ძაკანიმ იტალია პლეი-ოფში გაიყვანა - ესპანეთმა დუბლებით ალბანეთს სძლია

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატზე B ჯგუფში ბოლო, მესამე ტური გაიმართა.

იტალიამ ხორვატიასთან ფრეს მიაღწია - 1:1. მთავარი მოვლენები მეორე ტაიმში მოხდა: 54-ე წუთზე მოდრიჩის დარტყმული პენალტი დონარუმამ მოიგერია, თუმცა ლუკამ ერთი წუთის შემდეგ მაინც დააწინაურა თავისი გუნდი. აქედან მოყოლებული, „სკუადრა აძურა“ შტურმზე გადავიდა და ბოლო წამებზე ანგარიში ძაკანიმ გაათანაბრა.

ესპანეთმა მეორე შემადგენლობით 1:0 მოუგო ალბანეთს.

პირველ ადგილზე 9 ქულით ესპანეთი გავიდა, 4 ქულით მეორეზე იტალიაა, 2 ქულით მესამეზე - ხორვატია, 1 ქულით კი მეოთხეზე - ალბანეთი.

-decoration: underline;">ლაიფციგი. „ლაიფციგ სტადიუმი“. 38 322 მაყურებელი
ხორვატია - იტალია 1:1
გოლები: 1:0 მოდრიჩი (55), 1:1 ძაკანი (90+8)
გამოუყენებელი პენალტი: მოდრიჩი (54)

დიუსელდორფი. „დიუსელდორფ არენა“. 46 586 მაყურებელი
ალბანეთი - ესპანეთი 0:1
გოლი: ფერან ტორესი (13)

. 38 წლის მოდრიჩი ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ევროპირველობებზე გოლი გაიტანა.
. წინა შეხვედრასთან შედარებით, ესპანელთა სასტარტო შემადგენლობა 10 ფეხბურთელით შეიცვალა - ძირითადში მხოლოდ ემერიკ ლიაპორტი დატოვეს.
. 38 წლის ხესუს ნავასი ყველაზე ასაკოვანი ესპანელი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატებზე ითამაშა.


მკითხველის კომენტარები / 26 /
ეს რა გაუკვირდა ზოგიერთებს,დიდი ამბავი მსაჯმა ბოლოს თუ იტალიას ზედმეტი წუთებით წაეხმარა,კორუფცია ყვავის,უეფა შიც და მის გარეთ კორუფციისთვის ხალხს პანტა პუნტით იჭერენ პლატინით დაწყებული იმ ბერძენი ევროპარლამენტის თავჯდომარის(გვარი აღარ მახსოვს)დამთავრებით სახლში ჩემოდნებით ევროები რომ უპოვეს ოჯახიანად გაუშვეს ვირის აბანოში!
RAI UNO
25 ივნისი 2024 19:17
1
ხა ხა ხა ვგრძნობდი რომ ბოლო წამზე გაუტანდნენ!-მაფია ბესმერტნა :)
ზუსტია
25 ივნისი 2024 18:32
1
შეთქმულების თეორიებით აზროვნება კი არა, საერთოდ აზროვნების უნარი გვაქვს დაკარგული, თანაც სამუდამოდ !
დ.დ.
25 ივნისი 2024 11:51
0
აი ზუსტად ესე უნდა დასრულებულიყო ჩვენი მატჩი ჩეხებთან, როგორც იტალიამ დაასრულა ბოლო წამებზე...მითუმეტეს საბა უფრო უკეთეს პოზიციაზე იყო.
ზუსტად ეგ კლასი გვაკლია ჯერ, იმისთვის რომ ესეთი შანსები გამოვიყენოთ!
ბესო
25 ივნისი 2024 11:50
0
ხვალ პორტუგალიას ვუგებთ 2:0 -ს, ჩეხები თურქებს 1:0 -ს და მეორე ადგილიდან გავდივართ. მერე პორტუგალიას ვხვდებით ფინალში და ვაგებთ 3:0 -ს
..... :( ზღაპარია, მაგრამ ხომ კაი ზღაპარია?
ჰანს-კრისტიან ანდერსენი
25 ივნისი 2024 10:52
1
Თუ ზღაპარია, ბარემ ფინალშიც მოაგებინე საქართველოს! Ეს რა ცუდი ბავშვობა გონია.
Ჰანს
25 ივნისი 2024 15:02
0
რატომ ვაგებთ 3:0-ს? ვიგებთ 2:1-ს
ძმა გრიმი
25 ივნისი 2024 12:20
0
Gvacyobs imi. Fre.amis cageba da imis mogeba
Lasha
25 ივნისი 2024 10:37
0
რა და ინგლისმა უნდა მოუგოს სლოვენიას მინიმუმ ორი ბურთით დანიამ არ უნდა წააგოს და ამ შემთხვევაში ფრით გავდივართ ფლეიოფში
ტოტტი
25 ივნისი 2024 08:59
4
ფრით გავალთ, თუ თურქეთი მოუგებს ჩეხებს. სხვა ვარიანტში მეოთხეზე ვართ ჯგუფში.
alexandre
25 ივნისი 2024 12:54
1
მართალი ხართ დანიამაც უნდა მოიგოს და ინგლისმაც ინგლისმა +2 ბურთით
ტოტტი
25 ივნისი 2024 12:16
0
ყველა გამოხმაურება
რას გვხატავდა საბას გოლი, ფაქტიურად გასულები ვიყავით
მამუკა
25 ივნისი 2024 04:09
3
იტალია არ ვარგა საერთოდ, მაგრამ სპალეტის ვბალეშჩიკობ პირადად
გიო
25 ივნისი 2024 02:49
8
ყველაფერთან ერთად ჩეხეთის უეჭველი წაგება და ჩვენი ფრე მინიმუმ, გვეცოდინება თამაშისბწინ ზუსტად რა გვაწყობს
სხვა
25 ივნისი 2024 01:44
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული