რობერტო მარტინესი: საქართველომ ღირსეულად გაიმარჯვა!

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებთან 0:2 დამარცხების შემდეგ პორტუგალიის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა ისაუბრა:

"შეხვედრა ძალიან დაბალი ინტენსივობით დავიწყეთ. გოლი მალე გავუშვით, რაც ასე სჭირდებოდა საქართველოს ნაკრებს. მეკარე მამარდაშვილმა შესანიშნავად ითამაშა. შევეცადეთ, გაგვეტანა, მაგრამ ვერ შევძელით და მათ ამით თავდაჯერება შეიძინეს. საქართველომ ღირსეულად გაიმარჯვა!

ჩვენ დაცვის სტრუქტურაზე ვიმუშავეთ, გვსურდა, მათი კონტრშეტევები შეგვეჩერებინა. გოლის ადრე გაშვებამ ჩვენს რწმენაში ეჭვი შეიტანა. რამდენიმე ფეხბურთელი დავასვენე, რათა მერვედფინალისთვის მოემზადონ. VAR-ი არათანმიმდევრული იყო. საქართველომ ძალა და ენერგია აჩვენა. მეტი ინტენსივობა გვჭირდება. ეს იყო მატჩი, სადაც
საქართველომ ითამაშა იმისთვის, რომ ისტორია დაეწერა!"

ღვთისავარ ანთაძე - ვუპერტალი - გელზენკირხენი

sportall.ge მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მხარდაჭერისთვის.

altროგორი შეფასებები მიიღეს "ჯვაროსნებმა" პორტუგალიასთან მატჩში?

altზღაპარში ვართ, ზღაპარში - საქართველოს ნაკრებმა რონალდოს პორტუგალია დაამარცხა და პლეი-ოფში ესპანეთს შეხვდება [VIDEO]

altუზადოდ შეასრულა - მიქაუტაძემ პორტუგალიასთან სხვაობა გაზარდა [VIDEO]

altპირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები პორტუგალიას 1:0 ამარცხებს [VIDEO]

altხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრები დააწინაურა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 12 /
პორტუგალიელთა მწვრთნელი რობერტო მარტინესი ღირსეული პიროვნებაა და ღირსეულად აფასებს საქართველოს ნაკრებს და ქართველების გამარჯვებას!
გიორგი
27 ივნისი 2024 16:19
0
პორტუგალიის მწვრთნელის ინტერვიუს ვიდეო ქართულად
https://youtu.be/WDanQiOwd-E?si=eWVCQn-zDVn-HdlZ
რეალობა
27 ივნისი 2024 14:18
0
აგებდა გუნდი მაგრამ არაფელი შეუცვლია, კრიშტიანომაც ალბათ თავის ნებით ითამაშა, რო გოლი გაეტანა, დაიკიდა მწვრთნელმა ეს თამაში და სწორადაც მოიქცა, ზედმეტად კონტაქტში შესვლასაც ერიდებოდნენ, ის 2 ყვითელი სიმულაცისთვის მიღეს, საქართველოს მერე პორტუგალიას ვუგულშემატკივრებ ამ ევროზე
გოგა
27 ივნისი 2024 09:30
5
ევერტონელი კაცის გუნდი თუ იქნებოდა და ამას თუ ეყოლებოდა ანტონიო სილვა განაცხადში,რაც ჩვენთვის კარგი იყო. პორტუგალიელების გადასახედიდან ვიძახი,იმ მცველს რო არ ეყლაპა და ჟოაო ნევეშს,კაცმა არ იცის რა იქნებოდა. ჟოაო ნევეში საყრდენზე თამაშობდა,იმდენჯერ იცვლიდა პოზიციას რო ამ ანტონიო სილვამ ვერ დაამუღამა,დაენახა უკან ეს ჟოაო და წინ გადავიდა,მერე პასი ზეპირად გააკეთა და ვშმუთეთ ბაირან დუდუკში. ახლა ეგ ანტონიო ესპანეთს ათხოვე,იქნებ ისინიც შეცდნენ და სასტარტოში დააყენონ.
იასონას უდარი
27 ივნისი 2024 06:06
5
მადლობა რომ ძირითადი გუნდის მოთამაშეთა დიდი ნაწილი დაასვენე და (მართალია შეუგნებლად, მაგრამ მაინც) ხელი შეგვიწყვე რომ ეს დიდი შანსი გამოგვეყენებინა! აწი ჩემპიონობასაც გისურვებ, თუკი ჩვენ არ ვიქნებით ფინალში და აღარ გადავიკვეთებით
roberto martines-ს
27 ივნისი 2024 05:19
2
ნახევარ ფინალში ვხვდებით
ბს
27 ივნისი 2024 07:50
1
აწი ჩვენც და პორტუგალიასთან ჩვენს გზაზე გაგვიმარჯოს(სანამ ერთმანეთს არ შევხვდებით)
ქომაგი
27 ივნისი 2024 03:53
1
იმსახურებს მარტინესი პატივისცემას ორი დღეა ძალიან დადებით და კარგ კომენტარებს აკეთებს ჩვენზე. ჯიგარი კაცი ჩანს
ქართველი
27 ივნისი 2024 02:52
1
ღირსეული კაცი ხარ შენ რობერტო !!!
Lado
27 ივნისი 2024 02:40
1
კაი კაცი ხარ რობერტო, სანთელ-საკმეველი თავის გზას არ დაკარგავს, ჩვენთვის თითქოს ევრო მოგვეგოს ეგრეა ეგ გამარჯვება, თქვენ კიდე არც არაფერი დაგაკლდათ ამით
მამუკა
27 ივნისი 2024 01:58
2
დიახ ამ ბიჭებმა აჩვენეს მსოფლიოს ქართული ძალა..ღირსებაც და თავდადებაც..ყოველი ერის დიდი გამარჯვება ამ პრინცილებიდან იწყება..მადლობა ნაკრების ყველა წევრს..ყველა 100 პროცენტით დაიხარჯა..მათვე ასწიეს თამასა მაღლა და ჩვენც მეტს ვითხოვდით..ვაკრიტიკებდით კიდეც..რადგან მაქსიმალისტები ვართ..მაგრამ გვაპატიონ და კიდევ ერთხელ მადლობა ამ უდიდესი სიხარულისთვის..გამარჯვებით ევლოს ყველა ქართველს..დიდება საქართველოს..
კიეზა
27 ივნისი 2024 01:52
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული