დიუსელდორფში კვარაცხელია "ნაპოლის" ხელმძღვანელობას შეხვდა - ეს მოლაპარაკებების პირველი რაუნდი იყო

AutoSharing Option
"კორიერე დელო სპორტის" ცნობით, ადგილობრივი დროით 07:00 საათზე "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი, სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა, გენერალური დირექტორი ანდრეა კიაველი და ადვოკატი მატია გრასანი გერმანიაში ხვიჩა კვარაცხელიასთან და მის აგენტთან, მამუკა ჯუღელთან შესახვედრად გაფრინდნენ.

მიზანი კვარაცხელიასთან კონტრაქტის გაგრძელებაა და მას წლიურ გასამრჯელოდ 5.5 მილიონ ევროს შესთავაზებენ. თუმცა პსჟ მზადაა, ხვიჩას გაცილებით მეტი გადაუხადოს.

Sky-ს სატრანსფერო ექსპერტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, რომ მხარეებს შორის შეხვედრა დიუსელდორფში შედგა, ჯერ არაფერი არ გადაწყვეტილა, ეს მოლაპარაკებების მხოლოდ პირველი რაუნდი იყო, თუმცა ქართველმა "ნაპოლის"
მიმართ თავისი დადებითი დამოკიდებულება გამოხატა, რაც კლუბის ხელმძღვანელობას ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს.

ფიფას აგენტმა გაბრიელე ჩიონომ რადიო 1 Station-ის ეთერში განაცხადა, რომ ქართველის წასვლის შანსი არსებობს, რამეთუ დიდი ევროპული კლუბი იწვევს და მისი შეცვლა ფედერიკო კიეზას შეუძლია.

"ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ანტონიო კონტე კატეგორიულად მოითხოვს "კვარას" დატოვებას.

მკითხველის კომენტარები / 21 /
მე ჯუღელის ადგილას მოვითხოვდი: 1.ხელფასის გაზრდა, ვთქვათ 5,5 მლნ-მდე; 2.ვინაიდან და რადგანაც ეს ხელფასი შარშანწინდელი თამაშით ეკუთვნოდა შარშანაც, ამიტომ რაზეც არ უნდა მოილაპარაკონ, ვთქვათ 5,5 მლნ - გამოვაკლოთ 1,5 მლნ, რაც აიღო შარშან, და ეს განსხვავება 4 მლნ მისცენ ცალკე, ხასგასმით, რომ შარშან ეკუთვნოდაო. ამ შემთხვევაში გაიგებს ყველა, რომ წუწურაკი და ჟმოტია ეს ლაურენტისი და მორალურად ხვიჩაც მაგრად იქნება.
alexandre
28 ივნისი 2024 15:42
0
ხვიჩა უნდა წავიდეს ნაპოლიდან, ერთადერთი, რამაც შეიძლება შეაკავოს, ეს ნაპოლის მაცხოვრებლები არიან, რომელთაც გულით უყვართ კვარა. თუმცა დარწმუნებული ვარ, მათ არც ლაურენტისის ღორული საქციელი არ გამოჰპარვიათ. კვარა წავა პსჟ_ში, მოიგებს ლიგას, მერე გადავა რეალში, იქაც მოიგებს ტიტულებს და დაუბრუნდება ბოლოს ნაპოლის, ეს იქნება მათზე პატივის მიგება.
ბადრი
28 ივნისი 2024 14:16
1
ამის მიზანია კვარას კონცენტრირებადაუკარგოს და ევროზე არ გამოუვიდეს, რომ სხვა კლუბება ინტერესი დაეკარგოთ, ჩვენი ნაკრების მტერია ეს უაზრო წვერებიანი
გიო
28 ივნისი 2024 12:20
1
რა დროს ნაპოლია ეს წუწურაქი ესპანეთთან თამაშის წინ ტვინის ასარევად ჩავიდა, როგორ ბედავს? ნაკრების ხელმძღვანელობა რას აკეთებს?
გუო
28 ივნისი 2024 12:16
0
აბსოლიტურად მართალს იძახის ,,ბათუმს ქათქათას"! Ერთი ფეხბურთელი არ გაგიზრდიათ ბათუმში ჩვენწელთაღრიცხვიდან დღემდე
G.LA
28 ივნისი 2024 06:33
7
ეს ბებერი რა ნაგლი ნ....ზარი არის აზზე ხართ? აი ეგ კონტრაქტი უნდა დაახვიოს კვარამ და მაგის სასტავმა კიდე მიმართულება მისცეს!!!
T.q
28 ივნისი 2024 00:09
2
გავურაშოთებ?სიტყვა დაწერისას შეგეშალა თუ აზრზე არ ხარ რას ნიშნავს?
Lobotka
27 ივნისი 2024 23:13
0
ეგ არის. zura222

ეგ ბათუმი ქათქათა არის იგივე. zura222 რომელიც ყოველთვის თესავს ზიზღს, ხან ნაცების ხან ასე ცდილობს ბათუმი ან სხვა რაღაც დაპირისპირება შემოიტანოს აქ. თავისი უტვინობით სადაც არ თამაშობენ და ასეთი მთიანი რეგიონი ბევრია საქართველოში ასევე ქალაქებიც, მათ უფლებას ართმევს ეგ არამზადა საქართველოს მტერი.
შემოკედლებულ მტერს რაა??
27 ივნისი 2024 22:49
2
ფიფას წესებით ფეხბურთელს ცალმხრივად შეუძლია კონტრაქტის დარღვევა. ამისთვის დაედება ფინანსური სანქცია, რომელიც ტოლია არსებული კონტრაქტით გათვალისწინებული მისაღები თანხისა და სპორტული სანქცია(თუ გუნდი მოითხოვს) ოთხთვიანი დისკვალიფიკაცია, რომელიც არ ეხება ეროვნულ ნაკრებს.კვარას გადასაწყვეტია-ოთხი თვე დაისვენოს და მოცილდეს ამ სოვდაგარს თუ სამუდამოდ მისი მონა იყოს.
მირიან
27 ივნისი 2024 22:43
4
ქათქათას-ს
ბიძი გაკვრაგამოკვრისხევში ფეხბურთი არასდროს უთაშიათ 15% დაღმართია და არ უნდა ეზეიმათ გუშინ?
Levani
27 ივნისი 2024 22:18
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული