ზღაპარში ვართ, ზღაპარში - საქართველოს ნაკრებმა რონალდოს პორტუგალია დაამარცხა და პლეი-ოფში ესპანეთს შეხვდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის ბოლო, მესამე ტურში, F ჯგუფში, საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას 2:0 სძლია.

წინა მატჩისგან განსხვავებით, ჩვენი გუნდის მწვრთნელმა სანიოლმა ოთხი ცვლილება განახორციელა - კვირკველიას, წიტაიშვილის, მექვაბიშვილისა და დავითაშვილის ნაცვლად სასტარტოში გველესიანი, ლოჩოშვილი, კიტეიშვილი და ჩაკვეტაძე დააყენა. პორტუგალიელთა თავკაცმა რობერტო მარტინესმა მხოლოდ სამი ფეხბურთელი დატოვა, რომლებმაც თურქეთთან შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა - კოშტა, პალინია და რონალდო.

დებიუტში მიქაუტაძემ ბურთი ცენტრში ინასიუსს ჩაუჭრა, წინ წაიწია, კვარაცხელიას კარგი პასი გაუკეთა და მან დიოგუ კოშტას თქვენი მოწონებული გაუტანა. მოწინააღმდეგე ინიციატივას დაეუფლა, თუმცა „ჯვაროსნები“ თავს კომპაქტურად
იცავდა და კონტრშეტევებით პასუხობდა. რონალდოს შორიდან საჯარიმოდან დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია. შემდეგ კრიშტიანო პენალტს ითხოვდა და მსაჯმა ემოციების ზედმეტად გამოხატვისათვის გააფრთხილა. მერე ხვიჩა დრიბლინგისას წააქციეს, საჯარიმო თვითონ შეასრულა, გველესიანი გადაცემას ვერ შესწვდა და ბურთი ოდნავ ასცდა კარს. ცოტა ხანში გველესიანმა რონალდოს დარტყმა დაუბლოკა და გატანა არ დაანება. დანილომ მოედნის ცენტრში "კვარას" ბრძოლაში იდაყვი სახეში ჩაარტყა, თუმცა მან თამაშის გაგრძელება შეძლო. ბოლოს ფელიქსის დარტყმულ ბურთს მამარდაშვილი დაეუფლა და პირველი ტაიმი 1:0 მოვიგეთ.

მეორე ტაიმი მეტოქის იერიშებით დაიწყო, მერე ხვიჩამ შანსი ვერ გამოიყენა. ვიზავის საჯარიმოში ლოჩოშვილი სილვამ წააქცია, მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ პენალტი დანიშნა და მიქაუტაძემ გაიტანა. ის სამი გოლით ტურნირის ბომბარდირი გახდა. ტრავმირებული ლოჩოშვილი წიტაიშვილმა შეცვალა. რობერტო მარტინესმა რონალდო გაიყვანა მოედნიდან. ჩაკვეტაძემ ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ უწია მიზანს. მიქაუტაძემ კვარაცხელიას ნაცვლად შეცვლაზე შესული დავითაშვილი გაიყვანა მეკარესთან მახვილი კუთხიდან პირისპირ, მაგრამ ზურიკომ მიზანს ააცილა. კომპენსირებულ დროში ლუზიტანების შეტევებს შედეგი არ მოჰყვა და გავიმარჯვეთ!

30 ივნისს, მერვედფინალში, საქართველო ესპანეთს დაუპირისპირდება.

გელზენკირხენი. „ფელტინს-არენა“
საქართველო - პორტუგალია 2:0
გოლები: 1:0 კვარაცხელია (2), 2:0 მიქაუტაძე (57, პენ)

საქართველო: მამარდაშვილი, კაშია, გველესიანი (კვირკველია 76), დვალი, კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, ლოჩოშვილი (წიტაიშვილი 63), ჩაკვეტაძე (მექვაბიშვილი 82), კვარაცხელია (დავითაშვილი 82), მიქაუტაძე

მკითხველის კომენტარები / 74 /
ესპანეთთანაც მოგებული გვაქვს თანაც მათსავე მოედანზე 1:0, შეუძლებელი არაფერია და მოგება კიდევ შეიძლება, საქართველოს ეს გუნდი მაშინდელ ნაკრებზე ბევრად ძლიერია. თუ ხირითადში მოვუგეთ კარგი იქნება, თუ პენლებამდე მივიდა საქმე იქაც დავჯაბნით'
ნიკოლოზი
27 ივნისი 2024 06:36
2
მადლობა ბიჭებო
gela
27 ივნისი 2024 02:15
1
პალიტრავიდეოზე პ-რეზიდენტის ვიდეო დევს აცეკვებული რომ არის და ფეხბურტელებს ულოცავს,ამ დროს გამოდის ლადო დვალიშვილი და იგნორს უკეთებს, ნეტავ თუ დაფიქრდა იმ ბიჭმა ეს რატომ ჩაიდინა და თუ მიხვდება თავის შეცდომას, იქნებ გამოასწოროს,
ზაკო
27 ივნისი 2024 03:22
26
ზაკო, სულ არ ვაპირებდი მაგ ქალბატონზე კომენტარის გაკეთებას, მაგრამ შენმა კომენტარმა მაიძულა დამეწერა. თვითონ რო დააიგნორა ღირსების ორდენზე 19-ი პიროვნება, რომელთაც უდიდესი წვლილი აქვთ ჩადებული ბიჭების წარმატებაში, ამაზე რას იტყვი? ხოდა ლადო დვალიშვილის იგნორიც პასუხია პარიჟანკას იგნორზე!
ზაკოს
27 ივნისი 2024 09:57
4
კარგი იყო
ვანდა ჯიქია
27 ივნისი 2024 01:01
1
უდიდესი მადლობა ქართველ გმირებს, ასეთი უდიდესი სიხარულისა და ბედნიერების მონიჭებისათვის! ერთინობით და თვდადებით, ყველაფერია შესაძლებელი! უდიდესი წარმატებები ჩვენს ნაკრებს მომავალშიც!...
ვახო...
27 ივნისი 2024 13:26
1
მადლობა უფალს! მადლობა მწვრთნელებს და ფეხბურთელებს! გველესიანი ყოფილა რაც ყოფილა, მაგარი, მაგარზე უმაგრესი! დიდება საქართველოს არწივების და ვეფხვების სამშობლოს!
aburjga
27 ივნისი 2024 09:08
1
იქნებ დახვეწონ შეტევებში ზედმეტად ბევრი შეხება აქვთ...84 წუთზე დავითაშვილს შეეძლო ერთი შეხებით დაერტყა ან პასი გაეკეთებინა და მაინც ააჯანჯლა...რა იციან...და ესპანელები კიდევ უხეშიბენ რითაც ფსიქოლოგიური ზემოქმედება უყვართ და უნდა გავუძლოთ ამხელა გამოცდილება გვაქ მაგათან თამაშის
გიო
27 ივნისი 2024 02:16
3
არ ვიცი მე, კვარას ორი გოლი პირადი ვალი ქონდა ჩემი და არ დამიბრუნა, ვერ გავურაშოთებ, ჩემი ორი გოლი ჩემთან და იმანაც თავისი ორი , ლობომ დიახ, ორი დადონ ორივემ 4 გოლი 30 ივნისს ! ვერ გავურაშოთებ, არც იოცნებოთ !
ალექს
27 ივნისი 2024 09:33
2
სასწაულია რაც ხდება და იმედია ესე სასწაულად და ზღაპრულად გაგრძელდება ჩვენი ისტორია. თითოეულ მოთამაშეს უდიდესი მადლობა, ლობჟანიძეს რამხელა სტრესი მოეხსნა ამ გამარჯვებით მიხარია მის გამოც
Lasha
27 ივნისი 2024 13:25
3
გილოცავთ ფეხბურთელებს,მწვრთნელებს და საქართველოში ამ დიდ წარმატებას.საქართველოს ნაკრები ფავორიტებში არ იყო და არც იქნება,მაგრამ ამ ტურნირზე ყველაზე გამორჩეული გუნდია!წინ საქართველო!კიდევ ერთი-წაიკითხეთ რა დაწერა კემულარიამ ტაბულაში,ღმერთო მაპატიე ამას რომ ვამბობ,როგორ ცოცხლობენ ასეთი ადამიანები!?
ლექსო
27 ივნისი 2024 11:02
0

სიახლეები პოპულარული