მატჩის დღე! საქართველო VS პორტუგალია - კვარაცხელია VS რონალდო

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტი მატჩისთვის ემზადება და პორტუგალიელებს გელზენკირხენში, "ფელტინს არენაზე", დღეს, 26 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე შეხვდება.

პორტუგალიას შეუძლია, ესპანეთის მსგავსად, ჯგუფური ეტაპი 9 ქულით დაასრულოს და ეს ახლა მათი მთავარი მოტივაციაა. პორტუგალიელებმა თურქებს იმ "სიგნალ იდუნა პარკზე" მოუგეს, სადაც საქართველოს ნაკრები დასანანად დამარცხდა. გულშემატკივრები მინდორზე კრიშტიანო რონალდოსთან ფოტოს გადასაღებად შეიჭრნენ.

ვილი სანიოლის გუნდმა ისტორიული ქულა მოიპოვა და ახლა უფრო მეტი სურს. გიორგი მიქაუტაძემ ორივე შეხვედრაში გაიტანა და ის მხოლოდ მეექვსე ფეხბურთელია, რომელიც თავისი ქვეყნის საწყისი ორი
გოლის ავტორი გახდა დიდ ტურნირზე. ბოლოს ასეთი ანდრეი შევჩენკო იყო - 2012 წელს.

ოთხშაბათის შეხვედრა სამთო ქალაქ გელზერკირხენში ამ გუნდებს შორის მხოლოდ მეორეა. იყო ამხანაგური მატჩი (2:0 პორტუგალიელთა სასარგებლოდ) 2008 წელს.

"მილანის" ვარსკვლავმა რაფაელ ლეაომ სიმულაციის გამო ორი გაფრთხილება მიიღო და მესამე ტურს ტოვებს. მის ადგილას მარცხენა ფლანგზე "ვულვზელ" პედრო ნეტოს ველით. ყველაზე დიდი ინტერესი ისაა, ითამაშებს თუ არა რონალდო და შედგება თუ არა "შვიდიანების", კრიშტიანოსა და "კვარას" დაპირისპირება. შესაძლოა, ფორვარდის პოზიციაზე არც ის ვიხილოთ და არც გონსალო რამოში და ეს ადგილი 21 წლის ფრანცისკო კონსეისაომ ("პორტუ") დაიკავოს. მიუხედავად იმისა, ჯერ შედეგიანი მოქმედება არ აქვს, კვარაცხელია გუნდის მთავარი ვარსკვლავია, რომელიც ისტორიული მომენტის შექმნას ეცდება.

კვირკველია, კაშია, გველესიანი, მექვაბიშვილი, ქოჩორაშვილი - ეს ის ფეხბურთელები არიან, რომელთაც კიდევ ერთი გაფრთხილების შემთხვევაში, მერვედფინალის გამოტოვება ემუქრებათ.

სანიოლის გუნდის მთავარი შანსები იქნებ კონტრშეტევებშია, თუმცა პორტუგალიელებისთვის ინიციატივების მთლიანად დათმობა სახიფათოა.

გამარჯვება, საქართველო!

Sportall.Ge

კიტეიშვილმა ივარჯიშა და სასტარტოში ველით...


სავარაუდო შემადგენლობები

საქართველო (3-4-1-2): მამარდაშვილი - გველესიანი, კაშია, დვალი - კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, შენგელია - ჩაკვეტაძე - კვარაცხელია, ზივზივაძე;

პორტუგალია (4-5-1): კოსტა - სემედო, ა. სილვა, დიაში, კანსელუ - ნევეში, პალინია, ბ. სილვა, ნ. ფერნანდეში, ფელიქსი - რონალდო

მსაჯი: შარერი (შვეიცარია)

Sportall.Ge

ღვთისავარ ანთაძე - ვუპერტალი - გელზენკირხენი

sportall.ge მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მხარდაჭერისთვის.

მკითხველის კომენტარები / 86 /
თანაბარი ქულების შემთხვევაში ერთ ჯგუფში ადგილებს ურთიერთშეხვედრა წყვეტს ხო და არა ბურთები? ანუ დაუშვათ მოვუგეთ პორტუგალიას, მეორე ადგილზე გასვლის შანსი გვაქვს თუ ასეთ დროს ნებისმიერ ვარიანტში მესამეზე გავალთ და ესპანეთთან მოგვიწევს? იმაზე არ მაქვს ლაპარაკი ჩეხეთმა მოუგოს თურქეთს ერთი ბურთით და ჩვენ პორტუგალიას მეტი ბურთით.
საქართველო
26 ივნისი 2024 10:42
0
ისტორიაში არ გვყავს თავდასხმელი რომელმაც ტოპ ხუთში ითამაშა საერთოდ და მითუმეტეს გაეტანოს 11 გოლი ნახევარ სეზონში . ანუუ ფორმაში მყოფი დასვა ამ დროს მიქავთაძე .ერთადერთი შენიშვნა შეიძლება იყოს რომ შეშვება შეცვლაზე მოხდე 20 25 წუთით ადრე და არა 10 ით ან 5 ით მაგრამ ესეც დაძაბული გარემოს ბრალია დაგვიანება ზოგადი გარემო ემოციების რაც პირველად ხდება . სანოლი ზიდანს არ ესაუბრებოდა წლები მსოფლიოს მერე მისო საქციელის გამო და არამგონია მორალი ვინმემ წაუკითხოს ადამიანობაზე ქცევებზე .ადამიანმა რომელმაც მსოფლიო ფინალი ითამაშა და ბურთს ღეჭავდა უმაღლეს დონეზე ისე ფლობდა მახსოვს
დავითი
26 ივნისი 2024 10:42
3
3ით 0ს რომ მოვუგებთ პორტუგალიას მერე ხვიჩა რომ დუბლს შეუგდებს, მერე დაეშვებიან მიწაზე. ძალიან აბლატავდნენ ეს პორტუგალიელები
დათვი
26 ივნისი 2024 11:40
0
მოაშორეთ ეს ბლუყუნა მიქაუტაძე, გაუმარჯოს საღად მოაზროვნე ნამდვილ პატრიოტს ბუდუ ზივზივაძეს! მე პირადად წაგებული ბუდუ მირჩევნია მოგებულ მიქაუტაძეს
ნინელი დეიდა
26 ივნისი 2024 10:10
48
:))შენ რა გირჩევნია კი ვიცი მე:))
გურულო
26 ივნისი 2024 11:24
0
ქალბატონო ნინელი, სამზარეულოში კარტოფილი არ დაგეწვას
Givi
26 ივნისი 2024 10:57
2
ყველა გამოხმაურება
რა ბუდუ? მიქაუტაძე 100 თავით ჯობია ბუდუს. თქვენ ხომ არ გააფრინეთ? ყველაზე წარმატებული ფეხბურთელი სკამზე?
მერაბ. მაღლაკელიძე
26 ივნისი 2024 02:23
8
დაყენდი რაა, იქნება თქვა ქვილითაიაც სჯობიაო? თურქები რომ მოგვაწვნენ პირველ წუთებზე და მამარდაშვილი ზედიზედ იძულებული იყო წინ მოეგერიებინა ბურთი, იქ ჟორჟი მაგ დროს მაგრად რომ იჩაგრებოდა და ვერ იბრძოდა ბურთისათვის არ გაქვს ნაყურები? აი მაგ დროს იყო ბუდუ საჭირო, ან თუნდაც ქვილითაია. ჩეხებთანაც იყო მსგავსი მომენტები, მაგრამ გაბნეულად მთელ თამაშში. ხოლო თურქებთან აშკარად გამოჩნდა პირველ წუთებზე. ჟორჟი დრიბლინგში უკეთესია, მარა არც ბუდუა ჯაბანი და დაამტკიცა არაერთხელ. დამაგვირგვინებელ ფაზაში კი ოროვე კარგია. მოკლედ სხვადასხვა სტილია და ორივე მაგრად გვჭირდება
Bs
26 ივნისი 2024 09:50
10
ეს წვერი რა არის ყველა ფეხბურთელს რომ აქვს, შეხედავ სხვა ნაკრების ფეხბურთელებს და თითქმის არცერთს არ აქვს წვერი მოშვებული, ეს რამე ახალი ტრენდია თუ რა არის ვერ გავიგე. წარმატებები პორტუგალიასთან ბიჭებო!
გია
25 ივნისი 2024 23:07
5
ამაᲗ კიდე ხო, მაგრამ აი წყალბურᲗელები, გაწუწული ᲦინᲦლებიᲗ მარᲗლა მაზალოა,
გიას
26 ივნისი 2024 12:52
0
ჩვენს ნაკრებს ჭირს გოლების ყაბზობა!!გუშინ როგორ შეასრულა იტალიამ ბოლო წუთზე ეგეთი დარტყმები ვარჯიშის გარეშე არ მოდის ,კარში დარტყმა არ იციან და გოლი თავისთავად ვერ გავა
გიო
25 ივნისი 2024 15:25
9
შურმა არ დაგახრჩოთ! დონე რას ნიშნავს? პრევიუში რუსი დანახვა გინდა. დიდი შანსია სხვა საიტის ჭურნალისტი, რომელიც აქ ვერ მოხვდა, ბოღმას ანთხევდეს. ან იქ მოხვდა მაგრამ მის სტატიებს სამასოცი ნახვა აქვს.

ხალხო, ობიექტური და საინტერესო კომენტარები წერეთ, რა ავტორი, რა ხვიჩა როარ იყოსის ჯობია, სადა ბანაობთ
"სტატიის ავტორს"
25 ივნისი 2024 15:21
7
მოდი დაველოდოთ შემადგენლობის გამოცხადებას ხვალ და მერე შევადასოთ ამ სტატიის კვალიფიციურობა. საერთოდ აზრზე არ არის ამის ავტორი რა ხდება ნაკრებში. ასევე შენ რა სხვა საიტის ჟურნალისტი რეებს ბოდავ?!!!
სტატიის ავტორს
25 ივნისი 2024 20:19
0
ბიჯო, რაის ვულვზის მოთამაშე, რის პორტუ და გიმარაეში? ჩათვალეთ რომ სკოლის მოსწავლეებს ეთამაშებით, რომელთაც არც შეთამაშება აქვთ და არც გამოცდილება. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, დიდი ანგარიშით შეგვიძლია რომ მოვუგოთ, თუ რა თქმა უნდა პრაქტიკანტი სანიოლი რამე სისულელეს არ მოიგონებს და ცენტრს არ ჩააბარებს როგორც ყოველთვის. წესით მაგათ მარტო ხვიჩაც შეჭამს, მით უმეტეს იქნება კიტე, ჩაკვე, ჟორჟი, (ამდენი ვარსკვლავები) რა ვიცი, ყველა ხომ არ ჩამოვთვალო. შეუბერეთ ბიჭებო პირველ ნომრად. ხვიჩამ შეიძლება ვინმე უცებ გააწითლოს კიდეც. გინდა რონალდოც გამოუშვან, რა გვაქვს დასაკარგი? გავუშვებთ ერთს, გავუტანოთ 3! მე დარწმუნებული ვარ რომ მაგრად დავჩაგრავთ! მენახეთ სულ მალე მერვედფინალში! მთავარია არ მოეშვათ და არ დაიბნეთ!
გადავუვლით!!!
25 ივნისი 2024 15:02
11
დდდ-ს 200% ხარ:))) სპორტალზე ვარ, თუ ფსიქიატრიულში ვერ გავიგე:))
გურულო
26 ივნისი 2024 11:28
0
სკოლის მოსწავლეები კი არა, ბაგა-ბაღის აღსაზრდელები არიან, მინდორზე საწოვარებით გამოვლენ და პამპერსები ეცმევათ... გაჭირვებას რა ვუთხარი, თორემ არც უნდა ვკადრულობდეთ მაგათთან თამაშს...
დდდ
25 ივნისი 2024 17:39
3
ყველა გამოხმაურება
ხვალ 26 ივნისს გამოჩნდება ვინ უფრო მაგარია ფეხბურთში: მავრული გენით დაბინძურებული იბერიელები, თუ კოლხური გენით გაკეთილშობილებული ივერიელები!
ივერია გაბრწყინების დროა!!!
ვაჟა მასწავლებელი
25 ივნისი 2024 14:58
4
ბუდუს აყენებ მიქაუტაძის ნაცვლად???? მასე მართლა წავაგებთ.. დასაკარგი არაფერია და უნდა შევუტიოთ ორი ცენტრ თავდასხმელით ანუ მიქაუტაძეც უნდა დააყენოს და ბუდუც.. გველესიანს რა უნდა პორტუგალიასთან ???
ქართველი
25 ივნისი 2024 14:57
7
რის ბუდუ რა ელანდება ამ ხალხს , ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი გყავდეს ზედიზედ 2 გოლით და ის არ დააყენო ვაბშე კლე უნდა იყო
დევკალიონი
25 ივნისი 2024 16:55
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული