ზაზა ჯანაშია: ესპანეთი მთლად ისე ძლიერი არაა - ჩვენ ცხელი სისხლი გვაქვს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ზაზა ჯანაშია მიიჩნევს, რომ ჩვენი ეროვნული გუნდი ესპანეთთან ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალურ დაპირისპირებაში უშანსოდ არ არის.

"თურქეთთან და ჩეხეთთან არ გაგვიმართლა, იღბალმა ზურგი გვაქცია. ოდესღაც ფორტუნა ხომ უნდა დაბრუნებულიყო! ბიჭებმა პორტუგალიასთან მაგრად ითამაშეს, უბრალოდ შესანიშნავად! ეს აბსოლუტურად დამსახურებული გამარჯვება იყო. მათ აჩვენეს, რომ ფეხბურთის თამაში შეუძლიათ და ავტორიტეტების შიში არ აქვთ. ნუთუ ვინმეს შეუძლია თქვას, რომ შედეგი კანონზომიერი არ გახლდათ?

წარმატება მუდამ თანამგზავრი უნდა იყოს, რადგან ეს სპორტია. ჩვენ ყოველთვის უნ
და ვიბრძოლოთ. ვთვლი, რომ ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე და ზურიკო დავითაშვილი ესპანეთთან აუცილებლად შეძლებენ თავის გამოჩენას. ჩვენ კარგი ფეხბურთელები და ახალგაზრდული შემადგენლობა გვყავს. მათ ყველაფერი შეუძლიათ!

პლეი-ოფში გავიდნენ და ჩვენთვის საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები უკვე გმირები არიან. რაც მეტ ტურს გაივლი, მით უკეთესი. ესპანეთი მთლად ისე ძლიერი გუნდი არაა. ქართველებმა დაამტკიცეს, რომ ჩვენც ძლიერი გუნდი ვართ. იმიტომ, რომ ცხელი სისხლი გვაქვს", - განუცხადა ჯანაშიამ "სპორტ-ექსპრესს".

მკითხველის კომენტარები / 15 /
ქართველებს მართლა გვაქ ცხელი სისხლი ზაზა!!! მაგრამ ფუი შენს ქართველობას
ქართველი
19:01 30-06-2024
2
გაგკარით რუსეთის მომხრეებს!
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული