევროპის ჩემპიონის(საბერძნეთის) დამარცხებით ევროზე გავედით და იქნებ მეორის(პორტუგალიის) დამარცხებით პლეიოფში გავიდეთ.დ
ეეე
23 ივნისი 2024 13:52
2
პირველმა თამაშმა ზუსტად გამოაჩინა ჩვენი სუსტი წერტილები შემადგენლობაში: კვირკველია, წიტაიშვილი, მექვაბიშვილი და ხვიჩას არ მიხმარება დაცვას, შეტევაში პროდუქტულობას რომ თავი დავანებოთ.
რა გააკეთა მწვრთნელმა მეორე თამაშში: შეცვალა მხოლოდ ჩაკვეტაძე და ისიც არა სპორტული, არამედ დისციპლინარული მიზეზით...
თამაშის მსვლელობისას, პოსტ ფაქტუმ დაიწყო შეცდომების გამოსწორება: "სუსტი რგოლების" ნაცვლად გველესიანის, ლოჩოშვილისა და ჩაკვეტაძის შემოყვანით (ხვიჩაც უფრო ეხმარებოდა დაცვას). თუმცა, ასევე დატოვა მექვაბიშვილი და შემოიყვანა ქვილითაია და არა ზივზივაძე, რომელმაც გადამწყვეტ ფაზაში იმაზე მეტი გოლი მოუტანა საქართველოს ნაკრებს, ვიდრე თამაში აქვს ჩატარებული. ასევე დაივიწყა, თუ ვინ გაიტანა ბოლო პენალტი საბერძნეთთან და რომ ის კაცი მექვაბიშვილს ჩაანაცვლებდა!
აზაროვის არწაყვანა და კანკავას არწასვლა კიდევ სხვა თემაა. ზუსტად ამ ორ პოზიციაზე გვიჭირს ყველაზე მეტად, რასაც კიტეიშვილისა და შენგელიას ტრავმები ემატება. და სიგუას ნაცვლად შეეძლო კიდევ იმ "ერთი კაცის" წაყვანა, მაგრამ ეგ მართლაც მისი გადასაწყვეტი იყო... ტაქტიკაზე არ ვსაუბრობ, ეგ ზუსტადაც რომ მწვრთნელის პრეროგატივაა, მაგრამ თუ რომელიმე ფეხბურთელი ობიექტურად ვერ თამაშობს, ის უნდა ჩანაცვლდეს!
გიო
23 ივნისი 2024 13:49
3
სანიოლის ინტერვიუ მოისმინეთ
https://youtu.be/5iea9VsUfbI?si=9IEI5mNuixyYYdac
6 წუთი 40 წამი: აქ გამოცდილების მისაღებად ჩამოვედით. ევროპის ჩემპიონატის მოგება არ შეუძლია საქართველოს ("When you are Georgia, you cannot pretend, that you can win the European championship")
ისეთი მწვრთნელი გვინდა, ვინც მოსაგებად წავა მსოფლიოს ჩემპიონატზეც კი. მწვრთნელი უნდა იყოს საქართველოს პატრიოტი. ახალკაცი ამ ფეხბურთელებით ყველას გადაუვლიდა.
რეალობა
23 ივნისი 2024 13:49
12
ლივერპულს ვერ მოუგებდა თბილისის დინამო, ახალკაცს რომ ეთქვა: "ბიჭებო! აქ გამოცდილების მისაღებად ვართ. ლივერპული უძლიერესი გუნდია ევროპაში. ვერ მოვიგებთ!"
ახალკაცმა მიაჩვია გუნდი დომინირებას და ყველასთან მოსაგებად გაჰყავდა დინამო.
რეალობა
23 ივნისი 2024 15:56
2
აი ეს აზროვნება გვღუპავს. რეალურად უნდა ვისწავლოთ საკუთარი თავის შეფასება. დღეს რომ არ შეგიძლია ევროპის მოგება ეს რეალობაა.
ან შეხედავ რეალობას თვალებში და იმუშავებ თავჩახრილი, რომ ეს რეალობა შეცვალო. ე.ი. გახდე გუნდი, რომელიც როცა იტყვის ევროპის მოგება შემიძლიაო არ დასცინებს დანარჩენი მაოფლიო. ან დარჩები ილუზიებში და იქ სადაც ხარ. ერთა ლიგის, ვარის და კიდევ ათასი დამთხვევის შედეგად გასულ გუნდად.

ეს არის ნაბიჯი წინ. ახლა ვიფიქროთ შემდეგ ნაბიჯებზე. მე რომ ვწყვეტდე ვილის დავტოვებდი დიდ ხანს კიდევ.


და სხვათა შორის, სტადიონზე მისული გულშემატკივრებიდანაც ეკუთვნის დაფასება. იმედია ქომაგები ამას გაითვალისწინებე!
ნუკრი
23 ივნისი 2024 15:35
4
მეგონა უმადურობას აქვს ზღვარი, მაგრამ ამის ნაწარმოდების წამკიტხველი დავრწმუნდი, რომ ეს ზღვარი არ არსებობს. ეს სუფთად რუსული მენტალიტეტია იმ რუსლი ზღაპრიდან, - "ოქროს" თევსის" შესახებ ბაშვობაში, რომ საბჭოელები თავში გვტენდნენ.

ავტორ, ეტყობა ის გატეხილში გირჩევნია ყოფნა რაც გვაქონდა და აი იმას მისტირი და თუ კარგან მოინდომებთ ეგრეც იქნება. მიდით მოშორეთ სანიოლო და მოიყვანეთ თქვენი მწვრთელი, რომელიც მაგალითად ზივზივაძეს დააყენებს მიქაუტაძის ნაცვლად, და ასეთივე მიდგომები ექნება. მერე ერთმანეთშიც რომ ვერ შეთანხმედბოთ დააყარეთ ერთმანეთს.

ყელამდე ვართ თქვენი სიბრძნით, როგორც აქამდე და განაგრძეთ. ისევ იმ გატეხილ ვარცლში ვიქნებით. იმას აგინეთ ვის ხელშიც ასეთიშ ედეგი ჯერ არ ყოფილა.
აბა ჰე
23 ივნისი 2024 13:49
12
Ოქროს თევზი პუშკინის ზღაპარია და მსოფლიო ლიტერატურის შედევრს წარმოადგენს...
დავითი
23 ივნისი 2024 16:24
0
თუ კვარაცხელია ითამაშებს ძირითადში ვერ მოვიგებთ
!!
23 ივნისი 2024 13:45
27
ნაკლებ სავარაუდოა, პორტუგალია მოეშვას და რაიმე დაგვითმოს. კლასის ხარჯზე მაინც უპირატესობა ექნება. თუმცა...იმედი ბოლოს კვდება. ჩემი აზრით, ჩვენმა ბიჭებმა პროგრამა მინიმუმი უკვე შეასრულეს. მთავარი უარყოფითი ამ ორ თამაშში რაც გამოჩნდა, მეტოქეებმა 50(!) დარტყმა შეასრულეს ჩვენი კარისკენ. ჩამოვრჩებოდით ფიზიკურ მომზადებაში, მობილურობაში. მძიმე დაცვა გვყავს. საყრდენ ზონაში მარტო ქოჩორაშვილის კარგი თამაში არაა საკმარისი. კიტეიშვილი დაგვაკლდა. მიუხედავად ყველაფრისა, რომ გაგვმართლებოდა, ახლა ოთხი ქულა გვექნებოდა. მთავარი ისაა, რომ მამარდაშვილს, ქოჩორაშვილს, მიქაუტაძეს ალბათ უკეთეს გუნდებში ვიხილავთ. რაც შეიძლება მეტი ფეხბურთელი გვჭირდება მაღალი დონის გუნდებში და ჩემპიონატებში. არ დაგვავიწყდეს კვარაცხელია. მას ნებისმიერ მომენტში შეუძლია თავისი კლასი აჩვენოს...
მერაბი-1960
23 ივნისი 2024 13:41
3
26 ივნისს უნდა დავამტკიცოთ: კოლხური სისხლით გაკეთილშობილებული აღმოსავლეთის იბერიელები, ანუ ქართველები - დასავლეთის იბერიელებზე, ანუ პორტუგალიელებზე მაგრები ვართ. შედეგ კი დასავლეთის მეორე იბერიელებს - ესპანელებს მივხედავთ!
P.S. არ გამიჯავრდეთ: - ოცნებას კაცი არ მოუკლავს!
ვაჟა მასწავლებელი
23 ივნისი 2024 13:38
6
სიმენონს მინდა ვკითხო.რომელ პალატაში წევხარ?
555
23 ივნისი 2024 19:26
0
კოლხები მეგრელები არ იყვნენ, ესაა ყველაზე დიდი თანამედროვე ზღაპარი, რომელიც აქტიურად დამკვიდრდა რატომღაც საზოგადოებაში, კოლხებს ჰქონდათ G2a ჰაფლოჯგუფი, რომელიც მეგრელებში და მითუმეტეს ლაზებში არაა დომინანტი, G2a ჰაფლოჯგუფს ატარებენ სვანური და დვალური ტომები და ეტრუსკთა შთამომავლები აპენინებზე.
სიმენონი
23 ივნისი 2024 17:44
1
ყველა გამოხმაურება
Კარგი სტატიაა, თამაში რომ უნდა გააძლიერო და ლოჩოშვილი და ალთუნაშვილი გამოგყავს (პატვისცემა ბიჭებს) და ბუდუს და საბას სკამზე ტოვებ მაგას ნარდის ნაკრების მწვრთნელი არ იზამდა.
Ვისტი
23 ივნისი 2024 13:34
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული