გიორგი მიქაუტაძე: იტალიაში ხვიჩასთან ერთად? რატომაც არა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ იტალიურ "რეპუბლიკასთან" თავისი მომავლის შესახებ გააკეთა კომენტარი:

"გოლი ყველა ლიგაში გავიტანე, ყველა გუნდში, გარდა "აიაქსში" გატარებული ექვსი თვისა, სადაც სახლი არ მქონდა და მარტო ვიყავი სასტუმროს ნომერში. მათ ენაზე ვერ ვლაპარაკობდი და არავინ არ მიჭერდა მხარს. "მეცში" დაბრუნება გათავისუფლება იყო, უბრალოდ ნახეთ, რამდენი გოლი გავიტანე იანვარში.

ასევე გაგრძელებას ვიმედოვნებ. ახლა მხოლოდ ესპანეთზე ვფიქრობ. მინდა თუ არა იტალიაში ვითამაშო? რა თქმა უნდა, ძალიან. კვარაცხელიასთნ ერთად? შესაძლებელია. მე და ხვიჩა მართლაც შესანიშნავი დუეტი ვართ, ერთმანეთს თვალდახუჭული ვუგებთ.
მიხარია, რომ უგოლო სერია პორტუგალიასთნ შეწყვიტა, რადგან ცოტა იმედგაცრუებული იყო".

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიქაუტაძემ "მონაკოსთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა, იტალიური მედია კი იტყობინება, რომ ქართველით "მილანი" დაინტერესდა.

მკითხველის კომენტარები / 17 /
ნაპოლს ქართველები უნდა ერიდონ სანამ მანდ ლაუფენტისი იქნება, ტიპმა გამოავლინა თავისი თავი როგორც დაუნახავმა უმადურმა, თავისი ზედმეტი ლაპარაკით კი კლუბს ბოლო წელში საკმაო ზარალი მიაყენა. ფეხბურთელებს მონებივით უყურებს, ქართველებს მანდ აღარაფერი ესაქმებათ.
არანაირად
13:54 29-06-2024
8
იტალიაში ერთად თამაშის რა მოგახსენოთ და ალ ჰელაიფი რომ დაფიქრდეს, კვარასთან ერთად ჟორჟის წაყვანა პსჟ-ში იქნებოდა ფანტასტიკური არჩევანი. სუბიექტურობას რომ ავცდეთ და ობიექტურ მოტივაციაზე ვისაუბროთ, შეიხებს აღნიშნული ტრანსფერები 150 მილიონი (მათთვის არც ისე ძვირი) დაუჯდება იმ შემთხვევაში თუ დე ლაურენტისი 120 მილიონიან შეთავაზებას ხელს მოაწერს (მოუწევს), ჟორჟს კი მეტცი 30 მილიონის სანაცვლოდ უეჭველად შეელევა. რას იღებს ამ 150 მილიონით პსჟ - თავდასხმის ხაზში ორ შემდგარ ვარსკვლავს, ერთის მხრივ საუკეთესო ვინგერების სამეულში შემავალ კვარაცხელიას (ღურებულების მიხედვით) და მეორეს მხრივ გოლებზე დაგეშილ შემსრულებელ მიქაუტაძეს. გარდა ამისა, აღნიშნული ფეხბურთელების ინდივიდუალურ საშემსრულებლო ოსტატობისთან ერთად, ისინი უკვე ნაკრების რიგებში წყვილშიც შეთამაშებულნი არიან, რაც პოტენციურად გაზრდის მათ ეფექტურობას პსჟ-ს რიგებში და გუნდის შემტევ პოტენციალს ერთი ორად საშიშს გახდის. რას იღებს ამით საქართველოს ნაკრები - ევროპის ერთ-ერთ წამყვან კლუბში წყვილში მოთამაშე ორ შემტევს, რომელთა შორის ქიმია უკვე საკლუბო დონეზეც გაძლიერებული იქნება და უტყუარია ის ფაქტი, რომ სანაკრებო ასპარეზზე აღნიშნული გარემოება საჩვენოდ მხოლოდ დადებით როლს ითამაშებს.
ABARA
11:33 29-06-2024
6

სიახლეები პოპულარული