"თამაშის წინ რონალდო ჩემთან მოვიდა და..." - ხვიჩა კვარაცხელია

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას 2:0 მოუგო და პლეი-ოფში გავიდა. მატჩის დასრულების შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე პირველი გოლის ავტორმა ხვიჩა კვარაცხელიამ ისაუბრა, რომელიც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს:

"ეს იყო გუნდური გამარჯვება. ჩვენ ყველას პატივს ვცემთ, მაგრამ ყველა მატჩზე მოსაგებად გავდივართ. ახლა ძალიან ბედნიერები ვართ, მაგრამ უკვე ხვალიდან მომდევნო მატჩზე ვიფიქრებთ.

რონალდოს მაისური გამოვართვი... დღეს ისტორიის ახალი ფურცელი დავწერეთ! ყველამ ერთმანეთს შემოვუძახეთ და დავამტკიცეთ, ყველაფერი შეგვიძლია!

არავისზე და არცერთზე ნაკლები არ ვართ. ყველა იმსახურებდა ამ ბედნიერებას, ერთად ძალიან
ძლიერები ვართ!
თამაშის წინ რონალდო მოვიდა და გამამხნევა. ძალიან დიდი ფეხბურთელი და ადამიანია. ახალგაზრდებისთვის დიდი მოტივაციის მიმცემია. დღეს მეც ძალიან დიდი მუხტი მომცა. სკუდეტო ძალიან დასამახსოვრებელი იყო, მაგრამ სულ სხვა ემოციებია, როცა შენი ქვეყნის სახელით გამოდიხარ. ჩემი ოცნება ერთ დროს ნაკრებში თამაში იყო, დღეს კი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი გადავლახეთ.

ესპანეთის ნაკრებს კარგად ვიცნობთ. დღეს ვნახეთ, რომ ბრძოლა ყველასთან შეიძლება, იოლი მეტოქე კი ევროპის ჩემპიონატზე არ არსებობს. ჩვენ მოსაგებად გავალთ მოედანზე!

დიდი ბედნიერებაა, როცა ქართველი ხალხისთვის წარმატება მოგვაქვს! ციფრი 26 ჩვენთვის განსაკუთრებული და დიდი ციფრია. დიდი მადლობა ქართველ გულშემატკივრებს. წარმომიდგენია, რა ხდება საქართველოში".

alt"შეგიძლიათ ვინმემ მითხრათ, ამას რატომ აკეთებს?" - რას წერს ბასილაშვილი რონალდოზე?

altრობერტო მარტინესი: საქართველომ ღირსეულად გაიმარჯვა!

altროგორი შეფასებები მიიღეს "ჯვაროსნებმა" პორტუგალიასთან მატჩში?

altზღაპარში ვართ, ზღაპარში - საქართველოს ნაკრებმა რონალდოს პორტუგალია დაამარცხა და პლეი-ოფში ესპანეთს შეხვდება [VIDEO]

altუზადოდ შეასრულა - მიქაუტაძემ პორტუგალიასთან სხვაობა გაზარდა [VIDEO]

altპირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები პორტუგალიას 1:0 ამარცხებს [VIDEO]

altხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრები დააწინაურა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 29 /
ყველაფერი კარგი,მაგრამ წინ ესპანეთთან მატჩია.ესპანეთის ძირითადმა შემადგენლობამ(9კაცი)ცხრა დღე დაისვენა,ჩვენებმა კი მხოლოდ ოთხი.ძალიან გაგვიჭირდება.
??
27 ივნისი 2024 17:03
1
მოაშორეთ თვალაბეიშვილი კომენტატორობიდან.
Jaba
27 ივნისი 2024 16:34
2
100% მაგარი მთხლეა @
zura222
27 ივნისი 2024 19:45
0
გურამ კაშია არის სამარცხვინო ადამიანი თავის ცისარტყელა სამკლაურით.
GOGA
27 ივნისი 2024 16:32
10
გურამ კაშია მოიქცა არაქართულად ეგ ცისარტყელა სამკლაური შეინახოს კარგად არ დაეკარგოს არსად.
Goga
28 ივნისი 2024 14:53
1
შე მართლა ცისარტყელავ! რამის თავი რომ გქონდეს, კლავიატურას არ ამოეფარებოდი. გურამ კაშიას მო*მულის ფასიც არ გაქვს
GOGA-ს
27 ივნისი 2024 23:20
15
ყველა გამოხმაურება
გენაცვალე კვარა! Საქართველოს სიამაყე ხარ! Უფალი გფარავდეს!
ირაკლი
27 ივნისი 2024 15:48
0
ეს ქართუს ბანკი ბანანის ბანკი თქვე კაი ხალხო თუ ქართული ფეხბურთის დახმარება გინდათ 1 გუდნი მაინც აიყვანეთ შეუქმენით 10 15 მილიონი ბიუჯეტი და სტაბილურად ისაპარეზოს ევრო ტურნიერებზე ხო გაიხარებს ხალხი.

8 გუნდიან ჩემპიონატზე რომ გადავიდეთ და მაგედან 4-5 გუნდი 10-15 მილიონიანი ბიუჯეთით რომ იყოს წარმოიდგინეთ როგორი საინტერესო იქნება სასვე ტრიბუნები ყოველ კვირას მერე ევრო ტურნირები.

პირველ რიგში ჩვენ უნდა დავიწყით ეროვნლუ ჩემპიონატის თამაშებზე სიარული, ერთი ბათუმი იყო სადაც ხალხი დადიოდა და იმათაც გული აუცრუვდათ და აღარ დადიან თამაშებზე.
რიკი
27 ივნისი 2024 15:18
0
26ში დაინიშნოს ესპანეთთან თამაში არ მაინტერესებს
რაბუ
27 ივნისი 2024 14:40
2
ხვიჩას ინტერვიუს ვიდეო ქართულად
https://youtu.be/buSYxq5azNM?si=rhXrJVGqw649ikH2
რეალობა
27 ივნისი 2024 14:14
0
ხვიჩა, ბიჭებს გადაეცი ესპანეთთან მოგება არ გინდათ, თუ არა ქართველებს და სომხებს გაგვისკდება გულება.
ჟორა
27 ივნისი 2024 09:25
5
მადლობა!
თომა
27 ივნისი 2024 08:42
1
დასასრული კარგი იყო,ამიტომაც არის კვარა მაგარი კაცი,არ ივიწყებს წარსულს და იმ დიდებულ ადამიანს,ვინც 81 წელს,როცა თასი მოვიგეთ,ეს ფრაზა"წარმოიდგინეთ,რა ხდება საქართველოში" თქვა. რუსულად თქვა იმ კარგმა კაცმა,თუმცა ყველა ხვდება და რუსულად არ დავწერ.არადა რამდენი იძახდა,კვარა ვერ თამაშობს და სკამზე რატო არ სვავსო და უფრო მეტი იძახდა,ლოჩოშვილს რა უნდა სასტარტოში,მარა საბედნიეროდ,ვილი არის მწვრთნელი და არა ცალფაზიანი იდიოტები. ჰა,გამოდით ეხლა და თქვით რო კალაძე უწერს შემადგენლობას თქვე არასწორებო. ამიტომ უნდა აცადოთ ადამიანებს ბოლომდე საქმის კეთება,ხომ დადეს შედეგი უზარმაზარი. სხვატომ კი არ გეძახით ემოციურად აშლილებს.
იასონას უდარი
27 ივნისი 2024 06:00
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული