"საქართველოსთან როტაციით" - პორტუგალიელთა მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში პორტუგალიამ თურქეთი 3:0 დაამარცხა, პირველი ადგილი გაინაღდა და 26 მაისს საქართველოს ნაკრებთან მატჩს ლუზიტანთა გუნდისთვის არავითარი პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს. მათმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა RTP 3-თან განაცხადა, რომ "ჯვაროსნებთან" როტაციას მიმართავს:

"თამაში გავაუმჯობესეთ, რაც კარგია. შედეგი კარგია, მაგრამ კიდევ უფრო გაუმჯობესება შეგვიძლია. გუნდში შესანიშნავი განწყობაა და ეიფორია არ სუფევს. ვფიქრომ, მეტ ფეხბურთელებს უნდა მივცეთ თავის გამოჩენის საშუალება. მოსამზადებელ ეტაპზე ყველამ დაამტკიცა, რომ ბრძოლისათვის მზად არიან და კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად მათი დრო დადგა.

ეს არ იქნება
რევოლუცია. არ მიყვარს ეს სიტყვა. არიან ფეხბურთელები, რომლებიც სასტარტოში დაყენებას იმსახურებენ. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ სრულყოფას. ჩეხეთთან სხვადასხვა სიტუაციების გამო გაგვიჭირდა, თურქეთთან კი უკეთესად გავისარჯეთ".

მკითხველის კომენტარები / 18 /
ძალიან მაგარი ბიჭები გვყავს , დიდი მადლობა თითოეულ მათთაგანს ნაკრების სრულ სამწვრთნელო შტაბს, დარწმუნებულივარ მოვიგებთ პორტუგალიასთან დიდიება საქართველოს.გამარჯვება ჩვენ ჯვაროსნებს .
სამსონი
02:51 25-06-2024
0
ჩემი აზრით შანსი ნამდვილად გვაქვს. როცა იმაზეა საუბარი პორტუგალიის მეორე შემადგენლობა ძალიან მოტივირებული იქნება ეს ჩვენთვის სასიკეთოდ უნდა გამოვიყენოთ. ასეთი მოტივირებული ფეხბურთელები ხშირად ეგოისტურად მოიქცევიან და საკუთარ თავზე ეცდებიან კონკრეტულ სიტოაციებში თამაშის აღებას თავის გამოჩენის მიზნით. რაც ხშირ შემთხვევაში არასწორი გადაწყვეტილებებით დასრულდება. ჩვენმა ბიჭებმა რაც შეიძლება უნდა შეამცირონ მსგავსი სიტოაციები ჩვენი შეტევის დროს. უნდა გავიდნენ და ითამაშონ ფეხბურთი ყოველგვარი დაძაბვის და შედეგების გათვლის გარეშე. მჯერა დადებით შედეგს მივაღწევთ. ოღონდ მართლა მჯერა. დიდება საქართველოს.
აკო
13:33 24-06-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული