გიორგი მამარდაშვილი: კვარაცხელია უკეთესია, ვიდრე მთელი ესპანეთი - მიქაუტაძე დიდ კლუბში გადავა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილმა ესპანეთთან ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში შეხვედრის შესახებ გააკეთა კომენტარი:

"ჩემი აზრით, ესპანეთი ტურნირის მთავარი ფავორიტია. საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ დიდი გული აქვს და მთელი ძალით უნდა ვიბრძოლოთ, რათა დავინახოთ, რა გამოგვივა. ევრო 2024 უკვე კარგად ჩავატარეთ, ახლა სიამოვნება უნდა მივიღოთ და ჩვენსას ბოლომდე ვეცადოთ. რთული იქნება, თუმცა ამისათვის მზად ვართ.

თავის კარგად დაცვა და კონტრშეტევებზე სწრაფად გადასვლა გვმართებს. საამისოდ წინ უნარიანი ფეხბურთელები გვყავს.

ესპანეთთან 1:7 წაგებული მატჩი? ვფიქრობ, მაშინ არ გაგვიმართლა. მეტოქე გუნდიდან ყველანი სახიფათონი არიან.
იამალი მაღალი კლასისაა, გოლების გატანაც შეუძლია და საგოლე გადაცემების გაკეთებაც. აგრეთვე ლა ლიგის საუკეთესო მეკარე ჰყავთ. ბრძოლა და კონცენტრაცია მოგვიწევს, რასაც აქამდე ვაკეთებდით.

ესპანეთში გატარებული მთელი პერიოდი კარგად მახსენდება. სანიოლმა გვითხრა, რომ ჩვენს დონეზე უნდა დავრჩეთ. ევროპირველობაზე ჩემი საუკეთესო მოგერიება ის იყო, როდესაც პორტუგალიელ დიოგუ დალოტს არ გავატანინე, თუმცა გოლი რომ გასულიყო, მაინც არ ჩაითვლებოდა, რადგან VAR-მა იქამდე ჩვენს სასარგებლოდ პენალტი დააფიქსირა.

ჩემი მომავალი "ვალენშიაში" ესპანეთთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდება. მიქაუტაძე ძალიან კარგი თავდამსხმელია და მგონია, ისიც მალე ძალიან დიდ კლუბში გადავა.

კვარაცხელია უკეთესია, ვიდრე მთელი ესპანეთი. არ ვამბობ, რომ გავიმარჯვებთ, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლებთ და ვნახავთ, რა მოხდება".

მკითხველის კომენტარები / 33 /
ზოგს ბავშობაში არ ათამაშებდნენ ფეხბრთს და დასცინოდნენ ბურთს რომ ვერ კენწლიდა, ძველი ბიჭი მზესუმზირის ჭამის დროს რომ გეტყოდა: ჩემი ძმა დააგორე და სამსაც რომ ვერ კენწლიდა და მერე მენისკის აბრალებდა ,ეგეთ ხალხზე განაწყენებული სასტავი წერს ნეგატივებს!ვისაც
გიო
28 ივნისი 2024 22:18
4
ზემოდან გვიყურებენ ესპანელები და ამის საბაბიც აქვთ. მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ მომენტები რაც შეგვექმნება. ერთი სიამოვნება ყოფილა ევროპაზე თამაში. ასეთ თამაშებში იზრდება ფეხბურთელი, უდიდესი გამოცდილებაა და მჯერა უკეთესი საქართველოს ნაკრები იქნება მომავალში. უკვე იმდენი აკადემიაა ქვეყანაში ნელ ნელა ყველა რგოლი დაბალანსდება და შეივსება პერსპექტიული ბიჭებით.
იბრუხ მართალი
28 ივნისი 2024 22:14
1
ნეტა მართლა ზემოდან შეგვხედონ და თავი უკვე მეოთხედფინალში ეგონოთ ესპანელებს! ეგ მარტო საქართველოს წაადგება.

მაგრამ სიმართლე გითხრა, რაც ჩვენი ფეხბურთელების და ხალხის კომენტარებს თვალი გადავავლე ჩვენ უფრო ზემოდან ვიყურებით ას მგონია. მგონია მიწაზე დავეშვათ და ისე გავიდეთ მოედანზე ჯობს.
აზრი
29 ივნისი 2024 00:41
1
იმედია ერთ გოლს მაინც გავუტანთ ესპანეთს ...გასვლის იმედი გვაქ აქაც და ორი ან სამი გინდა რომ დამაჯერებელი იყოს გამარჯვება
მინიმუმ
28 ივნისი 2024 22:13
3
ეგეთი გახარებულები გვენახოთ 30-ში!
არ გაჩერდეთ!
28 ივნისი 2024 22:01
1
სასახელო ქართველები.
-
28 ივნისი 2024 21:45
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული