"კორიერე დელო სპორტის" ცნობით, ადგილობრივი დროით 07:00 საათზე "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი, სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა, გენერალური დირექტორი ანდრეა კიაველი და ადვოკატი მატია გრასანი გერმანიაში ხვიჩა კვარაცხელიასთან და მის აგენტთან, მამუკა ჯუღელთან შესახვედრად გაფრინდნენ.
მიზანი კვარაცხელიასთან კონტრაქტის გაგრძელებაა და მას წლიურ გასამრჯელოდ 5.5 მილიონ ევროს შესთავაზებენ. თუმცა პსჟ მზადაა, ხვიჩას გაცილებით მეტი გადაუხადოს.
Sky-ს სატრანსფერო ექსპერტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, რომ მხარეებს შორის შეხვედრა დიუსელდორფში შედგა, ჯერ არაფერი არ გადაწყვეტილა, ეს მოლაპარაკებების მხოლოდ პირველი რაუნდი იყო, თუმცა ქართველმა "ნაპოლის"
მიმართ თავისი დადებითი დამოკიდებულება გამოხატა, რაც კლუბის ხელმძღვანელობას ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს.
ფიფას აგენტმა გაბრიელე ჩიონომ რადიო 1 Station-ის ეთერში განაცხადა, რომ ქართველის წასვლის შანსი არსებობს, რამეთუ დიდი ევროპული კლუბი იწვევს და მისი შეცვლა ფედერიკო კიეზას შეუძლია.
"ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ანტონიო კონტე კატეგორიულად მოითხოვს "კვარას" დატოვებას.
ეგ ბათუმი ქათქათა არის იგივე. zura222 რომელიც ყოველთვის თესავს ზიზღს, ხან ნაცების ხან ასე ცდილობს ბათუმი ან სხვა რაღაც დაპირისპირება შემოიტანოს აქ. თავისი უტვინობით სადაც არ თამაშობენ და ასეთი მთიანი რეგიონი ბევრია საქართველოში ასევე ქალაქებიც, მათ უფლებას ართმევს ეგ არამზადა საქართველოს მტერი.
ბიძი გაკვრაგამოკვრისხევში ფეხბურთი არასდროს უთაშიათ 15% დაღმართია და არ უნდა ეზეიმათ გუშინ?