მოგეხსენებათ, ვილი სანიოლის გაწვრთნილებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალია 2:0 დაამარცხეს და მერვედფინალის საგზური მოიპოვეს, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქე სწორედ "ფურია როხა" იქნება.
"მინდა, მაქსიმალური პატივისცემა გამოვხატო ჩვენი მეტოქის მიმართ, რომელმაც პორტუგალიის წინააღმდეგ შესანიშნავი და ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა.
დავინახეთ, რომ ისინი ჩვენთან შეხვედრის შემდეგ ძალიან წინ წავიდნენ და თამაშს აუმჯობესებენ. მოგვიწევს, რომ მაქსიმუმი გავიღოთ, რათა მომდევნო ეტაპზე გავიდეთ.
ჩვენ ვნახეთ, რომ მათ გარკვეულწილად შეცვალეს სისტემა, მაგრამ
გარდა ამისა, მათ ევროპირველობაზე სამი მატჩის ჩატარებით უდიდესი გამოცდილება მიიღეს. ასევე, საქართველოს პორტუგალიის დამარცხების შემდეგ უდიდესი მოტივაცია ექნება, რაც მათ კიდევ უფრო სახიფათოს ხდის.
გვინდა, რომ რაც შეიძლება შორს წავიდეთ და ჩემს ფეხბურთელებს ეს გაცნობიერებული აქვთ. არავის უნდა დაავიწყდეს, რომ ერთადერთი ნაკრები ვართ, რომელმაც ჯგუფში ყველა შეხვედრა მოიგო", - თქვა დელა ფეუენტემ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციისთვის მიცემულ კომენტარში.
ვან დერ ვაარტმა რაო ნეტავ,პორტუგალია უმოტივაციო იყო და მეც კი გავუტანდიო?
ან სუპერკომპიუტერი როგორ ხასიათზეა,ნამუსის პროცესორი ხო არ გადაუხურდა?
რუსმა მწვრთნელმა ნეპომნიაშიმ და შინიკკის მწვრთნელმა რაო ნეტავ?