ცნობილმა რუსმა მწვრთნელმა იური სიომინმა ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებების მერვედფინალურ მატჩზე გააკეთა კომენტარი.
"ესპანეთს უფრო უკეთესი და ხარისხიანი ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ საქართველოს რიგებში სამი მოთამაშეა, რომლებიც, შესაძლოა, ესპანელებს სჯობიან კიდეც - ხვიჩა, მამარდაშვილი და მიქაუტაძე. აგრეთვე მწვრთნელი. მან დაარწმუნა გუნდი, რომ კარგად თამაში როგორც ბურთის დაკარგვის, ასევე ბურთის ფლობისასაც საჭიროა.
საქართველოს ნაკრები კომბინაციურად კარგად მოქმედებდა, მოტყუებაზე მიდიოდა, ახლა კი თავდაცვა ასწავლეს. ჩემი აზრით, ამ ევროპირველობაზე საქართველომ თავი ძალიან წარმოაჩინა. გადაჭრით ვერ ვიტყვი, რომ ესპანეთი გაიმარჯვებს. მატჩი ყველაფერს გვაჩვენებს",
- განუცხადა სიომინმა "ჩემპიონატს".