ესპანეთში უკვე პენალტებზე ფიქრობენ - AS მამარდაშვილის სტატისტიკაზე თერთმეტმეტრიანების სერიაში

AutoSharing Option
ესპანური პოპულარული გამოცემა AS წერს, რომ ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში უკვე ყველაფერი შესაძლებელია მოხდეს და ამიტომ, შესაძლო პენალტების სერიის განხილვაცაა საჭირო.

წყარო უშუალოდ საქართველოს ნაკრების მეკარის გიორგი მამარდაშვილის სტატისტიკაზე ამახვილებას ყურადღებას.

ირკვევა, რომ "ჯვაროსანთა" კიპერს კარიერაში ჯამში 19 პენალტი დაურტყეს, საიდანაც 5 მოიგერია (3 "ვალენსიაში" და 2 "ლოკომოტივში").

უშუალოდ პენალტების სერიაში გიორგიმ 4-ჯერ ითამაშა. 17 თერთმეტმეტრიანიდან 1 მოიგერია (საბერძნეთთან) რაც წარმატების 5,88%-ს აძლევს.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური შეხვედრა საქართველოსა და ესპანეთს შორის თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 6 /
მამარდას, კვარას და ჟორჟის ნაირი არ ყავთ ესპანელებს და რა თქვა მამარდამ ტყუილი ან გადამეტებული? ესპანეთი რომ ჩვენზე ძლიერი ნაკრებია და ევროპიაში კი არა ალბათ მსოფლიოშიც ამ ეტაპზე, ამაზე არ ვდაობთ. მაგრამ ბიჭები დატენილები არიან ემოციორად, ბიჭები ხედავენ როგორ გაგვაბედნიერეს მთელი ქვეყანა და ეს ბიჭებს ძალიან მატებთ ძალებს. მე მჯერა ჩვენი ბიჭების რომ გოლიათის წაქცევა შეგვიძლია. გამარჯვება საქართველოს.


პ.ს. გიუშა და სხვა ჩასაფრებულებო. თქვენ არც მაშინ გჯეროდათ ბულგარეთს და მაკედონიას რომ მოუგეთ, მე დავწერე : ჩვენ ევროპაში მივდივართ ვისაც არ გჯერათ სახლში დარჩით მეთქი, თქვენ ჩასაფრებულებს არც ბერძნების დამარცხების გეჯერათ, თქვენ ჩასაფრებულებს არც ჯგუფიდან გასვლის გეჯერათ , მოკლედ ძალიან დაუჯერებლები ხართ და ჩასაფრება გირჩევნიათ. ხოდა იყავით ბუჩქებში ჩამჯდარი და თუ არ გინდათ ნუ გაამხნევებთ ჩვენ ბიჭებს. ჩვენ ისედაც მთელი ქვეყანა სულით და გულით მათან ვართ
G.LA
30 ივნისი 2024 19:10
2
პენალტებამდე სამწუხაროდ არ მივა საქმე
გიუშა
30 ივნისი 2024 17:41
16
კი მართალი ხარ, ესპანეთის სამწუხაროდ არ მივა პენლებამდე საქმე. მე მჯერა ჩვენი ბიჭების, ისინი არამარტო ჩვენს გულებს ახარებენ, არამედ ქვეყანას აერთიანებენ. ასე რომ მარტო მაგიტომ მინდა ჩვენი ქვეყნის ჩემპიონობა, რომელიც ჩემი აზრით ბოლომდე გააერთიანებს ერს. მარტო მაგიტომ უნდა იბრძოლონ ბიჭებმა ბოლომდე, რომ იქნებ ბოლომდე გააერთიანონ ერი. როცა ქართველი ქართველს აღარ შეჭამს და ერი იქნება ერთიანი. ასე რომ, უკვე ბიჭებს მივმართავ: თქვენ თავს გადაახტით ბიჭებო, ბრძოლა ბოლო წვეთამდე! იცოდეთ თქვენი თამაში ბრძოლააა! რომელიც ქვეყნის მომავალზე გავლენას იქონიებს.

პ.ს. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისკენ პირველი ნაბიჯი თბილისის დინამომ დაიწყო, როცა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატიდან გამოვიდა, ეხლა თქვენ აერთიანებთ ბიჭებო ერს, წარმოიდგინეთ თქვენი მოგებებით აერთიანებთ გაყოფილ საქართველოს, როცა ერთიანია ერი, ქვეყანაც ძლიერია!!!
გიპნოზა
30 ივნისი 2024 21:00
0
მამარდა გვინდა GodMode რეჟიმში!
ნიკა
30 ივნისი 2024 16:24
0
მამარდაშვილს პორტუგალიასთან ეიფორიის შემდეგ ცხელ გონებაზე მოუვიდა ის ფრაზა როცა გიორგიმ ღიად თქვა - "ხვიჩა უკეთესია, ვიდრე მთელი ესპანეთიო“. დღეს, ეს ფრაზა „მარკას“, ესპანეთის ყველაზე პოპულარული გამოცემის პირველ გვერდზე იყო. მოთამაშეები ასეთ რამეებს იმახსოვრებენ ხოლმე - ჩვენი მეტოქე აგრესიული და ძალიან მობილიზებული გამოვა და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა რომ (თუ არადა მატჩის შემდგომ გადაამოწმეთ სტატისტიკაში) ესპანელები ამ საღამოს მინიმუმ ათჯერ მაინც დაგვირტყამენ კარის ჩარჩოში და იმედია მამარდაშვილი ათივეს მოიგერიებს.
M-33
30 ივნისი 2024 14:46
8
შე კაი კაცო, იტალიას დაურტყეს 20-ჯერ და საქართველოს ნაკრება რომ 10-ჯერ დაურტყან,ეგ გასაკვირია?!
პ.ს.
ალბანეთს 16-ჯერ
ხორვატიას 11-ჯერ
გიორგი
30 ივნისი 2024 15:11
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული