"ეს საქართველოს ნაკრების ისტორიაში მთავარი მატჩია" - დემეტრაძე პორტუგალიასთან დაპირისპირებაზე

AutoSharing Option
ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი დემეტრაძემ "ჩემპიონატისთვის" მიცემულ კომენტარში საქართველოსა და პორტუგალიის დაპირისპირებაზე ისაუბრა.

"პორტუგალიასთან მერვედფინალში გასასვლელად მხოლოდ გამარჯვება გვჭირდება და კარგია, რომ ეს შანსი მაინც არის.

რთული იქნება, მაგრამ ვფიქრობ, პორტუგალია მეორე გუნდით ითამაშებს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაიმეს დათმობენ.

ეს არის საქართველოს ნაკრების ისტორიაში მთავარი მატჩი - ჩვენ შეგვიძლია ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გასვლა. ამ თამაშის მოსაგებად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ვფიქრობ, მომენტები გვექნება", - თქვა დემეტრაძემ.
მკითხველის კომენტარები / 5 /
კარგია 12.000 ხელფასი 5 ადგილას მერიაში, ნეტა ისე თუ ყოფილხარ მაინც, ასე იცის საძმომ
მახო
26 ივნისი 2024 22:51
5
თქვი კაცურად ვისზე დადე ფსონი
Ვახტანგ კაპანაძე
26 ივნისი 2024 19:15
12
გიორგი კარგი ადამიანი ხარ ღმერთმა მშვიდობა და სიკეთე მოგცეს
საქართველო
26 ივნისი 2024 18:55
0
გამარჯვება
ქართველი
26 ივნისი 2024 18:44
0
გამარჯვება ჩვენ ქვეყანას
ქართველი
26 ივნისი 2024 18:43
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული