ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში პორტუგალიამ თურქეთი 3:0 დაამარცხა, პირველი ადგილი გაინაღდა და 26 მაისს საქართველოს ნაკრებთან მატჩს ლუზიტანთა გუნდისთვის არავითარი პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს. მათმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა RTP 3-თან განაცხადა, რომ "ჯვაროსნებთან" როტაციას მიმართავს:
"თამაში გავაუმჯობესეთ, რაც კარგია. შედეგი კარგია, მაგრამ კიდევ უფრო გაუმჯობესება შეგვიძლია. გუნდში შესანიშნავი განწყობაა და ეიფორია არ სუფევს. ვფიქრომ, მეტ ფეხბურთელებს უნდა მივცეთ თავის გამოჩენის საშუალება. მოსამზადებელ ეტაპზე ყველამ დაამტკიცა, რომ ბრძოლისათვის მზად არიან და კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად მათი დრო დადგა.
ეს არ იქნება
რევოლუცია. არ მიყვარს ეს სიტყვა. არიან ფეხბურთელები, რომლებიც სასტარტოში დაყენებას იმსახურებენ. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ სრულყოფას. ჩეხეთთან სხვადასხვა სიტუაციების გამო გაგვიჭირდა, თურქეთთან კი უკეთესად გავისარჯეთ".