როგორ უხსნიან საქართველოს ნაკრებს სიყვარულს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან - "ჩვენი გაფუჭებული ახალგაზრდებისგან განსხვავებით, საქართველომ გულით ითამაშა"

AutoSharing Option
სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის გა­მარ­ჯვე­ბას პორ­ტუ­გა­ლი­ას­თან ფეხ­ბურ­თის უცხო­ე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ეხ­მა­უ­რე­ბი­ან. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს პა­ტი­ვის­ცე­მას და მხარ­და­ჭე­რას უცხა­დე­ბენ.

UEFA EURO 2024-ის “ფე­ის­ბუ­ქის” გვერ­დზე სა­ქარ­თვე­ლოს გა­მარ­ჯვე­ბის შე­სა­ხებ პოს­ტის ქვეშ 26 000-ზე მეტი კო­მენ­ტა­რი და­ი­წე­რა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ქარ­თვე­ლომ მი­ლოც­ვა თა­ვად პორ­ტუ­გა­ლი­ი­და­ნაც მი­ი­ღო. უცხო­ე­ლი ფა­ნე­ბის რე­აქ­ცი­ე­ბი ასე­თი იყო:

“სა­ქარ­თვე­ლომ ეს შეძ­ლო! პლეი-ოფში გა­ვიდ­ნენ თა­ვი­ანთ პირ­ველ დიდ ტურ­ნირ­ზე. რა მიღ­წე­ვაა. ვფიქ­რობ, ეს სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი რა­ღაც სე­რი­ო­ზულს/მნიშ­ვნე­ლო­ვანს გა­ა­კე­თებს, ამ ტურ­ნირ­ზე თა­ვი­ანთ ის­ტო­რი­ას გა­და­წე­რენ. ისი­ნი შე­ტე­ვი­სას ყო­ველ­თვის მი­ზან­და­სა­ხუ­ლე­ბი არი­ან. პორ­ტუ­გა­ლია ძა­ლი­ან იმედ­გა­მაც­რუ­ე­ბე­ლი და უმიზ­ნო იყო”.

“პორ­ტუ­გა­ლია
შე­იძ­ლე­ბა ფა­ვო­რი­ტად მი­იჩ­ნე­ო­და, მაგ­რამ... სა­ქარ­თვე­ლოა ის, რომელმაც ჩვე­ნი, ევ­რო­პე­ლე­ბის გუ­ლე­ბი მო­ი­გო. სა­ქარ­თვე­ლო, თქვენ ბრწყინ­ვა­ლედ ითა­მა­შეთ. თქვენ და­ამ­ტკი­ცეთ, რომ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ყოფ­ნას იმ­სა­ხუ­რებთ. პა­ტი­ვის­ცე­მა და­ნი­ი­დან!”

Guardian-ის ერთ-ერთ პოსტზე კი პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რის მი­ლოც­ვას ვკი­თხუ­ლობთ:

“გი­ლო­ცავთ პორ­ტუ­გა­ლი­ი­დან. სა­ქარ­თვე­ლომ გუ­ლით ითა­მა­შა, ჩვე­ნი გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით. ეს მარ­ცხი პორ­ტუ­გა­ლი­ას ძვი­რად და­უჯ­დე­ბა”.

განაგრძეთ კითხვა

alt"კვარაცხელიამ რონალდოს ყველა ასპექტში აჯობა, კვირკველიას ამბავიც ძალიან მახარებს..." - სიომინმა საქართველოსა და პორტუგალიის მატჩი შეაფასა

altსავარაუდოდ, ქართველი ფანის თავდასხმა რონალდოზე თუ მიახლოება კუმირთან? - ჩვენს ნაკრებთან მატჩის შემდეგ კრიშტიანო შოკირებული დარჩა და ტრავმას გადაურჩა [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 9 /
მეგობრებო, როგორც შარშან მთელმა საქართველომ დადებითი სურვილები გავუგზავნეთ ნაპოლის რომ სკუდეტო აეღო, ასევე ყველამ ვილიცოთ საქართველის მიერ ესპანეთის ძლევაზე!!! შეუძლებელი არაფერია! დიდება საქართველოს!!!
ალექსანდრე
01:54 28-06-2024
0
დავითაშვილი მარტო მიათრევს ნაკრებს გულიანი ბურგერ კაცია
17

სიახლეები პოპულარული