"გასულ სეზონში ხვიჩას ოთხჯერ დავუპირისპირდი და ამის თქმა შემიძლია..." - კარვახალი კვარაცხელიას შესახებ

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრებისა და "რეალის" მცველმა დანი კარვახალმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. ის ფიქრობს, რომ გასული სეზონის ოთხი დაპირისპირდებიდან, მან ქართველი ფეხბურთელი შეაჩერა.

"კვარაცხელიას გასულ სეზონში ოთხჯერ შევხვდი. ეს ორჯერ ნაკრებთან ერთად მოხდა და ორჯერაც ჩემპიონთა ლიგაზე "რეალის" რიგებში.

მან გოლი გაგვიტანა, თუმცა მთლიანობაში შემიძლია ვთქვა, რომ ხვიჩა შევაჩერე. ის ძალიან კარგი ფეხბურთელია.

ნაკრებში სხვა პოზიცია აქვს. ფლანგზე არ თამაშობს და უფრო მეორე თავდამსხმელის როლს ასრულებს", - ციტირებს კარვახალს AS.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში საქართველოსა და ესპანეთის დღევანდელი დაპირისპირება თბილისის
დროით 23:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 8 /
კარვახალ შე პროვოკატორო არ იუხეშო თორემ მოგტეხავ ფეხებს!!!
დანი
11:42 30-06-2024
6
ერთი ავტოგოლი და წითელი ბარათი პირველ ტაიმში შენზეა,ბურიტოს და მოხიტოს ვკისრულობ.როდრიც წამოათრიე
Levani
13:06 30-06-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული