"იმედია, რონალდოს მაისურს მე მივიღებ" - კვარაცხელია

AutoSharing Option
26 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, საქართველოს ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდება. მომავალი მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე კომენტარი საქართველოს ნაკრების გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ გააკეთა:

"რთული თამაში იქნება, მაგრამ ჩვენ უფრო მოტივირებულები ვართ, რადგან მათ გარანტირებული აქვთ შემდეგ ეტაპზე გასვლა. ყველაფერი შესაძლებელია, შანსის გამოსაყენებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ვეცდებით, ისტორიას კიდევ ერთი ფურცელი შევმატოთ.

რონალდოსთან შეხვედრის გამო ღელვას არ ვგრძნობ, პირიქით, ვოცნებობდი, მის წინააღმდეგ მეთამაშა. რონალდო ბოლოს ევროპაშიც აღარ თამაშობს და სასიამოვნოა, სანაკრებო დონეზე რომ შევხვდები. მოტივირებული ვარ და იმედი მაქვს, მის
მაისურს მივიღებ.

პეპეს წინააღმდეგ თამაში დიდი გამოწვევა იქნება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავიტანოთ! თოთოეული ფეხბურთელი მზადაა, მაქსიმუმი დადოს. ბევრჯერ მოგვიგია ან მოგებაც შეგვეძლო. ხვალ მოსაგებად გავალთ!..

ბოლო წუთებზე გამოუყენებელი მომენტები ცუდად გვახსოვს, მაგრამ ისიც ვიცით, გარდატეხის შეტანა ყოველთვის შეგვიძლია. ლეაო ჩვენ წინააღმდეგ რომ ვერ ითამაშებს, ეს სამწუხაროა, ამავდროულად კი, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა. უფრო მეტს ვიმსახურებდით, შესაძლებელი იყო, უფრო მეტი ქულა გვქონოდა.

ჩეხეთთან ვგრძნობდით, რომ თითქოს საქართველოში ვთამაშობდით. სადაც მწვრთნელი გადაწყვეტს, იქ ვითამაშებ. ზოგადად, ძირითადად, ფლანგზე ვთამაშობ. ვეცდები, ჩემი მაქსიმუმი პორტუგალიასთან გამომივიდეს".

ღვთისავარ ანთაძე გელზენკირხენიდან

sportall.ge მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მხარდაჭერისთვის.


მკითხველის კომენტარები / 41 /
აბა შენ იცი! ველოდებით შენს კარგ თამაშს.
დავით 67
16:53 25-06-2024
2
შენც ადექი და ისე ითამაშე, რომ თამაშის შემდეგ რონალდუ თავად გეახლოს მაისურის გასაცვლელად...
დდდ
19:24 25-06-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული