ზღაპარში ვართ, ზღაპარში - საქართველოს ნაკრებმა რონალდოს პორტუგალია დაამარცხა და პლეი-ოფში ესპანეთს შეხვდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის ბოლო, მესამე ტურში, F ჯგუფში, საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას 2:0 სძლია.

წინა მატჩისგან განსხვავებით, ჩვენი გუნდის მწვრთნელმა სანიოლმა ოთხი ცვლილება განახორციელა - კვირკველიას, წიტაიშვილის, მექვაბიშვილისა და დავითაშვილის ნაცვლად სასტარტოში გველესიანი, ლოჩოშვილი, კიტეიშვილი და ჩაკვეტაძე დააყენა. პორტუგალიელთა თავკაცმა რობერტო მარტინესმა მხოლოდ სამი ფეხბურთელი დატოვა, რომლებმაც თურქეთთან შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა - კოშტა, პალინია და რონალდო.

დებიუტში მიქაუტაძემ ბურთი ცენტრში ინასიუსს ჩაუჭრა, წინ წაიწია, კვარაცხელიას კარგი პასი გაუკეთა და მან დიოგუ კოშტას თქვენი მოწონებული გაუტანა. მოწინააღმდეგე ინიციატივას დაეუფლა, თუმცა „ჯვაროსნები“ თავს კომპაქტურად
იცავდა და კონტრშეტევებით პასუხობდა. რონალდოს შორიდან საჯარიმოდან დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია. შემდეგ კრიშტიანო პენალტს ითხოვდა და მსაჯმა ემოციების ზედმეტად გამოხატვისათვის გააფრთხილა. მერე ხვიჩა დრიბლინგისას წააქციეს, საჯარიმო თვითონ შეასრულა, გველესიანი გადაცემას ვერ შესწვდა და ბურთი ოდნავ ასცდა კარს. ცოტა ხანში გველესიანმა რონალდოს დარტყმა დაუბლოკა და გატანა არ დაანება. დანილომ მოედნის ცენტრში "კვარას" ბრძოლაში იდაყვი სახეში ჩაარტყა, თუმცა მან თამაშის გაგრძელება შეძლო. ბოლოს ფელიქსის დარტყმულ ბურთს მამარდაშვილი დაეუფლა და პირველი ტაიმი 1:0 მოვიგეთ.

მეორე ტაიმი მეტოქის იერიშებით დაიწყო, მერე ხვიჩამ შანსი ვერ გამოიყენა. ვიზავის საჯარიმოში ლოჩოშვილი სილვამ წააქცია, მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ პენალტი დანიშნა და მიქაუტაძემ გაიტანა. ის სამი გოლით ტურნირის ბომბარდირი გახდა. ტრავმირებული ლოჩოშვილი წიტაიშვილმა შეცვალა. რობერტო მარტინესმა რონალდო გაიყვანა მოედნიდან. ჩაკვეტაძემ ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ უწია მიზანს. მიქაუტაძემ კვარაცხელიას ნაცვლად შეცვლაზე შესული დავითაშვილი გაიყვანა მეკარესთან მახვილი კუთხიდან პირისპირ, მაგრამ ზურიკომ მიზანს ააცილა. კომპენსირებულ დროში ლუზიტანების შეტევებს შედეგი არ მოჰყვა და გავიმარჯვეთ!

30 ივნისს, მერვედფინალში, საქართველო ესპანეთს დაუპირისპირდება.

გელზენკირხენი. „ფელტინს-არენა“
საქართველო - პორტუგალია 2:0
გოლები: 1:0 კვარაცხელია (2), 2:0 მიქაუტაძე (57, პენ)

საქართველო: მამარდაშვილი, კაშია, გველესიანი (კვირკველია 76), დვალი, კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, ლოჩოშვილი (წიტაიშვილი 63), ჩაკვეტაძე (მექვაბიშვილი 82), კვარაცხელია (დავითაშვილი 82), მიქაუტაძე

მკითხველის კომენტარები / 74 /
სექტა, სახელად კვარადონას მინდა ვუთხრა, მიდი და სათითაოდ დურტყი მინეტი ჩვენს ბიჭებს.
სადა ხარ, დაგვენახე ერთი
27 ივნისი 2024 13:45
19
უდიდესი მადლობა ქართველ გმირებს, ასეთი უდიდესი სიხარულისა და ბედნიერების მონიჭებისათვის! ერთინობით და თვდადებით, ყველაფერია შესაძლებელი! უდიდესი წარმატებები ჩვენს ნაკრებს მომავალშიც!...
ვახო...
27 ივნისი 2024 13:26
1
სასწაულია რაც ხდება და იმედია ესე სასწაულად და ზღაპრულად გაგრძელდება ჩვენი ისტორია. თითოეულ მოთამაშეს უდიდესი მადლობა, ლობჟანიძეს რამხელა სტრესი მოეხსნა ამ გამარჯვებით მიხარია მის გამოც
Lasha
27 ივნისი 2024 13:25
2
გილოცავთ ყველას გამარჯვებულის მენტალიტეტის დაბრუნების დასაწყისს!
ხომ გახსოვთ ჩემი კომენტარი კოლხური გენით გაკეთილშობილებული ივერიელების უპირატესობაზე მავრული გენით დაბინძურებულ პორტუგალიელ იბერიელებზე. ახლა მეორე იბერიელების - ესპანელების დამარცხების დრო მოვიდა! თუ არ გჯერათ - ხვიჩას ჩახედეთ თვალებში: ვარსკვლავები უბრწყინავს და თავის სახელს ამართლებს!
აბა ულა!
ვაჟა მასწავლებელი
27 ივნისი 2024 13:15
3
მართლაც რომ სენსაცია მოხდა ამას ვინ იფიქრებდა ევროპის „ც“ ლიგის წარმომადგენელი „ა“ ლიგის წარმომადგენელს (თან ჩემპიონატის ერთერთ ფავორიტს) დაამარცხებდა და მერვედფინალში გავიდოდა. საოცრება თუ გინდა ეს არი.მადლობა ბიჭებს, ვილი სანიოლს და ყველას. საინტერესო დამთხვევაა.ამ ბიჭების უმეტესობა დინამოს აკადემიის აღზრდილები არიან, რომლის გახსნაც თვით რონალდუს დაევალა. რა ბედნიერი ფეხი ქონია მას რომ ასეთი ბიჭები აღიზრდნენ აკადემიაში. აკადემიის გახსნა კი რომან ფიფიას დამსახურებაა . უღრმესი მადლობა მას.
გია
27 ივნისი 2024 12:39
3
ბუდუ აღარავის არ ახსოვს.
მწვრთნელის გადაწყვეტილებები მართებული აღმოჩნდა
გენა
27 ივნისი 2024 11:55
4
გილოცავთ ფეხბურთელებს,მწვრთნელებს და საქართველოში ამ დიდ წარმატებას.საქართველოს ნაკრები ფავორიტებში არ იყო და არც იქნება,მაგრამ ამ ტურნირზე ყველაზე გამორჩეული გუნდია!წინ საქართველო!კიდევ ერთი-წაიკითხეთ რა დაწერა კემულარიამ ტაბულაში,ღმერთო მაპატიე ამას რომ ვამბობ,როგორ ცოცხლობენ ასეთი ადამიანები!?
ლექსო
27 ივნისი 2024 11:02
0
გილოცავთ სრულიად საქართველო. ახლა ესპანეთზეა რევანში ასაღები და ვფიქრობ აუცილოებლად გვექნება შანსი
ლადო
27 ივნისი 2024 09:53
0
კეთილი იყოს თქვენი მობრძანებააა დიდი ბიჭების ლიგაშიიი. ეს უკვე აღარ არის ის საქართველო, რომელიც ჩვენ წინა წლებში გვახსოვს, ეს არის ღირსების მქონე გუნდი, რომელმაც შიში არიცის, თავისუფლებაში გაზრდილი ლაღი თაობაა ქმნის საკუთარ და ქვეყნის ისტორიას. ჩვენ კიდევ ერთხელ სხვაგან გავიღვიძეთ, 26 რიცხვი როგორც ჩანს საკრალური რიცხვია ჩვენი ქვეყნისათვის, წარმატება მოაქვს. გაუმარჯოოოოოს, გაუმარჯოოოოოოს, საქართველოს გაუმარჯოოოოოოოოსს!!!!
ATP 16
27 ივნისი 2024 09:48
1
არ ვიცი მე, კვარას ორი გოლი პირადი ვალი ქონდა ჩემი და არ დამიბრუნა, ვერ გავურაშოთებ, ჩემი ორი გოლი ჩემთან და იმანაც თავისი ორი , ლობომ დიახ, ორი დადონ ორივემ 4 გოლი 30 ივნისს ! ვერ გავურაშოთებ, არც იოცნებოთ !
ალექს
27 ივნისი 2024 09:33
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული