"ხვიჩას დე ლაურენტისის ნათქვამზე გაეცინა - აურელიოს შეუძლია "ძალისმიერ მეთოდებს" მიმართოს" - იტალიური მედია

AutoSharing Option
უკვე გაცნობეთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მერვედფინალში გასვლისა და ხვიჩა კვარაცხელიას მიერ პორტუგალიელთა კარში გატანილი გოლის შემდეგ, "ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ქართველს დიუსელდორფში წარმომადგენლობითი დელეგაციით ჩააკითხა.

რადიო Kiss Kiss-ის დირექტორი ვალტერ დე მაჯო ორსაათიანი შეხვედრის დეტალებს იტყობინება. მისი თქმით, მინი-სამიტმა ძალიან მეგობრულ და მხიარულ ატმოსფეროში ჩაიარა, რომელიც კიდევ უფრო გაახალისა ერთმა ახალგაზრდა ქართველმა, ვინაც იტალიური სიმღერები შეასრულა. დე ლაურენტისმა ხვიჩას უთხრა, რომ მწვრთნელი ანტონიო კონტე პროექტის მის ირგვლივ შექმნას გეგმავს, რაზეც "კვარას" გაეცინა.

მოკლედ, კვარაცხელიას ხელფასის მნიშვნელოვნად გაზრდა და
კონტრაქტის განახლების სანაცვლოდ მასში გაწყვეტის პუნქტის შეტანა შესთავაზეს, რაც ძალიან მაღალი თანხის გადახდის შედეგად იქნება შესაძლებელი და რაც მომავალში სატრანსფერო ბაზარზე დიდი წინადადებების მიღების საშუალებას მისცემთ. მხარეები მოლაპარაკებებს ევრო 2024-ის დსრულების შემდეგ დაუბრუნდებიან.

"კორიერე დელო სპორტის" ცნობით, ხვიჩას "ნაპოლი" სეზონურ გასამრჯელოდ 5-5.5 მილიონ ევროს სთავაზობს, პლუს ბონუსებს, საერთო ჯამში შეუძლია წელიწადში 7 მილიონი გამოიმუშაოს, თუმცა პსჟ-ის წინადადება გაცილებით უკეთესია - 7 მილიონი ანაზღაურება ფეხბურთელს (ეს არსებულ ფინანსურ ვითარებაში კლუბის მაქსიმალურად შესაძლებელი ვარიანტია) და თუ ნეაპოლური კლუბი დათანხმდა, ტრანსფერში 110 მილიონს მიიღებს.

გამოცემის მტკიცებით, კვარაცხელიასთვის "პარი სენ ჟერმენში" გადასვლა მომგებიანია და უნდა კიდეც, თუმცა "ნაპოლი" ასე ადვილად ვერ შეელევა და ზომებსაც მიმრთავს. კერძოდ, თუ ხვიჩამ ხელშეკრულება არ გაახანგრძლივა, არსადაც არ გაუშვებენ და არსებული ხელფასით გააგრძელებს თავის ამჟამინდელ გუნდში თამაშს.

"რეპუბლიკა" წერს, რომ დე ლაურენტისი პრობლემების დიპლომატიური გზით გადაჭრას ცდილობს, თუმცა შეუძლია "ძალისმიერ მეთოდებს" მიმართოს.

"ნაპოლის" ყოფილმა ნახევარმცველმა მარეკ ჰამშიკმა, რომელიც ახლა სლოვაკეთის ნაკრებში მწვრთნელის, ფრანჩესკო კალცონას ასისტენტია, კვარაცხელიას დარჩენისკენ მოუწოდა: "კვარა" არ უნდა წავიდეს! "ნაპოლის" ისეთი ჩემპიონები სჭირდება, რომელთაც გულშემატკივრების აღფრთოვანება და მატჩების მოგება შეუძლიათ. ახლა გუნდის თავკაცი კონტეა. ეს ძალიან მაინტერესებს და ოპტიმისტურად ვარ განწყობილი".

მკითხველის კომენტარები / 13 /
კლუბი რომ უმადურად გექცევა და არ გიფასებს, მანდ რა გულით უნდა ითამაშო?
ძალისმიერი მეთოდებზე საუბარი და მუქარა ხომ საერთოდ კლუბის მენეჯმენტის არანორმალურობაზე მეტყველებს.
0
ძალისმიერი მეთოდი რას ნიშნავს,კარგი გამოიყენებს ბოლომდე კონტრაქტის პირობებს,მაგრამ მერე შედეგი რაა იქნება 6ფეხბურთელი ტოვებს ნაპოლის,მარტო კვარა და კონტე ითამაშებენ?ნაპოლის ჭირდებაო ,რომ იძახიან,აბბა ფეხბურთელს კითხეთ ჭირდება წლები ერთი ადგილის ტკეპნა,ნაპოლის ამოწურა თავის თავი,ახლა ვის შეიძენს და ვის მოიყვანს ახლებს იმის იმედზე უნდა იყვნენ
ირინა კვარაცხელია
19:20 01-07-2024
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული