ძაკანიმ იტალია პლეი-ოფში გაიყვანა - ესპანეთმა დუბლებით ალბანეთს სძლია

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატზე B ჯგუფში ბოლო, მესამე ტური გაიმართა.

იტალიამ ხორვატიასთან ფრეს მიაღწია - 1:1. მთავარი მოვლენები მეორე ტაიმში მოხდა: 54-ე წუთზე მოდრიჩის დარტყმული პენალტი დონარუმამ მოიგერია, თუმცა ლუკამ ერთი წუთის შემდეგ მაინც დააწინაურა თავისი გუნდი. აქედან მოყოლებული, „სკუადრა აძურა“ შტურმზე გადავიდა და ბოლო წამებზე ანგარიში ძაკანიმ გაათანაბრა.

ესპანეთმა მეორე შემადგენლობით 1:0 მოუგო ალბანეთს.

პირველ ადგილზე 9 ქულით ესპანეთი გავიდა, 4 ქულით მეორეზე იტალიაა, 2 ქულით მესამეზე - ხორვატია, 1 ქულით კი მეოთხეზე - ალბანეთი.

-decoration: underline;">ლაიფციგი. „ლაიფციგ სტადიუმი“. 38 322 მაყურებელი
ხორვატია - იტალია 1:1
გოლები: 1:0 მოდრიჩი (55), 1:1 ძაკანი (90+8)
გამოუყენებელი პენალტი: მოდრიჩი (54)

დიუსელდორფი. „დიუსელდორფ არენა“. 46 586 მაყურებელი
ალბანეთი - ესპანეთი 0:1
გოლი: ფერან ტორესი (13)

. 38 წლის მოდრიჩი ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ევროპირველობებზე გოლი გაიტანა.
. წინა შეხვედრასთან შედარებით, ესპანელთა სასტარტო შემადგენლობა 10 ფეხბურთელით შეიცვალა - ძირითადში მხოლოდ ემერიკ ლიაპორტი დატოვეს.
. 38 წლის ხესუს ნავასი ყველაზე ასაკოვანი ესპანელი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატებზე ითამაშა.


მკითხველის კომენტარები / 26 /
ინგლისის იმედი ნაკლებად მაქვს. კი ჰყავს კარგი შემადგენლობა, მაგრამ მწვრთნელი - გამო...ბული
gega
25 ივნისი 2024 01:41
3
მსაჯმა თამაშის ბოლოს ზუსტად იმდენი წუთი დაუმატა რამდენიც იტალიას სჭირდებოდა :)
გიუშა
25 ივნისი 2024 01:19
17
გიუშა მართალია!! (აგერ კიდევ - !!!!!!)
მსაჯმა იტალიელებს ჰკითხა - რამდენი წუთი გეყოფათ გოლის გასატანადო?
იმათმა- 7-8 წუთიო.
ჰოდა, დაამატა ოლიგარქის გავლენის ქვეშ მყოფმა რეფერიმ 8 წუთი და გააგდო ხორვატია. :)
ფორინერი
25 ივნისი 2024 11:40
0
ჰო საქარველოზე ფიქრობდა რომ ხორვატიას ვერ მოეგო, აღარ დამთავრდა საქართველოში ეს შეთქმულების თეორიებით აზროვნება.
ზაკო
25 ივნისი 2024 01:53
2
დანიის და ინგლისის სამი ბურთი მოგება გვჭირდება ანუ ?
რაბუ
25 ივნისი 2024 01:09
2
აფსუს წუხანდელი ფრე რამხელა შანსს გვაძლევდა, ფრეს შემთხვევაში უნგრელებსაც უკან ვიტოვებდით და ხორვატებსაც,მაგრამ არაუშავს მოვიგებთ და გავალთ, ალბანეთს რომ ვუყურე უმოტივაციო ესპანეთთან როგორ ითამაშეს და რა ჯიგრით, ეს რწმენა უფრო მომემატა, დარწმუნებული ვარ ბიჭები ბოლომდე შეაკვდებიან დასავლეთ ევროპის ბოშათა ბანაკს და შედეგსაც დადებენ.
ზაკო
25 ივნისი 2024 01:50
6
ე.ი. ხორვატია გავიდა მესამეზე -3 ბურთით სლოვენიამ თუ წააგო ორი ბურთით ინგლისთან და დანიამ არ წააგო პორტუგალიასთან ფრითაც გავდივართ ფლეიოფში
ტოტტი
25 ივნისი 2024 01:06
5
ასევე თურქეთმა უნდა მოუგოს ჩეხეთს.
ტოტტი-ს
25 ივნისი 2024 09:55
1
უფრო გასაგებად დაწერე რა გვაწყობს
toti
25 ივნისი 2024 01:22
2
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული