"ხვიჩას დე ლაურენტისის ნათქვამზე გაეცინა - აურელიოს შეუძლია "ძალისმიერ მეთოდებს" მიმართოს" - იტალიური მედია

AutoSharing Option
უკვე გაცნობეთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მერვედფინალში გასვლისა და ხვიჩა კვარაცხელიას მიერ პორტუგალიელთა კარში გატანილი გოლის შემდეგ, "ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ქართველს დიუსელდორფში წარმომადგენლობითი დელეგაციით ჩააკითხა.

რადიო Kiss Kiss-ის დირექტორი ვალტერ დე მაჯო ორსაათიანი შეხვედრის დეტალებს იტყობინება. მისი თქმით, მინი-სამიტმა ძალიან მეგობრულ და მხიარულ ატმოსფეროში ჩაიარა, რომელიც კიდევ უფრო გაახალისა ერთმა ახალგაზრდა ქართველმა, ვინაც იტალიური სიმღერები შეასრულა. დე ლაურენტისმა ხვიჩას უთხრა, რომ მწვრთნელი ანტონიო კონტე პროექტის მის ირგვლივ შექმნას გეგმავს, რაზეც "კვარას" გაეცინა.

მოკლედ, კვარაცხელიას ხელფასის მნიშვნელოვნად გაზრდა და
კონტრაქტის განახლების სანაცვლოდ მასში გაწყვეტის პუნქტის შეტანა შესთავაზეს, რაც ძალიან მაღალი თანხის გადახდის შედეგად იქნება შესაძლებელი და რაც მომავალში სატრანსფერო ბაზარზე დიდი წინადადებების მიღების საშუალებას მისცემთ. მხარეები მოლაპარაკებებს ევრო 2024-ის დსრულების შემდეგ დაუბრუნდებიან.

"კორიერე დელო სპორტის" ცნობით, ხვიჩას "ნაპოლი" სეზონურ გასამრჯელოდ 5-5.5 მილიონ ევროს სთავაზობს, პლუს ბონუსებს, საერთო ჯამში შეუძლია წელიწადში 7 მილიონი გამოიმუშაოს, თუმცა პსჟ-ის წინადადება გაცილებით უკეთესია - 7 მილიონი ანაზღაურება ფეხბურთელს (ეს არსებულ ფინანსურ ვითარებაში კლუბის მაქსიმალურად შესაძლებელი ვარიანტია) და თუ ნეაპოლური კლუბი დათანხმდა, ტრანსფერში 110 მილიონს მიიღებს.

გამოცემის მტკიცებით, კვარაცხელიასთვის "პარი სენ ჟერმენში" გადასვლა მომგებიანია და უნდა კიდეც, თუმცა "ნაპოლი" ასე ადვილად ვერ შეელევა და ზომებსაც მიმრთავს. კერძოდ, თუ ხვიჩამ ხელშეკრულება არ გაახანგრძლივა, არსადაც არ გაუშვებენ და არსებული ხელფასით გააგრძელებს თავის ამჟამინდელ გუნდში თამაშს.

"რეპუბლიკა" წერს, რომ დე ლაურენტისი პრობლემების დიპლომატიური გზით გადაჭრას ცდილობს, თუმცა შეუძლია "ძალისმიერ მეთოდებს" მიმართოს.

"ნაპოლის" ყოფილმა ნახევარმცველმა მარეკ ჰამშიკმა, რომელიც ახლა სლოვაკეთის ნაკრებში მწვრთნელის, ფრანჩესკო კალცონას ასისტენტია, კვარაცხელიას დარჩენისკენ მოუწოდა: "კვარა" არ უნდა წავიდეს! "ნაპოლის" ისეთი ჩემპიონები სჭირდება, რომელთაც გულშემატკივრების აღფრთოვანება და მატჩების მოგება შეუძლიათ. ახლა გუნდის თავკაცი კონტეა. ეს ძალიან მაინტერესებს და ოპტიმისტურად ვარ განწყობილი".

მკითხველის კომენტარები / 13 /
კლუბი რომ უმადურად გექცევა და არ გიფასებს, მანდ რა გულით უნდა ითამაშო?
ძალისმიერი მეთოდებზე საუბარი და მუქარა ხომ საერთოდ კლუბის მენეჯმენტის არანორმალურობაზე მეტყველებს.
03 ივლისი 2024 15:11
0
ძალისმიერი მეთოდი რას ნიშნავს,კარგი გამოიყენებს ბოლომდე კონტრაქტის პირობებს,მაგრამ მერე შედეგი რაა იქნება 6ფეხბურთელი ტოვებს ნაპოლის,მარტო კვარა და კონტე ითამაშებენ?ნაპოლის ჭირდებაო ,რომ იძახიან,აბბა ფეხბურთელს კითხეთ ჭირდება წლები ერთი ადგილის ტკეპნა,ნაპოლის ამოწურა თავის თავი,ახლა ვის შეიძენს და ვის მოიყვანს ახლებს იმის იმედზე უნდა იყვნენ
ირინა კვარაცხელია
01 ივლისი 2024 19:20
1
არ უნდა წავიდეს, პირიქით,მიქაუტაძე შეუწყვილოს კონტემ, სანიოლიმ მშვენიერი წყვილი შექმნა ნაკრებში
ჯუდო
29 ივნისი 2024 21:43
13
რაო, მოხუცო ვაჭარო, შიშმა ხომ არ შეგიპყრო?? ბოლო ტურში კვარას მაგარმა თამაშმა და სხვა კლუბების დაინტერესებამ დაგაფრთხო? აქამდე ფიქრობდა ალბათ, თავს ვერაფრით გამოიჩენს ხვიჩა -საქართველოს ნაკრები ჯგუფიდანაც ვერ გავა და ისევ ისე გავაგრძელებ კონტრაქტსო(როგორც იმეორებდა ხოლმე-ჩვენ პრობლემა არ გვაქვს "კარგი" კონტრაქტია რაც არის და პატივი უნდა ვცეთ მასო). წუწურაქო, 2 წელი სერია ა-ს საუკეთესო მოთამაშეს და სკუდეტოს მოგებაში მნიშვნელოვანი წვლილის შემტანს დამლაგებლის ხელფასზე რომ ამყოფებ ამხელა პრზიდენტ კაცს ეგ გეკადრებაააა???? რამე რო იყოს, პსჟ მაგ კონტრაქტის დარღვევის ჯარიმასაც გადაიხდის -საქმე საქმეზე რო მიდგება. ასე რომ, წინ კვარა უკეთესი ვარიანტისკენ, რატომ არ უნდა ითამაშო ჩემპიონთა ლიგაზე მთელი 1 წელი, და ნაპოლი ლიგაზე რომ ვერ გავიდა ისევდაისევ დე კრიჟანგ ლავრენტის "დიდი დამსახურებაა" თავისი გიჟობებით, მწვრთნელების უაზრო ხშირი ცვლებით, კარგი ტრანსფერების არგანხორცილებით(ფულის ეკონომიის მიზნით), უხარისხო ფეხბურთლების ყიდვით და რაღაც ახირებებით....
ვაჟა
29 ივნისი 2024 19:55
0
იტალიელებმა ინგლისელებისგან ისწავლეს,აღარ უწერენ გამოსასყიდს კონტრაქტში,თორე ასე ვიღაც არაბი გამოჩნდება და მიათხლიშავს 222 მილიონს. ნუ ადანაშაულებთ აგენტს,ამას ვერ იზავდა და თუ იზავდა,კონტრაქტი არ გაფორმდებოდა. ჩვენ ვიცოდით კვარას შესახებ,თუმცა იტალილელებმა არა,ამიტომ ასეთი კონტრაქტი იქნა შეთავაზებული და მიღებული. ქართველ ფეხბურთელებს სახელი ქონდათ გატეხილი,არადისციპლინირებული ხალხის იმიჯი გვქონდა და უმეტესად ტრავმიანობით გამოირჩეოდნენ ფეხბურთელები,ამიტომ ჯუღელი ვერ დადგებოდა და ვერ დაიწყებდა იმის მტკიცებას რო ასეთი ან ისეთი ბიჭი იყო კვარა.გადავიდა და ყველას ანახა რო ყველა ქართველი არ არის რატი ალექსიძე,როგორც ყველა ბრაზილიელი პელე. ახლა,ეხვეწებიან კვარას კონტრაქტის განახლებას,ეს უკვე საქმეა და კარგი კონტრაქტი შედგება,დელაურენტისი არ გაუშვებს მაქედან,ეგეთი კაცია. არც ხელფასს მისცემს და არც გაუშვებს,დაამწნილებენ სკამზე ზელენსკივით. ამიტომაც უნდა მოაწეროს ხელი,ასე ჯობია კვარას მომავლისთვის. ოღონ კონტრაქტი ხანგძლივობა არ უნდა გაიზარდოს,ამაზე უნდა ევაჭრონ. ასეა,ევროპა ხო გგონიათ ადამიანის უფლებების დაცვის აპოლოგეტი,არც ეგრეა საქმე და აგერ ბატონო ფაქტი. კიდევ გაიხსენეთ,რა უქნა ლივერპულმა კოუტინიოს,6 თვე არ უშვებდა ბარსაში და მერე გაბანძდა ბოლომდე. ნუ ეს კოუტინიოს ბრალიც იყო,მარა არც ლივერპული ჩამოუვარდა.
იასონას უდარი
29 ივნისი 2024 19:37
5
ნუთუ, კვარას კონტრაქტშია შეცდომა დაშვებული. თუ ასეა, ე.ი. გამოუცდელობით?
გულშემატკივარი
29 ივნისი 2024 19:07
1
არ აუტალახეს კარები?! ყველამ ჩვენი თავი წარმოვიდგინოთ, თამაშე გველის ესპანეთთან და ეს ვაჭრუკანა ლაურენტისი არ ასვენებს ბიჭს და თავისი სირობებით გრუზავს. ხვიჩას სრული უფლება აქვს კარები ცხვირწინ მიუხუროს - რა დროს კლუბია, ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული
იკა
29 ივნისი 2024 18:22
1
ანუ-თუ უარს ამბობ 110 მილიონზე,იხდი ხვიჩასთვის უფრო მეტ ხელფასს სანაცვლოდ რა გინდა?
გუნდმა და ხვიჩამ კარგად ითამაშონ ხო?
მაშინ რატომ ყიდულობ ლინდსტრომებს,მაცოკებს და კაიუსტეებს?
მარტო ხვიჩა ვერ ითამაშებს და ეგ ფულიც დაგეკარგება ბაბუ.
კონტემ ხვიჩა და ლუკაკუ და ყველას გავხევო?
ვთქვათ ლუკაკუ დაიმტვრა,მერე ისევ რასპადორი იქნება წინ და იგივე რაც იყო წინა წელს.
რა ვიცი სპალეტი გამოდგა ყველაზე ჭკვიანი.
Levani
29 ივნისი 2024 17:40
2
თუ ხვიჩას გარშემო აპირებენ ახალი გუნდის ჩამოყალიბებას და ხვიჩაა მთავარი მოქმედი გმირი, მაშინ ხელფასიც გმირის უნდა დაუნუშნონ და არა ოსიმენის ნახევარი. თუ ოსი იღებს 10 მილიონს, მაშინ გუნდიც მის გარშემო ჩამოაყალიბონ. რაც შეეხება ხელების გადაგრეხვას, ლავრენტის ეს შეუძლია, მაგრამ კვარასაც შეუძლია, როგორც უხდიან ისე ითამაშოს, ბოლოს კი თავისუფალი აგენტის სტატუსით წავიდეს. ვინ მეტს დაკარგავს მერე იანგარიშოს ლავრენტიმ.
ჟორა გაბრიჭიძე
29 ივნისი 2024 16:59
2
ლავრენტა, აფერისტი ჩა......ია.
ჟიმჟიმა.
29 ივნისი 2024 19:01
1
სასოწარკვეთილები არიან ეს საცოდავები. ))) რა ძალისმიერ მეთოდებს? მაფიით დაემუქრება? )) არსად არ გაუშვებენ და მიიღებენ საშუალო დონის თამაშს, ფასი ჩამოვა 10 მილიონამდე და მერე თავში ხელი ირტყან. ) კიდევ რომ იმუქრებიან?
რატი
29 ივნისი 2024 16:07
2

სიახლეები პოპულარული