"ასეთ შემთხვევაში, აქ არ ვიჯდებოდი" - საქართველოსთან მატჩის წინ ჟოაო ფელიქსმა მწვრთნელთან შესაძლო კონფლიქტზე ისაუბრა

AutoSharing Option
"ატლეტიკოს" საკუთრებაში მყოფ და "ბარსელონაში" იჯარით მოთამაშე ჟოაო ფელიქსს მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ჯერჯერობით არ უთამაშია.

ის პირველ წუთებს, დიდი ალბათობით, საქართველოს წინააღმდეგ მიიღებს. სწორედ ჩვენი ქვეყნის ნაკრებთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გამოჩნდა ახალგაზრდა შემტევი პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელ რობერტო მარტინესთან ერთად.

ჟურნალისტებმა ჟოაოს ჰკითხეს, არის თუ არა მისი უთამაშებლობის მიზეზი მწვრთნელთან კონფლიქტი.

"ეს ინფორმაცია პრესაში უკვე წავიკითხე და შემიძლია ვთქვა, რომ სრული სიცრუეა, თორემ ახლა აქ არ ვიჯდებოდი.

ეს არის ჩემი, მწვრთნელის და მთლიანად გუნდის მიმართ უპატივცემულობის კიდევ ერთი გამოვლინება. ხანდახან ჩემი პროფესიონალიზმი
კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, მაგრამ რაღაცები უბრალოდ მოგონილია.

პატივს ვცემ მწვრთნელის გადაწყვეტილებებს - ის ირჩევს შემადგენლობას. ჩვენ ვისაუბრეთ და ვუთხარი, რომ ყოველთვის სიამოვნებით დავეხმარებოდი გუნდს, როცა დასჭირდება“, - განმარტა ფელიქსმა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ამ ფელიქს ვერ ვიტან, ერთი მიზეზის გამო, ახალი მისული იყო ათლეტიკოში და ერთერთ ვარჯისზე, იქვე ყველას თვალწინ ღობესთან მო**8არდა, არც მორიდება, არც სირცხვილი, ვითომც არაფერი განაგრძო ვარჯიში. თუ მაინცდამაინც "ესაქმებოდა" წასულიყო შენობაში და იქ მოეთავებინა. მაგარი გოიმი იქნება ეს ქვეშა**ფსია.
გიგა
11:59 26-06-2024
2
თვალები და განსაკუთრებით ენა რა ამფიბიასავით აქვს გამზადებული, რომ გამოსტყორცნოს და მწერი დაიჭიროს

ფრთხილად უნდა ვიყოთ
ჰერპეტოლოგი
15:04 26-06-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული