მატჩის დღე! საქართველო VS პორტუგალია - კვარაცხელია VS რონალდო

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტი მატჩისთვის ემზადება და პორტუგალიელებს გელზენკირხენში, "ფელტინს არენაზე", დღეს, 26 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე შეხვდება.

პორტუგალიას შეუძლია, ესპანეთის მსგავსად, ჯგუფური ეტაპი 9 ქულით დაასრულოს და ეს ახლა მათი მთავარი მოტივაციაა. პორტუგალიელებმა თურქებს იმ "სიგნალ იდუნა პარკზე" მოუგეს, სადაც საქართველოს ნაკრები დასანანად დამარცხდა. გულშემატკივრები მინდორზე კრიშტიანო რონალდოსთან ფოტოს გადასაღებად შეიჭრნენ.

ვილი სანიოლის გუნდმა ისტორიული ქულა მოიპოვა და ახლა უფრო მეტი სურს. გიორგი მიქაუტაძემ ორივე შეხვედრაში გაიტანა და ის მხოლოდ მეექვსე ფეხბურთელია, რომელიც თავისი ქვეყნის საწყისი ორი
გოლის ავტორი გახდა დიდ ტურნირზე. ბოლოს ასეთი ანდრეი შევჩენკო იყო - 2012 წელს.

ოთხშაბათის შეხვედრა სამთო ქალაქ გელზერკირხენში ამ გუნდებს შორის მხოლოდ მეორეა. იყო ამხანაგური მატჩი (2:0 პორტუგალიელთა სასარგებლოდ) 2008 წელს.

"მილანის" ვარსკვლავმა რაფაელ ლეაომ სიმულაციის გამო ორი გაფრთხილება მიიღო და მესამე ტურს ტოვებს. მის ადგილას მარცხენა ფლანგზე "ვულვზელ" პედრო ნეტოს ველით. ყველაზე დიდი ინტერესი ისაა, ითამაშებს თუ არა რონალდო და შედგება თუ არა "შვიდიანების", კრიშტიანოსა და "კვარას" დაპირისპირება. შესაძლოა, ფორვარდის პოზიციაზე არც ის ვიხილოთ და არც გონსალო რამოში და ეს ადგილი 21 წლის ფრანცისკო კონსეისაომ ("პორტუ") დაიკავოს. მიუხედავად იმისა, ჯერ შედეგიანი მოქმედება არ აქვს, კვარაცხელია გუნდის მთავარი ვარსკვლავია, რომელიც ისტორიული მომენტის შექმნას ეცდება.

კვირკველია, კაშია, გველესიანი, მექვაბიშვილი, ქოჩორაშვილი - ეს ის ფეხბურთელები არიან, რომელთაც კიდევ ერთი გაფრთხილების შემთხვევაში, მერვედფინალის გამოტოვება ემუქრებათ.

სანიოლის გუნდის მთავარი შანსები იქნებ კონტრშეტევებშია, თუმცა პორტუგალიელებისთვის ინიციატივების მთლიანად დათმობა სახიფათოა.

გამარჯვება, საქართველო!

Sportall.Ge

კიტეიშვილმა ივარჯიშა და სასტარტოში ველით...


სავარაუდო შემადგენლობები

საქართველო (3-4-1-2): მამარდაშვილი - გველესიანი, კაშია, დვალი - კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, შენგელია - ჩაკვეტაძე - კვარაცხელია, ზივზივაძე;

პორტუგალია (4-5-1): კოსტა - სემედო, ა. სილვა, დიაში, კანსელუ - ნევეში, პალინია, ბ. სილვა, ნ. ფერნანდეში, ფელიქსი - რონალდო

მსაჯი: შარერი (შვეიცარია)

Sportall.Ge

ღვთისავარ ანთაძე - ვუპერტალი - გელზენკირხენი

sportall.ge მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მხარდაჭერისთვის.

მკითხველის კომენტარები / 86 /
სანიოლის უთქვამს,ნაცებმა დამირეკონ და მათმა ემოციურად აშლილებმა,მირჩიონ და მიკარნახონ,ვინ ვათამაშო სასტარტოშიო. ჰე ახლა,ნაცებო დატრიალდით და შეადგინეთ შემადგენლობა,თუ რა თქმა უნდა 11 კაცის გვარი მაინც იცით. დათვლიან 11 ნაცს ვერ შეაგროვებენ და კაცნაკლულს გაიყვანენ გუნდს. თუ გამოსირება არის ევროპის,მთლად გამოვასიროთ და ვანახოთ ქართველების კლასი. ან თუ თავის მოჭრაა,ბარემ თავის მოჭრა დაერქვას. პორტუგალიას მაინც ვერ მოუგებენ და ნაცებს შევტენოთ.
ისე ადრე იყო,2014 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე,რომელიც სოჭში იმართებოდა. ნაცები ითხოვდნენ ბოიკოტს და ასე აპრავებდნენ,მაინც ვერაფერს მივაღწევთ და ოკუპანთთან მაინც არ გავუშვებთ ნაკრებსო. თითქოს ოკუპანტებს მე მივყიდე სტრატეგიული ობიექტები და რუსის ვანიას მე დავუწესე უვიზო რეჟიმი. ასეთი ხალხი ლანძღავს სანიოლის და ფედერაციას,ხოდა რა უნდა უშველო ამ ემოცირად აშლილ ცალფაზიან იდიოტებს? ამათი საშველი არ არის,გაიყვანეთ და რიონს გაატანეთ,ევროპა ხო უნდათ და ჩაიტანთ შავი ზღვის გავლით გიბრალტარის სრუტემდე.
იასონას უდარი
26 ივნისი 2024 10:50
4
ვიყოთ რეალურები და ბრძოლა დაგვანახეთ დანარჩენს ნუ ვმარჩიელობთ ,პ.ს 1/8 ჩვენი დონის გუნდი ?
ტატო
25 ივნისი 2024 14:53
2
დღეს დიდი დღეა, ვთამაშობთ დიდი ეუსებიოს, ფიგუს და რონალდოს ნაკრების წინააღმდეგ, რომელიც 2016 წლის ევროპის ჩემპიონი გუნდია. ამიტომ ანგარიშზე განსაკუთრებული პრეტენზია არარელევანტური იქნება. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენც დიდი ბორის პაიჭაძის, მიხეილ მესხის, სლავა მეტრეველის, დავით ყიფიანის და ხვიჩა კვარაცხელის საფეხბურთო ქვეყანა ვართ. ამიტომ, რადგან ბურთი მრგვალია, ოცნებებს ვერავინ დაგვიშლის. წარმატებები ჩვენს უკვე გმირ ბიჭებს!
გაიოზი
26 ივნისი 2024 11:58
2
რა ბუდუ ხალხო თქვენ ხომ არ გადაირიეთ, მიქაუტაძე ევროპული დონის ფორვარდია, მიქაუტაძის სკამზე დასმა და ბუდუს თამაში ასეთ მატჩი ღალატის ტოლფასია.
ლაშა
26 ივნისი 2024 10:47
7
ბუდუ წნორᲨი ᲗამაᲨობს? Თუ იტალიის ვარსკვლავმა გაგაოცა კრეატივიᲗ.
აბარა
26 ივნისი 2024 12:45
1
ბუდუს აყენებ მიქაუტაძის ნაცვლად???? მასე მართლა წავაგებთ.. დასაკარგი არაფერია და უნდა შევუტიოთ ორი ცენტრ თავდასხმელით ანუ მიქაუტაძეც უნდა დააყენოს და ბუდუც.. გველესიანს რა უნდა პორტუგალიასთან ???
ქართველი
25 ივნისი 2024 14:57
7
რის ბუდუ რა ელანდება ამ ხალხს , ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი გყავდეს ზედიზედ 2 გოლით და ის არ დააყენო ვაბშე კლე უნდა იყო
დევკალიონი
25 ივნისი 2024 16:55
3
კვარაცხელია თუ ძირითადშია შანსი არ გვაქ,როგორც ყველა თამაშზე ახლაც ერთით ნაკლები იქნება გუნდი
ასეა
25 ივნისი 2024 12:51
50
მიდით ბ8ჭებო დღეს ვიგებთ მერე ესპანეთი გველოდება
ემიგრანტი
26 ივნისი 2024 12:55
2
ისე დარწმუნებული ვარ ასეთ სისწრაფეებზე მოთამაშე პორტუგალიასთან რა თქმა უნდა მიქუტაძე უნდა იყოს სასტარტოში,მაგრამ კი არის ღირსი ძაან ბევრი,ბუდუ დააყენოს სასტარტოში და შეუცვლელად ათამაშოს 90 წუთი....
თუთა დათაშხია
26 ივნისი 2024 11:08
3
ინგლისის პუტანა დდშვც და მაგათი ვარსკვლავური ნაკრებიც მო#$%ან სლოვენიასთან ვერ მოგებისთვის.

მაქსიმუმი დადეთ დღეს მოედანზე ბიჭებო, უშიშრად ითამაშეთ, თუნდაც ვერ მოიგოთ, თავდადება დაგიფასდებათ.
ABARA
26 ივნისი 2024 11:01
2
გფარავდეთ ლომისის მადლი,
ტანზე აგესხათ რკინაო,
ხელთ გეპყრათ მჭრელი მახვილი,
რომ მტერს არ მოალხინაო,
გამარჯვებულსაც გეარნოთ,
ღმერთიმც გიძღოდეთ,წინაო!
სოსო
26 ივნისი 2024 17:31
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული