როგორ უხსნიან საქართველოს ნაკრებს სიყვარულს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან - "ჩვენი გაფუჭებული ახალგაზრდებისგან განსხვავებით, საქართველომ გულით ითამაშა"

AutoSharing Option
სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის გა­მარ­ჯვე­ბას პორ­ტუ­გა­ლი­ას­თან ფეხ­ბურ­თის უცხო­ე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ეხ­მა­უ­რე­ბი­ან. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს პა­ტი­ვის­ცე­მას და მხარ­და­ჭე­რას უცხა­დე­ბენ.

UEFA EURO 2024-ის “ფე­ის­ბუ­ქის” გვერ­დზე სა­ქარ­თვე­ლოს გა­მარ­ჯვე­ბის შე­სა­ხებ პოს­ტის ქვეშ 26 000-ზე მეტი კო­მენ­ტა­რი და­ი­წე­რა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ქარ­თვე­ლომ მი­ლოც­ვა თა­ვად პორ­ტუ­გა­ლი­ი­და­ნაც მი­ი­ღო. უცხო­ე­ლი ფა­ნე­ბის რე­აქ­ცი­ე­ბი ასე­თი იყო:

“სა­ქარ­თვე­ლომ ეს შეძ­ლო! პლეი-ოფში გა­ვიდ­ნენ თა­ვი­ანთ პირ­ველ დიდ ტურ­ნირ­ზე. რა მიღ­წე­ვაა. ვფიქ­რობ, ეს სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი რა­ღაც სე­რი­ო­ზულს/მნიშ­ვნე­ლო­ვანს გა­ა­კე­თებს, ამ ტურ­ნირ­ზე თა­ვი­ანთ ის­ტო­რი­ას გა­და­წე­რენ. ისი­ნი შე­ტე­ვი­სას ყო­ველ­თვის მი­ზან­და­სა­ხუ­ლე­ბი არი­ან. პორ­ტუ­გა­ლია ძა­ლი­ან იმედ­გა­მაც­რუ­ე­ბე­ლი და უმიზ­ნო იყო”.

“პორ­ტუ­გა­ლია
შე­იძ­ლე­ბა ფა­ვო­რი­ტად მი­იჩ­ნე­ო­და, მაგ­რამ... სა­ქარ­თვე­ლოა ის, რომელმაც ჩვე­ნი, ევ­რო­პე­ლე­ბის გუ­ლე­ბი მო­ი­გო. სა­ქარ­თვე­ლო, თქვენ ბრწყინ­ვა­ლედ ითა­მა­შეთ. თქვენ და­ამ­ტკი­ცეთ, რომ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ყოფ­ნას იმ­სა­ხუ­რებთ. პა­ტი­ვის­ცე­მა და­ნი­ი­დან!”

Guardian-ის ერთ-ერთ პოსტზე კი პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რის მი­ლოც­ვას ვკი­თხუ­ლობთ:

“გი­ლო­ცავთ პორ­ტუ­გა­ლი­ი­დან. სა­ქარ­თვე­ლომ გუ­ლით ითა­მა­შა, ჩვე­ნი გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით. ეს მარ­ცხი პორ­ტუ­გა­ლი­ას ძვი­რად და­უჯ­დე­ბა”.

განაგრძეთ კითხვა

alt"კვარაცხელიამ რონალდოს ყველა ასპექტში აჯობა, კვირკველიას ამბავიც ძალიან მახარებს..." - სიომინმა საქართველოსა და პორტუგალიის მატჩი შეაფასა

altსავარაუდოდ, ქართველი ფანის თავდასხმა რონალდოზე თუ მიახლოება კუმირთან? - ჩვენს ნაკრებთან მატჩის შემდეგ კრიშტიანო შოკირებული დარჩა და ტრავმას გადაურჩა [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 9 /
ბიჭებო ხომ ხედავთ გულით თამაშს აღნიშნავენ უცხოელებიც. ჩვენ ეს თქვენი თავდადება და გულით თამაში პლეი ოფებიდან დავინახეთ. ამიტომ გვქონდა რწმენა რომ ჯგუფიდან გასვლა შეგვეძლო. დიდი რწმენით და თავგანწირვით ყველაფერია შესაძლებელი. მე მახსოვს ესპანეთი და მათი თამაშიც, მაგრამ თქვენი თავდადების მჯერა, უკვე არავისი მეშინია. ერთმანეთს რწმენა ვაჩუქეთ და ყველა დავაჯერეთ ჩვენ თავთან ერთად რომ მეტი შეგვიძლია. რწმენას და თავდადებას გისურვებთ. საქართველოს გაუმარჯოს.
G.LA
19:44 27-06-2024
1
კვარას ბოდიში მოუხადეთ თუ ჯერ ფიქრობთ? ასევე,ლოჩოშვილსაც ეკუთვნის ერთი ბოდიში,რასაც თამაშამდე წერდით ყველანაირ ზღვარს სცდებოდა.
იასონას უდარი
19:08 27-06-2024
4

სიახლეები პოპულარული