ესპანეთის ნაკრების მცველმა რობენ ლე ნორმანმა ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში საქართველოს ეროვნულ გუნდთან დაპირისპირებაზე გააკეთა კომენტარი.
"ჩვენს თავში ძალიან დარწმუნებული ვართ, მაგრამ ცივსისხლიანობის შენარჩუნება გვმართებს. თუ ყველა ძალისხმევას გავიღებთ, ყველაფერი კარგად იქნება. საკუთარ თავში ზედმეტად დარწუნებული არ უნდა ვიყოთ, რადგან ჯერ არაფრისთვის მიგვიღწევია. ახლა 1/8-ფინალის გადალახვა გვჭირდება.
თუ ინტენსივობას შევინარჩუნებთ, შორს გავალთ. ბურთის დაკარგვისას ყველა უკან ვიხევთ და ეს მთავარია.
საქართველოს სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ, ვინაიდან ამჟამად მათ შესანიშნავი მომენტი აქვთ და ყველაფერს კარგად აკეთებენ. მეტოქეს ვიცნობთ, დაგვიმარცხებია, თუმცა ეს სხვა მატჩი
იქნება", - ციტირებს ლე ნორმანს "მარკა".