პორტუგალიას შეუძლია, ესპანეთის მსგავსად, ჯგუფური ეტაპი 9 ქულით დაასრულოს და ეს ახლა მათი მთავარი მოტივაციაა. პორტუგალიელებმა თურქებს იმ "სიგნალ იდუნა პარკზე" მოუგეს, სადაც საქართველოს ნაკრები დასანანად დამარცხდა. გულშემატკივრები მინდორზე კრიშტიანო რონალდოსთან ფოტოს გადასაღებად შეიჭრნენ.
ვილი სანიოლის გუნდმა ისტორიული ქულა მოიპოვა და ახლა უფრო მეტი სურს. გიორგი მიქაუტაძემ ორივე შეხვედრაში გაიტანა და ის მხოლოდ მეექვსე ფეხბურთელია, რომელიც თავისი ქვეყნის საწყისი ორი
ოთხშაბათის შეხვედრა სამთო ქალაქ გელზერკირხენში ამ გუნდებს შორის მხოლოდ მეორეა. იყო ამხანაგური მატჩი (2:0 პორტუგალიელთა სასარგებლოდ) 2008 წელს.
"მილანის" ვარსკვლავმა რაფაელ ლეაომ სიმულაციის გამო ორი გაფრთხილება მიიღო და მესამე ტურს ტოვებს. მის ადგილას მარცხენა ფლანგზე "ვულვზელ" პედრო ნეტოს ველით. ყველაზე დიდი ინტერესი ისაა, ითამაშებს თუ არა რონალდო და შედგება თუ არა "შვიდიანების", კრიშტიანოსა და "კვარას" დაპირისპირება. შესაძლოა, ფორვარდის პოზიციაზე არც ის ვიხილოთ და არც გონსალო რამოში და ეს ადგილი 21 წლის ფრანცისკო კონსეისაომ ("პორტუ") დაიკავოს. მიუხედავად იმისა, ჯერ შედეგიანი მოქმედება არ აქვს, კვარაცხელია გუნდის მთავარი ვარსკვლავია, რომელიც ისტორიული მომენტის შექმნას ეცდება.
კვირკველია, კაშია, გველესიანი, მექვაბიშვილი, ქოჩორაშვილი - ეს ის ფეხბურთელები არიან, რომელთაც კიდევ ერთი გაფრთხილების შემთხვევაში, მერვედფინალის გამოტოვება ემუქრებათ.
სანიოლის გუნდის მთავარი შანსები იქნებ კონტრშეტევებშია, თუმცა პორტუგალიელებისთვის ინიციატივების მთლიანად დათმობა სახიფათოა.
გამარჯვება, საქართველო!
კიტეიშვილმა ივარჯიშა და სასტარტოში ველით...
სავარაუდო შემადგენლობები
საქართველო (3-4-1-2): მამარდაშვილი - გველესიანი, კაშია, დვალი - კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, შენგელია - ჩაკვეტაძე - კვარაცხელია, ზივზივაძე;
პორტუგალია (4-5-1): კოსტა - სემედო, ა. სილვა, დიაში, კანსელუ - ნევეში, პალინია, ბ. სილვა, ნ. ფერნანდეში, ფელიქსი - რონალდო
მსაჯი: შარერი (შვეიცარია)
ღვთისავარ ანთაძე - ვუპერტალი - გელზენკირხენი
sportall.ge მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მხარდაჭერისთვის.
რა თქმა უნდა სემადგენლობაზე კითხვა სწორი იყო,მაგრამ სანიოლის პასუხის მერე,თითქმის ვერც ერთი ვერ მიხვდებოდა პოლიტიკა რა შუაშია.
მაგარი ტეხავს.
კიდე სანიოლს მიადგნენ,შეურაცყოფა მოგვაყენაო.
ტიპს ისე შეუდო მთელმა ნაც სამყარომ თავის ტელევიზიებით რომ კიდე კარგად გიპასუხად.
აბა მის ადგილზე წარმოიდგინეთ თავი ფეხბურთის დოცენტებო.
5ქვენზე რომ თაქვას ვინმემ რასაც გეუბნებიან იმას აკეთებ და გადაწყვეტილებას შენ არ იღებო?
მაქსიმუმი დადეთ დღეს მოედანზე ბიჭებო, უშიშრად ითამაშეთ, თუნდაც ვერ მოიგოთ, თავდადება დაგიფასდებათ.
კვარაცხელია სკამზე დასვი და ბუდუ ათამაშეო და რომელი ერთი სისულელე კიდე...
კვარაცხელიას სექტის წევრი არ ვარ, მაგრამ სულ რომ ფორმაში არ იტოს და არც ეხლა არი,მისი მინდორზე ყოფნა კითხეთ აბა ბიჭებს რამხელა იმედია მათთვის?
იცით ფეხბურთის უვიცებო რატომ?
იმიტომ რომ მაგ დონის ფეხბურთელი არც ერთი არაა ნაკრებში.
ნუ რა თქმა უნდა მამარდაშვილს არ ვგულისხმობ მხოლოდ!!!
ძაან ძნელია როცა რეალობას ვერ ან არ აღიქვამ და უეცრად მის პირისპირ აღმოჩნდები.
ისე ადრე იყო,2014 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე,რომელიც სოჭში იმართებოდა. ნაცები ითხოვდნენ ბოიკოტს და ასე აპრავებდნენ,მაინც ვერაფერს მივაღწევთ და ოკუპანთთან მაინც არ გავუშვებთ ნაკრებსო. თითქოს ოკუპანტებს მე მივყიდე სტრატეგიული ობიექტები და რუსის ვანიას მე დავუწესე უვიზო რეჟიმი. ასეთი ხალხი ლანძღავს სანიოლის და ფედერაციას,ხოდა რა უნდა უშველო ამ ემოცირად აშლილ ცალფაზიან იდიოტებს? ამათი საშველი არ არის,გაიყვანეთ და რიონს გაატანეთ,ევროპა ხო უნდათ და ჩაიტანთ შავი ზღვის გავლით გიბრალტარის სრუტემდე.