ნაჩო: კვარაცხელია განსაკუთრებულია - მამარდაშვილს ბევრი უნდა გავუტანოთ

AutoSharing Option
30 ივნისს, ევროპირველობის მერვედფინალში, საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება. მომავალი მატჩის შესახებ უეფას საიტთან მეტოქე გუნდის 34 წლის მცველმა ნაჩო ფერნანდესმა ისაუბრა, რომელიც ახლახან "რეალიდან" საუდის არაბეთის "ალ კადსიაში" გადავიდა:

"მამარდაშვილი კარგი მეკარეა, ლა ლიგაში შესანიშნავად თამაშობს და ფანტასტიკურ ევროს ატარებს. ის საქართველოს მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, თუმცა არ ინერვიულოთ, შევეცდებით, რაც შეიძლება მეტი გოლი გავუტანოთ და ისე გავაკეთოთ, რომ ძალიან წარმატებული დღე არ გამოუვიდეს. უდავოა, ის ამ წლების განმავლობაში თავის მაღალ კლასს ამტკიცებს.

კვარაცხელია განსაკუთრებულია. გასულ სეზონში ჩვენ (რეალი) ორჯერ ვითამაშეთ მის
წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაზე და ვიტყოდი, რომ სხვა დონეზეა. ძალიან სწრაფია, ერთი-ერთზე თამაშისას გამორჩეულად კარგია. ხვიჩა საქართველოს ნაკრების ლიდერია და ჩვენი მთავარი საფრთხეა, რომელთანაც საქმე გვექნება. ხალხს შეუძლია ამ შეხვედრაში ფავორიტად მიგვიჩნიოს, მაგრამ ამას ესპანეთისთვის მნიშვნელობა არ აქვს".

მკითხველის კომენტარები / 19 /
ვინც ჩვენ წყალბურთი გვათამაშა შოტლანდიაში სად არიან??...თქვენც ეგრე მოგივათ პროვოკაციული უხეშობისტვის
ჟორა
28 ივნისი 2024 10:07
2
ესპანეთს არ ვიცი რა უნდა დავუპირისპიროთ ძალიან ძლიერი და სწრაფი ნაკრებია. თქვენი აზრით რა ასპექტში შეიძლება ვაჯობოთ და დავამარცხოთ?
რაბუ
28 ივნისი 2024 09:33
2
ერთადერთი რისიც მეშინია, რეალთან მართლა ცუდი თამაში ქონდა მამარდას და მეშინია არ განმეორდეს.
იმel
28 ივნისი 2024 14:11
2
ვაიიმეე ! ამათი სისხლი დამალევინა. ნუ,კარგი გაგებით.
ALONZO
28 ივნისი 2024 16:27
0
მაგათი სანგრია ჯობია :) (ღვინო)
Gio
28 ივნისი 2024 17:38
0
ერთი რამ რაც ცუდია ესპანეთს ჩვენზე მეტი დასვენება მოუწია და ძალებს უკეთ აღიდგენენ:(
გულშემატკივარი
28 ივნისი 2024 12:55
0
Nacho minimum naxevari finalshi gavalt iseti razgoninaqvtbagebuli echvi meprabea tvqnec shegvacherot mjera ro.espanetsbmovugebt
Lasha
28 ივნისი 2024 12:32
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული