"პორტუგალიასთან მერვედფინალში გასასვლელად მხოლოდ გამარჯვება გვჭირდება და კარგია, რომ ეს შანსი მაინც არის.
რთული იქნება, მაგრამ ვფიქრობ, პორტუგალია მეორე გუნდით ითამაშებს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაიმეს დათმობენ.
ეს არის საქართველოს ნაკრების ისტორიაში მთავარი მატჩი - ჩვენ შეგვიძლია ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გასვლა. ამ თამაშის მოსაგებად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ვფიქრობ, მომენტები გვექნება", - თქვა დემეტრაძემ.