იტალიური მედია ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მიერ პორტუგალიის დამარცხებამ და პლეი-ოფში გასვლამ გააოცა, ხვიჩა კვარაცხელიას თამაშმა და გატანილმა გოლმა კი აღაფრთოვანა.
გამოცემები წერენ, რომ "კვარაგოლმა" შოუ დადგა, ხოლო სოციალურ ქსელებში ნეაპოლელი გულშემატკივრები ხვიჩას წარმატებას ულოცავენ.
თუმცა ისინი და, პირველ რიგში, "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ნამატჩევს "კვარას" Rai Sport-თან ნათქვამმა შეაშფოთა, თანაც ღრმად: "ეს რთული იყო, ეს ჩვენი ოცნება იყო. ყველა ჩემი თანაგუნდელი ექსტრაორდინარული გახლდათ. დავამტკიცეთ, რომ ყველასთან შეგვიძლია თამაში. რონალდოს მაისური? ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი დღეა.
კონტემ თქვა, რომ
ვრჩები? მე ჯერ არ ვიცი. მას დიდ პატივს ვცემ, რადგან მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, თუმცა საკითხის გადასაწყვეტად ცოტა დრო მჭირდება. ნეაპოლელებს პატივს ვცემ, "ნაპოლი" მიყვარს, მაგრამ ჯერ ჩემი მომავლის შესახებ დარწმუნებით ვერაფერს გეტყვით".
Sky-ს სატრანსფერო ექსპერტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, რომ "ნაპოლი" მოქმედებას იწყებს და დე ლაურენტისი სპორტულ დირექტორ ჯოვანი მანასთან ერთად სასწრაფოდ გერმანიაში მიფრინავს, რათა "კვარას" და მის აგენტს შეხვდნენ და კონტრაქტის გაგრძელებაზე დაიყოლიონ.
აღნიშნულია, რომ "ნაპოლის" მფლობელი გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმას აპირებს, რომ კვარაცხელია პსჟ-ში არ გადავიდეს და ქართველი გერმანიაში ქართული ფეხბურთის ისტორიას წერს.

და საერთოდ მაგ გუნდიდან სასწრაფოდ უნდა წამოვიდეს, არანაირი მოლაპარაკებები, გაშიფრულია ნაპოლის დაუფასებლობა და მონური მიდგომა ფეხბურთელებისადმი!
Cota khnit mainc daanebon tavi!