დე ლაურენტისი "კვარას" დილაუთენია ეახლა და ორი საათი ესაუბრა

AutoSharing Option
იტალიური მედია დეტალურად გადმოსცემს "ჯვაროსნების" ევრო 2024-ზე მიღწეულ წარმატებას და აღწერს, თუ როგორი სიხარული სუფევს ამჟამად საქართველოში. ხვიჩა კვარაცხელიას პორტუგალიასთან დიდებულმა თამაშმა და ნამატჩევს მისმა Rai Sport-თან ნათქვამმა, რომ არ იცის, დარჩება თუ არა "ნაპოლიში", იმდენად დააფრთხო კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი, რომ მეორე დილით 7 საათზე გადაფრინდა გერმანიაში და თან სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა, გენერალური დირექტორი ანდრეა კიაველი და ადვოკატი მატია გრასანი იახლა.

დე ლაურენტისთან დაახლოებულმა ჟურნალისტმა კარლო ალვინომ განაცხადა, რომ შეხვედრა დიუსელდორფის აეროპორტის მახლობლად სასტუმროში შედგა, ორ საათს გასტანა
და პოზიტიური შედეგი გამოიღო.

ANSA-ს მტკიცებით, მინი-სამიტზე კვარაცხელიას ხელფასის მნიშვნელოვნად გაზრდა და კონტრაქტის განახლების სანაცვლოდ მასში გაწყვეტის პუნქტის შეტანა შესთავაზეს, რაც ძალიან მაღალი თანხის გადახდის შედეგად იქნება შესაძლებელი და რაც მომავალში სატრანსფერო ბაზარზე დიდი წინადადებების მიღების საშუალებას მისცემთ.

"რეპუბლიკის" ცნობით, შეხვედრამ დადებითი შედეგები გამოიღო, რადგან საკმაოა ფეხბურთელის პსჟ-ის მიერ გადაბირების საშიშროება და მხარეები მოლაპარაკებებს ევროპირველობის შემდეგ განაახლებენ.

ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს, რომ დე ლაურენტისმა ახალი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს მოთხოვნა გააჟღერა, რომელიც "კვარას" გუნდის პროექტში ცენტრალურ ფიგურად მოიაზრებს და ქართველს ვერ შეელევიან.

ამასთან დაკავშირებით რადიო Marte-ს ეთერში ჟურნალისტმა ენრიკო ფედელემ ისაუბრა: "წარმოგიდგენიათ, "ნაპოლის" ოთხი ხელმძღვანელი გერმანიაში ხვიჩასთან სასაუბროდ ჩავიდა. ამ სიშორეზე ხელშეკრულების გასახანგრძლივებლად წავიდნენ. წინასწარი შეთანხმება რომ არ ჰქონოდათ, არ გაემგზავრებოდნენ. ასეთ საკითხებში საკმაო გამოცდილება მაქვს, ვიცი, ადრე შეცდომები იქნა დაშვებული, ეს ცუდი მმართველობის შედეგია, ზოგიერთი დეტალი კონფიდენციალურად უნდა დარჩეს, მაგრამ ყველაფრის გამოსწორებაა შესაძლებელი და მთავარი კვარაცხელიასა და დი ლორენცოს გუნდში დატოვებაა".

მკითხველის კომენტარები / 38 /
გვარით ესპანელია და ალბათ ესპანელების საქმეს აკეთებს. არ აძინებს წესიერად.შეიძლება ხვალაც დაადგეს))
დავით 67
28 ივნისი 2024 19:12
4
თავდაპირველად მეც ვეთანხმებოდი პოზიციას, რომ ხვიჩა აუცილებლად უნდა გაცლოდა ნაპოლის. მაგრამ ეხლა სურათი ძლიერ შეიცვალა. ლაურენტისმა როგორც ჩანს შეცდომები გაათვიცნობიერა, რადგან ასეთი დონის მაღალანაზღაურებად მწვრთნელთან გააფორმა კონტრაქტი. კონტე არ არის ხელწამოსაკრავი ფიგურა ფეხბურთში და ზოგადადაც, როგორც პიროვნება. სწორედ მისი წინაპირობაა ხვიჩასა და დი ლორენცოს ტრანსფერის გამორიცხვა. ამიტომაც იკადრა ბატონმა და მენეჯერებითურთ გაუწია გერმანიისკენ. ამ სიტუაციაში კიდევ ერთხელ მიეცა შანსი ჯუღელს, გამოასწოროს თავდაპირველად დაშვებული შეცდომები. სრულიად ხელსაყრელი მდგომარეობა შეიქმნა სასურველი პირობებით კონტრაქტის განახლებისათვის. წესიერი ხელფასი და რეალური გამოსასყიდი მომდევნო სეზონიდან, არ იქნება ცუდი ვარიანტი და აი რატომ:- ხვიჩა შეჩვეულია ამ ქალაქს და გულშემატკივრის კერპია, გუნდში ცენტრალური ფიგურა შეიქმნება და თამაში მის ირგვლივ აეწყობა. ამასთანავე კონტე დიდი მწვრთნელია და მისგან შეიძლება ბევრი რამის კიდევ უფრო დახვეწა და განსწავლა ტაქტიკურ ფეხბურთში. მართალია არ ექნება ევროპა, მაგრამ ამასაც აქვს პლიუსი, ამ გადატვირთული პერიოდის შემდეგ არ ექნება კიდევ ერთი გადამღლელი სეზონი. ცოტას დაისვენებს, ძალებს მოიკრებს, უფრო მეტის ჩვენებასაც მოახერხებს. ცოტა ვიეგოისტებ და ნაკრებსაც სჭირდება ნაკლებადგადაღლილი ხვიჩა! კარგი სეზონის შემდეგ კი, უკვე ჩამოყალიბებულ სრულფასოვან ვარსკვლავად გადავა რომელიმე მისთვის შესაფერის გრანდში.
ამატაკი
28 ივნისი 2024 19:07
5
კუზიანს სამარე გაასწორებს მხოლოდ...
გია
28 ივნისი 2024 22:06
0
ანუ ისე გამოსწორდა რომ ზურგი ეფხანება და მალე ფრთები ამოუვა ? DD ყველამ უნდა გაითვალისწინოს და პირველ რიგAში კვარას მხარენ რომ ეს ბებერი აფერისტი წარმოსობით^კაპიტალისტი და საქმოსანია მესამე თაობის და ბავშვობიდან აქვს ცაბეჭდილი ტვინში როგორ გააცუროს სხვა და როგორ გააკეთოს ამით ბევრი ფული ! ერთხელ უკვე გააცურა გამოუცდელი პერეგავორა და ჩალის ფასად ცაიგდო ხელში ბრილიანტი და ათმაგს მარტო ფულის მოგებას ნახავს მისი გაყიდვით არაფერი რომ ვთქვათ სკუდეტოს მოგებაზე (კვარას გარეშე საკუთარი ყურებივით რომ ვერ ნახავდნენ) და კვარას სახელით მოგებულ ფულზე -როგორც ამბობენ კვარას მისვლიდან დღემდე 170 მილიონზე მეტი სუფთა მოგება ნახეს (ფორმის გაყიდვით რეკლამით და სხვა) და რა თქმა უნდა ეხლა ყველაფერს გააკეთებს რომ ოქროს კვერცხების მდებელი მამალი ხელიდან არ გაუშვას და გერმანიაში კი არა წალენჯიხაში ჩააკითხავს და ათასნაირი პირობებით მოთაფლავს @ აი ამიტომ მაგრა უნდა დაუდგეს კვარა და თუ ჯუღელი ვერ ქაჩავს მაშინ 1-2 თვით დაიქირავოს მაგარი აგენტი და ადვოკატი და სანამ მოთხოვნილ ხელფასს 7 მილიონს არ ჩაუწერენ კონტრაქტში და რაც უფრო აუცილებელია--ადეკვატურ გამოსასყიდ თანხას არ ჩაუწერენ არავითარ შემთხვევაში არ მოაწეროს ხელი ახალ კონტრაქტს ! პლიუს ასეთი მუხლიც უნდა ჩააწერინონ--როგორც კი გამოჩდება გუნდი რომელიც გადაიხდის 85 მილიონს(ტრანსფერმარკეტში კვარას შეფასებულ ფულს) ეგრევე გაყიდიან ყოველნაირი დაბრკოლების გარეშე და ეს მუხლი ბევრ ფეხბურთელს აქაქვს კონტრაქტი ვისაც გამოცდილი და მაგარი აგენტი ყავს !
zura222
28 ივნისი 2024 21:29
0
ვერ დაგეთანხმებით კომენტარებში...სპორტსმენს დილით ღვიძავ ყოველთვის ეგ ერთი და მეორე ის რომ პირიქით დამშვიდდება კაცი აღარ იფიქრებს ცვლილებაზე და პსჟ გადასვლაზე
დავით იაშვილი
28 ივნისი 2024 17:56
5
ესეიგი რა დონის არაკაცია @ დააცადე რაა კაცს ასეთი თამაში აქვს წინ და რომ დაადექი დილაადრიან @@ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დარჩეს კვარა მაგასთან ! ეგ არ იყო რომ ამბობდა-არ მაინტერესებს იქეთა (ანუ კვარს) მხარის აზრები კვარას კონტრაქტი აქვს და ჩემი მონაა 2027 წლამდეო @ ანუ არ ყოფილა მონა და კვარას თავისუფლად შეუძლია კონტრაქტის გაწყვეტა და იმ კონტრაქტის გაწყვეტას არ მოყვება ისეთი დამღუპველი სანქციები ზოგიერთი რომ გვაშინებს ! ასე რომ არ იყოს ჩავიდოდა ამ გაგანია სიცხეში შეიწუხებდა თავს და თან მთელ ამალას იახლებდა ?? არა რა თქმა უნდა იჯდებოდა არხეინად და დაელოდებოდა "თავის მონა კვარას"დაბრუნებას და პლიუს მისი დასჯის ვარიანტებსაც განიხილავდა--როგორ გაბედა მონამ რომ დაელაპარაკა სხვა გუნდსო !
zura222
28 ივნისი 2024 17:09
2
გასაგებია ნაპოლის თავის ინტერესები აქ მარა დილაუთენია თავზე დაადგეს სალაპარაკოდ ფეხბურთელს რომელსაც დასვენება და კონცენტრაცია ჭირდება. მოეთმინათ კიდე ცოტა. მართალია ხათრის გამო არ უნდა დარჩეს ხვიჩა ახალი გამოწვევები მეტი ხელფასით მეტი თასის მოგების პერსპექტივით ჯობია. ნაპოლი ის გუნდია რომელიც 20 წელში ერთხელ აღწევს წარმატებას. პსჟ სხვა ვარიანტი ჯობია მარა ამ ნაპოლის პსჟ კი არა დორტმუნდი ან მონაკო გერჩივნოს
ლაშა
28 ივნისი 2024 16:32
2
ეს კლუბი უკვე ჩაიძირა და კარგა ხანი ვერ შესძლებს სამეულშიც მოხვედრას, საკმარისია რაც ფარული დაპირებები აძლიეს და დაცინვა მივიღეთ. გამოსასყიდ თანხას იმხელას მოითხოვენ უნდათ მონად დარჩეს ნაპოლიში.
ნებისმიერი ნორმალური აზროვნების გუნდი გერჩივნოს ამ ოდიოზურ ამპარტავან თხის წვერებიანს.
ნაპოლი ფსკერია
28 ივნისი 2024 15:46
3
ხვიჩა, ხათრის გამო არ დარჩე ნაპოლიში, ეს გუნდი შენი კარიერისთვის ჭაობია. კონტეც დიდხანს ვერ მოითმენს ლაურენტისს, წავა და მერე შენ უნდა დარჩე არეულ გუნდში.
გია
28 ივნისი 2024 13:52
2
რა უბედურებაა, რა დროს მათთან 2 საათიანი ლაპარაკია? იმედია ხვიჩა არ ინერვიულებს. მაინც ძალიან კეთილი და კარგად აღზრდილი კაცია ჩვენი ბიჭი, თორემ წესით უნდა უარი ეთქვა შეხვედრაზე. ეხ, ლაურენტის!, იმედია ცუდი ფეხი მაინც არ გაქ. თან იურისტიც წაიყვანა, წესებით და კანონებით რომ ელაპარაკა.
alexandre
28 ივნისი 2024 13:30
2
დამპაალი ბებერი ღოორი...
28 ივნისი 2024 13:07
4
არ უნდა დარჩეს ხვიჩა ნაპოლიში. ნაპოლის ხელახლა დაქოქვას დრო უნდა, რომელიც ხვიჩასთვის დაკარგული იქნება.
მამუკა
28 ივნისი 2024 12:38
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული