საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დამარცხდა - "ჯვაროსნების" საოცარი თავგადასავალი ევრო 2024-ზე დასრულდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 1:4 დამარცხდა.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა სანიოლმა იგივე სასტარტო შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე, როგორიც წინა შეხვედრაში პორტუგალიასთან. მოლოდინისამებრ, მეტოქე თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას და პედრის დარტყმულ ბურთს მამარდაშვილი დაეუფლა. შემდეგ გიორგიმ კარვახალს ახლო მანძილიდან არ გაატანინა. „ჯვაროსნები“ კი პირველივე სახიფათო კონტრიერიშისას დაწინაურდა - კაკაბაძის ჩაწოდებულ ბურთზე კვარაცხელიასთან ბრძოლაში ლე ნორმანმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. თამაში დაიძაბა, ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა. კუკურელიას და უილიამსს გატანა მამარდაშვილმა არ დაანება, თუმცა როდრიმ ანგარიში გაათანაბრა. მორატა იმ მომენტში მამარდაშვილს ხელს უშლიდა, მაგრამ VAR-მა
თამაშის წესების დარღვევა არ დააფიქსირა. თან, კიტეიშვილმა ტრავმა მიიღო და ალთუნაშვილმა შეცვალა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ხვიჩამ შენიშნა, რომ მეკარე წინ იყო გამოსული, მაგრამ ცენტრიდან ვერ გაუტანა. მერე მამარდაშვილმა იამალის საჯარიმოდან დარტყმული ბურთი მოიგერია, თუმცა მალე ფაბიან რუისმა „ფურია როხა“ დააწინაურა. სანიოლმა ლოჩოშვილი და ჩაკვეტაძე წიტაიშვილით და დავითაშვილით შეცვალა. იამალმა კარგი შანსი ვერ გამოიყენა, მერე წიტაიშვილმა მახვილი კუთხიდან არაზუსტად დაარტყა. იამალის ჩაწოდებული ბურთი გველესიანმა საკუთარ კარში ჩაჭრა, თამაშგარე დაფიქსირდა, მაგრამ უილიამსმა 75-ე წუთზე გაგვიტანა. 79-ე წუთზე გველესიანის და მიქაუტაძის ნაცვლად მოედანზე კვეკვესკირი და ზივზივაძე შევიდნენ. სამწუხაროდ, ოლმომაც დალაშქრა ჩვენი კარი და მარცხი განვიცადეთ.

აღსანიშნავია, რომ ესპანელთა ძირითად შემადგენლობას წინა შეხვედრაში დასვენების საშუალება მიეცა და ამ ფაქტორმაც იმოქმედა. მთავარია, ჩვენმა გუნდმა ევროპირველობაზე ღირსეულად იასპარეზა და დიდი პერსპექტივა გააჩნია.

5 ივნისს, მეოთხედფინალში, ესპანეთი გერმანიას დაუპირისპირდება.

კიოლნი. „რეინ ენერგი“
ესპანეთი - საქართველო 4:1
გოლები: 0:1 ლე ნორმანი (18), 1:1 როდრი (39), 2:1 ფაბიან რუისი (51), 3:1 უილიამსი (75), 4:1 ოლმო (83)

საქართველო: მამარდაშვილი, კაშია, გველესიანი (კვეკვესკირი 79), დვალი, კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი (ალთუნაშვილი 41), ლოჩოშვილი (წიტაიშვილი 64), ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 64), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ზივზივაძე 79)

მკითხველის კომენტარები / 124 /
დიდი მადლობა ყველას ყველას ყველას. სიამოვნებისთვის სიხარულისთვის!!! ესპანეთი წელს უძლიერესია! კიტეს ტრამვამ გაგვტეხა. დიდი მადლობა უფალს . იმედია მსოფლიოზეც გნახავთ ბიჭებო.
ბოკინიო
01 ივლისი 2024 00:56
3
მადლობა ამ ზღაპრისთვის რაც გვაჩუქეთ ამ გაზაფხულ-ზაფხულზე…მადლობა ჯიგრული თამაშისთვის ,მადლობა რომ არ გახდით 24 გუნდი როგორც მიიჩნევდა მთელი მსოფლიო და მითუმეტეს ბუკმეკერები …მადლობა თურქებთან მაგარი თამაშისთვის ( ხდება უიღბლობა) მადლობა ჩეხეთთან ბრძოლისთვის რაც გმირობის ტოლფასი იყო ….მადლობა და არფრთოვანება პორტუგალიასთან მატჩისთვის გამარჯვებისთვის და ცალკე იმისთვის რომ დატოვეთ ზოგ-ზოგიერთები რეკორდების გარეშე ძააან მაგარი სანახავი იყო მადლობა დღევანდელი პირველი ტაიმისთვის …ვარი რომ დაგვმდურებოდა პირველ ტაიმს 1:0 მოიგებდით და ეგებ სულ სხვაგვარად წასულიყო თამაში კვარა მადლობა იმ 3 წამისთვის სანამ ის ბურთი ასცდებოდა კარს კიტეს მადლობა და ჯანმრთელობაა ბიჭებო 26-ეს მადლობა ასევე მთელ შტაბს და ყველა იმ ადამიანს ვინც იოტას ოდენ წვლილი შეიტანა მათ შორის ყველა იმ გულშემატკივრებს ვინც გერმანიაში თავი გაგრძნობინათ რომ არ ხართ რაღაც უპატრონო ქვეყნიდან მადლობა ქვეყანას რომელიც ერთიანად სუნთქავდა ერთიანად ყვიროდა ტიროდა ხტუნავდა და ასე შემდეგ მადლობა ყველა იმ ადამიანს ქართველები იქნება თუ სხვა ეროვნების ხალხი ვინც თქვენ ჩვენ გვქომაგობდა დედამიწის სხვადასხვა წერტილებიდან …მადლობა უფალს ამ დიდი საჩუქრისთვის და იმედია ჩვენი ქცევაში ( საერთოდ ქვეყნის ნაკრების და ა.შ) დასაწუნი არაფერი ყოფილა რაც იმედს მაძლევს რომ უფალი არაერთხელ ( ეგ პირველად არის ძნელი თირემ მერე რომ მიეჩვევი ყველაფერი ადვილია) დაეხმარება ამ ბიჭებს რომ არა მარტო ევროპა აღაფრთოვანოს არამედ მთელი მსოფლიო ….ასე რომ მომავალ შეხვედრამდის ამერიკაში ( ან კანადა და მექსიკა) და ყველასთან მაქვს თხოვნა ვიზეიმოთ და ვიამაყოთ ეს ზაფხული და წიწილები შემოდგომაზე დავთვალოთ აი იქ ერთა ლიგაზე გამოუშვით ნეგატივი თუ კი მოგვცა მიზეზი ნაკრებმა ….საქართველოს გაუმარჯოს დს უფალი გვფარავდეს …!!!
მადლობაააა
01 ივლისი 2024 01:22
4
მადლობა ბიჭებს... მათ ისტორია დაწერეს...
ქართველი
01 ივლისი 2024 00:57
5
ვიღაცას ერთი წლის წინ რომ ეთქვა, ერთი წლის შემდეგ საქართველოს ესპანეთთან ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში წაგება გეწყინებაო, ვიფიქრებდი გააფრინაო )
ყოჩაღ ბიჭებო, უდიდესი მადლობა!
იხვი
01 ივლისი 2024 02:00
2
მოკლედ ერთს ვიტყვი, ვისაც ამ ბიჭებზე მადლობის მეტი რამე ეთქმის უბრალოდ ბოროტი ადამიანია
გიო
01 ივლისი 2024 01:13
5
რატომ უნდა მიწოდოს ვინმემ ბოროტი,თუ მივიჩნევ რომ ,,პაზორნად" წავაგეთ! ასეა ეს! რასაც შეგვპირდნენ,შეგვისრულეს.წაგებაცაა და წაგებაც…ბოლოს სულ ავირიეთ.
ლუკა
01 ივლისი 2024 01:18
24
ელემენტულურად დაიღალეს ეგ ერთი ისინი 10 დღის დასვენებულები იყვნენ და ჩვენ ვითამაშეთ 96 საათის უკან ძაან მძიმე თამაში პლიუს ზეიმი ემოციები დაისვენეს 90 საათი ხოლო ესპანეთმა დაისვენა 240 საათი ვინც ერკვევა მიხვდება რამხელა სხვაობააა რაც აისახა 60 წუთიდან თან უბურთოდ თამაში მთელი პირველი ტაიმი …მეორე შეხედე მათი ფეხბურთელები სად თამაშობენ და მათ ფასებს …მესამე ჩვენი აქილევსის ქუსლი იყო სულ მაგარი დინამოს დროსაც კი ( ეს სისხლში გვაწვს სამწუხაროდ) თუ მსაჯმა უსამართლოდ მოგვექცა ეგრევე ვიშლებით ნაწილაკებად რაც და ვინც არ უნდა იძახოს სამი გოლი მოყვა მსაჯის წაყრუებით იქ ჯარიმა ორჯერ არა კონტრშეტევებუ და ორი გოლი …ეს რომ ყოფილიყო გერმანია ესპანეთი იმ პირველ გოლს მორატას გამო არ ჩათვლიდნენ ეგეთ გოლებს თუ თვლიან 100დან 2-3 -ს …ასე რომ დაწყნარდით და იამაყეთ რაც იყო იმით რა ვქნათ ჯერ ვერ ვართ ესპანეთის გერმანიის დონეზე ცოტაც მოითმინეთ და თან გამრავლდით ბევრი შვილებიიიი !!!! ძნელია 3 მილიონიანი ქვეყანა 70-80 მილიონიან ქვეყნებს უგებდეს …
ლუკას
01 ივლისი 2024 01:49
0
ყველა გამოხმაურება
მადლობა ბიჭებს ისტორიული შედეგისთვის! ისედაც ძალიან ძლიერ ესპანეთთან ემოციურად და ფიზიკურად ძალიან გადაღლილები გავიდნენ, მეტოქე კი დასვენებული იყო პირიქით და მეორე ტაიმში ეს ცხადი გახდა უფრო. იმედია უაზრო საყვედურები არ წამოვა. ესპანეთი-გერმანია ნაადრევი ფინალი იქნება და მანდ მოგებული თასს ასწევს დიდი ალბათობით. ჩვენ კი ერთა ლიგისთვის მოვემზადოთ.
ალექს
01 ივლისი 2024 01:01
1
მადლობა ბიჭებს, ყველაფერი წინაა, ჩვენი დროც მოვა!
ლაშა
01 ივლისი 2024 00:59
1
ბიჭებო, თქვენ უკვე გამარჯვებულები ხართ. თავი აწიეთ,თავაწეულები დაბრუნდით სამშობლოში და იამაყეთ იმისათვის რომ, მთელი საქართველო გააბედნიერეთ. ასეთი ერთიანი და ასეთი ბედნიერი ქართველი ერი მე პირადად არ მახსოვს და მადლობა თქვენ ამისათვის!
ქობულეთიდან
01 ივლისი 2024 00:59
2
ლამაზი ზღაპარი დასრულდა, მადლობა ბიჭებს და ყველას მთელ საქართველოს. წინ კიდევ ბევრი ზღაპარი გველოდება!!!!!!!
rigiti
01 ივლისი 2024 01:04
2
ბიჭებო მადლობა, ასეთი ემოციები არ მქონია ფეხბურთის ყურებისას. პირველი გოლი რაც გაგვიტანეს უეფას კისერზე იყოს. ვამაყობ თქვენით ყოჩაღ. აქამდე მეგონა რომ იტალიას ვგულშემატკივრობდი მაგრამ ახლა მივხვდი რომ ეს არ იყო გულშემატკივრობა. მადლობა თავდადებისთვის და მონდომებისთვის. დღეს დავიჯერე რომ უფრო შორს გავალთ და უფრო მეტს მივაღწევთ
M
01 ივლისი 2024 01:01
3
100%. 36 წლის ვარ და 1994 წლის მსოფლიოდან ვუყურებ ფეხბურთს, იტალიას ვგულშემატკივრონ მის მერე. მაგრამ ამ ზაფხულს განვიცადე და მივხვდი რა ყოფილა ნამდვილი გულშემატკივრობა. მადლობა ამ ემოციებისთვის მთლე გუნდს და თითოეულ გულშემატკივარა ვინც გერმანიაში იყო და ვინც აქ, ყველას !!
მადლობა ბიჭებს
01 ივლისი 2024 01:41
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული