"საქართველოსთან როტაციით" - პორტუგალიელთა მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში პორტუგალიამ თურქეთი 3:0 დაამარცხა, პირველი ადგილი გაინაღდა და 26 მაისს საქართველოს ნაკრებთან მატჩს ლუზიტანთა გუნდისთვის არავითარი პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს. მათმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა RTP 3-თან განაცხადა, რომ "ჯვაროსნებთან" როტაციას მიმართავს:

"თამაში გავაუმჯობესეთ, რაც კარგია. შედეგი კარგია, მაგრამ კიდევ უფრო გაუმჯობესება შეგვიძლია. გუნდში შესანიშნავი განწყობაა და ეიფორია არ სუფევს. ვფიქრომ, მეტ ფეხბურთელებს უნდა მივცეთ თავის გამოჩენის საშუალება. მოსამზადებელ ეტაპზე ყველამ დაამტკიცა, რომ ბრძოლისათვის მზად არიან და კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად მათი დრო დადგა.

ეს არ იქნება
რევოლუცია. არ მიყვარს ეს სიტყვა. არიან ფეხბურთელები, რომლებიც სასტარტოში დაყენებას იმსახურებენ. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ სრულყოფას. ჩეხეთთან სხვადასხვა სიტუაციების გამო გაგვიჭირდა, თურქეთთან კი უკეთესად გავისარჯეთ".

მკითხველის კომენტარები / 18 /
სანიოლს როცა ვაკრიტიკებ ხალხი მეუბნება სანიოლმა გაიყვანაო . შესარჩევის ჯგუფიდან რომ გასულიყო სანიიოლი გავჩუმდებოდი მაგრამ უეფამ ყველაფერი გააკეთა რომ გავსულიყავით და ბიჭებმაც თავები არ დაზოგეს და დარწმუნებული ვარ სანიოლის ნაცვლად ნებისმიერი მწვრთნელი გაიყვანდა ბიჭების ამ შემართებით . არანაირი შემადგენლობის უნარი არ აქვს უთამაშებელ და ვირუსიან კვირკველიას ბეჭი რომ მიარტყა ჩეხმა ბრძოლაში სამ ოთხ მეტრაში მოისროლა აღარც ძალა აქვს და აღარც სისწრაფე არის სკამზე გველესიანი რომელიც კედელივით დადგებოდა მითუმეტეს მაღალიც არის . მერე კიდე ორ მეტრიან ჩეხებთან მეტრანახევრიანი მექვაბიშვილი დააყენა რომელსაც არაფერი უვარგა არც დარტყმა არც ართმევა არც ტექნიკა . აღარ განვაგრძობ თორე დილამდე მომიწევს აქ წერა
ტოტტი
23 ივნისი 2024 21:00
9
ბუდუს რომ არ ათამაშებ, მექვაბიშვილს და ქვილითაიას გამოიყვან ვინმეს სანიოლისა და ხიზანას ,,პროფესიონალიზმში,, კიდევ ეჭვი გეპარებათ? ნეპოტიზმი პირველია ფედერაციაში,რაც გუნდზეც უარყოფითად აისახება
სვანსკი
24 ივნისი 2024 09:33
5
გველესიანი ბევრად ჯობს ზანტ კვირკველიას
ტოტტი
23 ივნისი 2024 23:47
1
ყველა გამოხმაურება
პორტუგალია მეორე შემადგენლობას გამოიყვანს 26შიო,ისე ამბობენ თითქოს რუმინეთის ნაკრების ზამენები ეჯდეთ სკამზე.ისეთი შემადგენლობა ყავთ რომ ზამენის 11კაცითაც გავა პორტუგალია 1/8 ფინალში,თან ყველა მოტივირებული იქნება რომ დაუმტკიცონ მწვრთნელს, რომ ეკუთვნით ძირითადში თამაში.რაც არ უნდა იყოს იმედი ბოლოს კვდებაო,წარმატებები ჩვენს ლომებს!
მეზღვაური
23 ივნისი 2024 20:47
3
მხოლოდ სამი ქულა პორტუგალიასთან! მხოლოდ გამარჯვება! ღმერთი ჩვენსკენ!
ქუთაისი
23 ივნისი 2024 19:54
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული