ვილი სანიოლი: ესპანეთთან 1:7 წაგება კარგი გაკვეთილი გამოდგა - თავდაჯერება არ გვაკლია

AutoSharing Option
ესპანეთთან ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"ძალიან ემოციური მომენტი გვქონდა, რადგანაც ეს შედეგი მაინცდამაინც მოსალოდნელი არ იყო. ძალების აღსადგენად სჯობდა მეტი დრო გვქონოდა, მაგრამ ფეხბურთელებმა ეს მოახერხეს და მოედანზე გასვლას მოუთმელნლად ელიან. ესპანეთთან 1:7 წაგება რთული იყო, მაგრამ ზოგჯერ ცხოვრებაში ესეთი მომენტები საჭიროა. ეს ჩვენი განვლილი გზის ნაწილი იყო. ის მარცხი ჩვენთვის კარგი გაკვეთილი გამოდგა. ესპანეთის ნაკრები ტურნირზე ჯერ ყველაზე ძლიერი გუნდია. ბევრი რამ შეიძლება მოხდეს.

3.5 წლის საქართველოს შესახებ არაფერი ვიცოდი. მენტალური განსხვავებების გასაგებად
გარკვეული დრო დამჭირდა. ესეც გზის ნაწილია. მე და ფეხბურთელები ერთმანეთს დიდი ხანია ვიცნობთ, იციან, როგორ ვმუშაობ და რას ვითხოვ. ფეხბურთი შენი გამოცდილებითა და გრძნობებით უნდა ითამაშო. ჩვენ ყველას უნდა ვაჩვენოთ, რომ მხოლოდ დაცვაში არ ვართ კარგები. მათ შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავთ, იმავე უილიამსისა და იამალის განვითარებას დავაკვირდეთ. კარგია, რომ ფეხბურთი მხოლოდ მესისა და რონალდოს პიმპონგი არაა. როდრი ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ფეცბურთელია.

ჩემი საქმის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია, გადაწყვეტილებები მივიღო. თუ ის გუნდს ეხმარება, მაშინ ბედნიერი მენეჯერი ვარ. ხვალ ახალი მატჩია, ახალი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული და ვნახავთ, თუ გაამართლებს. თავდაჯერება არ გვაკლია."

ღვთისავარ ანთაძე კიოლნიდან

მკითხველის კომენტარები / 17 /
ნაკლები ვილაპარაკოთ და ვიბაქიბუქოთ ჯობია. უძლიერესია ესპანეთი და გაგვარღვევენ თუ ბევრს ვილაპარაკებთ. ისინიც უსმენენ კომენტარებს.
odala
29 ივნისი 2024 17:14
17
რევანში გვაქვს ასაღებიიიიიიიი!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
ასეა!
29 ივნისი 2024 17:10
0
ამ ბიჭებმა უკვე ყველაფერი დაამტკიცეს !!
გაუმარჯოს ჩვენს ნაკრებს!!
ჯონი
29 ივნისი 2024 18:25
0
ჰოდა არ უნდა ავყვეთ პროვოკაციებს, არც მსაჯთან უნდა ვიკამათოთ, ვარიც ჯერ-ჯერობით ჩვენს მხარეზეა, ამიტომ უნდა ვითამაშოთ მთელი ძალით და ვათრიოთ ესპანელები. მაგათ პოვოკაციებს და უხეშობებს მსაჯიც მიხედავს, ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთოთ. აუცილებლად მოვუგებთ მაგათაც და გერმანიასაც!
ჰააა, გარეჯი ნაურუა?)))
29 ივნისი 2024 17:03
3
შენც კაი პრო ხარ მაგრამ დასავლელი თუ რუსი არ ვიცი...არც აქ დიდი მნიშვნელობა!
ჭიაბერაშვილი
29 ივნისი 2024 17:26
8
გარეჯი საქართველოა და შენ ილიჩოვა ხარ. არა უშავს არჩევნებზე მოგევლებათ ნაცებსაც.
odala
29 ივნისი 2024 17:15
8
ბოლო თამაში არის სახელმძღვანელო რომ მომენტები უპირატესობა რომ გვქონდა დაიწყეს პროვოკაციული უხეშობა მორატამ და კარვახალმა ეგაა ფსიგოლოგიური ზემოქმედება,რომ შეტევის განწყობა გაუფუჭონ მოწინააღმდეგეს!
გიო
29 ივნისი 2024 16:39
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული