ზღაპარში ვართ, ზღაპარში - საქართველოს ნაკრებმა რონალდოს პორტუგალია დაამარცხა და პლეი-ოფში ესპანეთს შეხვდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის ბოლო, მესამე ტურში, F ჯგუფში, საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას 2:0 სძლია.

წინა მატჩისგან განსხვავებით, ჩვენი გუნდის მწვრთნელმა სანიოლმა ოთხი ცვლილება განახორციელა - კვირკველიას, წიტაიშვილის, მექვაბიშვილისა და დავითაშვილის ნაცვლად სასტარტოში გველესიანი, ლოჩოშვილი, კიტეიშვილი და ჩაკვეტაძე დააყენა. პორტუგალიელთა თავკაცმა რობერტო მარტინესმა მხოლოდ სამი ფეხბურთელი დატოვა, რომლებმაც თურქეთთან შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა - კოშტა, პალინია და რონალდო.

დებიუტში მიქაუტაძემ ბურთი ცენტრში ინასიუსს ჩაუჭრა, წინ წაიწია, კვარაცხელიას კარგი პასი გაუკეთა და მან დიოგუ კოშტას თქვენი მოწონებული გაუტანა. მოწინააღმდეგე ინიციატივას დაეუფლა, თუმცა „ჯვაროსნები“ თავს კომპაქტურად
იცავდა და კონტრშეტევებით პასუხობდა. რონალდოს შორიდან საჯარიმოდან დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია. შემდეგ კრიშტიანო პენალტს ითხოვდა და მსაჯმა ემოციების ზედმეტად გამოხატვისათვის გააფრთხილა. მერე ხვიჩა დრიბლინგისას წააქციეს, საჯარიმო თვითონ შეასრულა, გველესიანი გადაცემას ვერ შესწვდა და ბურთი ოდნავ ასცდა კარს. ცოტა ხანში გველესიანმა რონალდოს დარტყმა დაუბლოკა და გატანა არ დაანება. დანილომ მოედნის ცენტრში "კვარას" ბრძოლაში იდაყვი სახეში ჩაარტყა, თუმცა მან თამაშის გაგრძელება შეძლო. ბოლოს ფელიქსის დარტყმულ ბურთს მამარდაშვილი დაეუფლა და პირველი ტაიმი 1:0 მოვიგეთ.

მეორე ტაიმი მეტოქის იერიშებით დაიწყო, მერე ხვიჩამ შანსი ვერ გამოიყენა. ვიზავის საჯარიმოში ლოჩოშვილი სილვამ წააქცია, მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ პენალტი დანიშნა და მიქაუტაძემ გაიტანა. ის სამი გოლით ტურნირის ბომბარდირი გახდა. ტრავმირებული ლოჩოშვილი წიტაიშვილმა შეცვალა. რობერტო მარტინესმა რონალდო გაიყვანა მოედნიდან. ჩაკვეტაძემ ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ უწია მიზანს. მიქაუტაძემ კვარაცხელიას ნაცვლად შეცვლაზე შესული დავითაშვილი გაიყვანა მეკარესთან მახვილი კუთხიდან პირისპირ, მაგრამ ზურიკომ მიზანს ააცილა. კომპენსირებულ დროში ლუზიტანების შეტევებს შედეგი არ მოჰყვა და გავიმარჯვეთ!

30 ივნისს, მერვედფინალში, საქართველო ესპანეთს დაუპირისპირდება.

გელზენკირხენი. „ფელტინს-არენა“
საქართველო - პორტუგალია 2:0
გოლები: 1:0 კვარაცხელია (2), 2:0 მიქაუტაძე (57, პენ)

საქართველო: მამარდაშვილი, კაშია, გველესიანი (კვირკველია 76), დვალი, კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, ლოჩოშვილი (წიტაიშვილი 63), ჩაკვეტაძე (მექვაბიშვილი 82), კვარაცხელია (დავითაშვილი 82), მიქაუტაძე

მკითხველის კომენტარები / 74 /
ესპანეთის ნაკრების ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა რომ ჩემპიონატიდან იხსნება.
მაინც წავაგებთ 1/8 ფინალში და რა აზრი აქვს საათნახევარ სირბილსო
ნიკი
27 ივნისი 2024 01:17
21
ყველას უმაღლეს შეფასებას მივცემდი, დაგლიჯეს, უშეცდომოდ ითამაშეს, კოტე ძალიან დიდი ძალაა, ჩაკვეტაძე და კაკაბაძე შეუდარებლები იყვნენ, რა თქმა კვარა და მიქაუტაძეც
რეზო
27 ივნისი 2024 02:49
2
გამოიღეთ ბოზებო!თან რამდენი ხართ თქვენი დედაც..საქართველოს გაუმარჯოს!მადლობა ბიჭებს ამდენი სიხარულისთვის!!!
გიორგი
27 ივნისი 2024 03:19
4
სანიოლი არის ძალიან კარგი ტაქტიკოსი და ძალიან გაბედული მწვრთნელი!!!
Pepelu
27 ივნისი 2024 02:45
6
როცა ერთად ვართ,ძალიან ბევრი შეგვიძლია!ყველა მტერი ცდილობს გაგვთიშოს და იბატონოს,ფეხბურთი კი,გვაერთიანებს და მომავლის რწმენას გვმატებს.ერთიან საქართველოს და ქართულ ფეხბურთს გაუმარჯოს!გილოცავთ ძმებო!ახლა სხვა არაფრის თავი აღარ მაქვს.ფეხბურთზე ,მერე ვილაპარაკოთ,ცოტა დაწყნარებულზე.
სოსო
27 ივნისი 2024 02:33
1
ქართული ზღაპარი ევროზე გრძელდება!
დავიწყეთ მოკრძალებულად, შემდეგ ვიგრძენით საკუთარი ძალები და ბოლოს მოედანზე თვით რონალდუ წავშალეთ.
რაც მთავარია, კვარადონა ათამაშდა, რომელიც პირველ შეხვედრებში შედარებით ჩრდილში იყო.
ახლა როგორც არ უნდა დამტავრდეს მატჩი ესპანეთთან, ეს ბიჭები უკვე გმირები არიან
სსრკ-ს დაშლის შემდეგ პირველად დავბრუნდით დიდ ევროპულ ფეხბურთში.
უკრაინის გავარდნის შედეგ კი ერთადერთი ქვეყანა ვართ პოსტსაბჭოთა სივრცეში, ვინც აგრძელებს ბრძოლას. როგორ მაგონებს ეს 1980-81 და 1981-82 წლების ევროსეზეონებს, როგორც სტაჟიან გულშემატკივარს.
Так держать ბიჭებო!!!
სტალინი
27 ივნისი 2024 02:33
5
თფუ საბჭოურ და რუსულ აზროვნებას
გენა
27 ივნისი 2024 15:22
4
ქართული ნიჭის სისტემაში მოქცევა არის წარმატების 100% გარანტი!!
Pepelu
27 ივნისი 2024 02:31
2
გილოცავთ სრულიად საქართველო. ახლა ესპანეთზეა რევანში ასაღები და ვფიქრობ აუცილოებლად გვექნება შანსი
ლადო
27 ივნისი 2024 09:53
0
კარგი იყო.
ვანდა ჯიქია
27 ივნისი 2024 01:08
1
კეთილი იყოს თქვენი მობრძანებააა დიდი ბიჭების ლიგაშიიი. ეს უკვე აღარ არის ის საქართველო, რომელიც ჩვენ წინა წლებში გვახსოვს, ეს არის ღირსების მქონე გუნდი, რომელმაც შიში არიცის, თავისუფლებაში გაზრდილი ლაღი თაობაა ქმნის საკუთარ და ქვეყნის ისტორიას. ჩვენ კიდევ ერთხელ სხვაგან გავიღვიძეთ, 26 რიცხვი როგორც ჩანს საკრალური რიცხვია ჩვენი ქვეყნისათვის, წარმატება მოაქვს. გაუმარჯოოოოოს, გაუმარჯოოოოოოს, საქართველოს გაუმარჯოოოოოოოოსს!!!!
ATP 16
27 ივნისი 2024 09:48
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული