"თუკი ხვიჩას სურს, პსჟ-ში წავიდეს, ასეც უნდა მოიქცეს, მაგრამ..." - სანიოლმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

AutoSharing Option
ესპანეთთან ევროპირველობის მერვედფინალური მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"ჩვენ ძალიან გვიხარია და ვამაყობთ იმით, რაც გავაკეთეთ. მხოლოდ თამაშგარე მდგომარეობაზე საუბარი არ მსურს, მაგრამ გოლის დროს ოფსაიდი აუცილებლად იყო. თუ ის დაფიქსირდა საფრანგეთის ნაკრების მატჩში, იყო ახლაც. VAR-ი ძალიან კარგი და ევოლუციური გამოგონებაა, თუმცა მაინც არ ვიცით, ის სწორად როგორ გამოვიყენოთ.

ჩვენ დღეს დავასრულეთ ევროპის ჩემპიონატი და მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე საუბარი ძალიან ადრეა. იყო კარგი და ცუდი მომენტები. ახლა მთავარია, ყველანი დავსხდეთ და ყველაფერი გავარჩიოთ. ფეხბურთელებით ძალიან
ვამაყობ. ახლა გზის დასასრულისკენ მივედით, მაგრამ იმედი მაქვს, მომდევნო გზა უფრო კარგი იქნება.

ევროზე ფანტასტიკური გუნდური თამაში გვქონდა. იმედგაცრუებული არა, მაგრამ დამწუხრებული ვართ. რამდენიმე დღეში გავიაზრებთ, რაც გავაკეთეთ და ისევ ბედნიერი ვიქნებით.

დღევანდელი მატჩიდან ჩემმა ფეხბურთელებმა ერთი რამ უნდა ისწავლონ: ამ დონის მატჩისთვის 100 პროცენტით მზად უნდა ვიყოთ. ეს ყველას გვეხება - ფედერაციასაც, მეც. ჯერ უნდა დავაფასოთ ეს მომენტი და შემდეგ ვისწავლოთ მისგან.

პირველი ტაიმი რომ მოგვეგო, მეორე ტაიმში მეტი ენერგია გვექნებოდა. ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი, ოთარ კიტეიშვილი დაგვიშავდა. ესპანეთის ნაკრებმა გამარჯვება დაიმსახურა.

ბევრი ვიშრომეთ იმისთვის, რათა აქამდე მოვსულიყავით. მაქსიმალურად ვეცდებით, ფინალურ ეტაპზე ისევ ვითამაშოთ. გვინდა ქართველ გულშემატკივრებს მივცეთ შანსი, დიდ სტადიონებზე ისევ იყვნენ და ეროვნული ჰიმნი იმღერონ.

თუკი კვარაცხელიას სურს, პსჟ-ში წავიდეს, ასეც უნდა მოიქცეს, მაგრამ მას კონტრაქტი აქვს და "ნაპოლის" პატივი უნდა სცეს".

ღვთისავარ ანთაძე კიოლნიდან

მკითხველის კომენტარები / 70 /
ჩვენი მერვედფინალში გასვლა არის სრულიად ფანტასტიური მიღწევა!. თავდადება, ბრძოლა, დისციპლინა, ტექნიკა და იღბალი ერთობლივად დაგვეხმარა. ესპანეთთან მოგების მოთხოვნა პატარა ქვეყნის ნაკრებისთვის არარეალური რამეა. დღევანდელ ფეხბურთში თუ ესპანეთის(და სხვა დიდი ნაკრებების) დონეზე გინდა ითამაშო, მაშინ 26 თანაბრად ძლიერი, მსოფლიო დონის მოთამაშე უნდა გყავდეს. ამის მიღწევა კი 3.5 მლნ ერს შეუძლია მხოლოდ ერთ შემთხვევაში: მთელი რესურსის მიმართვა ფეხბურთზე, ყოველი ბავშვი უნდა ვარჯიშობდეს, სხვა გუნდური სპორტები უნდა გავაუქმოთ და ასე შემდეგ. თუმცა ეს მაინც არ იქნება საბოლოოდ წარმატების გარანტი, ისევ ჩვენი მცირერიცხოვნების გამო. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ჩვენი მოლოდინების მართვა, ჩვენი რეალობიდან გამომდინარე. ჩემთვის ამ მიღწევის დასტაბილურება იქნება მიღწევა. ანუ ჩვენი სტაბილურად მონაწილეობა დიდ ტურნირებზე და იქ პლეი ოფისთვის ბრძოლა, ზოგჯერ პლეი ოფში გასვლა და რაც შეიძლება შორს. ეს არაა პატარა ამბავი და დიდი ძალისხმევა ჭირდება ამასაც.
გიორგი
01 ივლისი 2024 09:00
13
თავისთავად სწორე მსჯელობაა, მაგრამ როგორც წესი ერთ შეცდომას უშვებენ ხოლმე. მოსახლეობის რაოდენობა კი არ უნდა შეადარო ქვეყნების, არამედ მოცემულ სახეობაში რეგისტრირებული სპორტსმენების რაოდენობა. ჩინეთში მილიარდზე მეტი მოსახლეობაა მაგრამ ყველა სახეობა ერთნაირად არაა პოპულარული. ეს მაჩვენებელი უფრო ზუსტია შედარებითი საშუალო ნიჭის გასაზომად მოცემულ სახეობაში.
გიორგი
01 ივლისი 2024 14:58
0
გიორგი მეგობარო
იქნებ გადაგემოწმებინათ ხორვატიის და ურუგვაის მოსახლეობის რიცხოვნობა.
ვერ დაგეთანხმებით იმაში რომ, მცირერიცხოვანი ქვეყნები გრანდების ტოლსწორად ვერ გააგორენენ ბურთს.
ამის უამრავი მაგალითი არსებობს, თუნდაც ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების წარმატებები რად ღირს.

ზაზა
01 ივლისი 2024 12:27
1
ყველა გამოხმაურება
100% დახარჯვა იმედია შენი თავიც იგულისხმე, არაუშავს რაც იყო, იყო.
ეხლა უნდა ვიფიქროთ იმაზე რომ ნაკრები გადაეწყოს.
ესპანეთთან ფაქტობრივად ვითამაშეთ 4 ცენტრალური მცველით. ლოჩოშვილიც ცენტრალური მცველი იყო.
ასე თამაში არის სირცხვილი.
უნდა ვისწავლოთ თანამედროვე ფეხბურთი.
გუნდი 4-1 აგებდა და მეტიქოსი ნახევარზე ვერ გადადიოდა.
ან ვინ უნდა გადასულიყო, როცა 4 ცენტრალური მცველით თამაშOბ.
ფაქტობრივად ნაკრებს არ ყავდა ფლაგები და შუახაზი.
ასე როგორ მოიგებ თამაშს.
დღეს ფლანგის მცველების გარეშე ფეხბურთი არ არსებობს.
აუცილებლად უნდა მიეხედოს ამ საკითხს.
d
01 ივლისი 2024 08:48
6
კიტეიშვილის ტრამვამ ამოგვგდო რიტმიდან…. თანაც გსდაღლილები იყვნენ ბიჭები, უმადურობა იქნება თუნდაც მცირედი საყვედური ნაკრების ნებისმიერ წევრთან, დიდი მადლობა მწვრთნელებიდან დაწყებული ფეხბურთელებით გაგრძელებული და მთლიანად სტაფს, ასეთი დაუვიწყარი, ბედნიერი დღეების ჩუქებისთვის….
zola
01 ივლისი 2024 06:44
2
მაგრები ვართ,მთელი თამაშში არაფერი გვქონია და მაინც ჩვენ ვფიქრობთ რო დაგვჩაგრეს.არადა,ესპანეთმა 114 შეტევა გააკეთა,860 პასი,13 კუთხური მოგვიწოდა,34 კარისკენ და 13 კარში დარტყმა დააფიქსირა,ხოლო ჩვენ კარში არ დაგვირტყამს,ავტოგოლი დარტყმათ არ ითვლება. ერთი კარგი ჩაწოდება გვქონდა და მორჩა.
ზოგი იმაზე საუბრობს რო ესპანეთი დასვენებული იყო,ჩვენ დაღლილები:) 11 კაცის მეტი რო არ გყავს და როტაციას ვერ აკეთებ,ეს ჩეფერინის ბრალია,მსაჯის თუ ესპანეთის? როცა ვსაუბრობდი ამაზე,ამის დრო არ არის და ახლა არის? ერთი კაცის გამოკლება სერიოზულ პრობლემას აჩენს და ამას ვეძახით წარმატებას? მადლობა მამარდას და პორტუგალიას,ერთმა სასწაული ტურნირი ჩაატარა,ხოლო მეორემ გვიჯიგრა. ესპანელებმა მიწაზე დაგვიშვეს და დაგვანახეს ჩვენი რეალური სახე.

არაადეკვატურები რო არ ვყოფილიყავით მთელი 33 წელი,შეიძლება ზამენაც გვყოლოდა და მოგვეგო კიდეც. თავი იმით შეგვიძლია დავიმშვიდოთ რო ინგლისზე კარგ ფეხბურთს ვთამაშობთ,რადგან ისინი აშკარად სხვა სპორტს აწვებიან. როგორც პირველი არხის კომენტატორები,მთელი 120 წუთი ინგლისს ქომაგობდნენ და სირცხვილიც აღარ აქვთ. არადა,სუსტს უნდა ქომაგობდე ძლიერთან,დავითს გოლიათთან.არც ეს ღნავილი არის კარგი საქმე,რას ამტკიცებდნენ ამით? მადლობა კიდევ უეფას და მის გადაწყვეტილებებს,რომ არა ისინი,არ იქნებოდა ერთა ლიგა და არც ჯგუფიდან 3 გუნდი გავიდოდა. ზოგმა მართლა დაიჯერა რო ესპანეთის დამარცხება შეგვიძლია,თუმცა ეს ომი არ არის,ეს არის ფეხბურთი და მეტი არაფერი. ფეხბურთი კი არის მარტივი სპორტი და მარტო შედეგი არ არის მნიშვნელოვანი. ამიტომაც დაცვიდან თამაში და არიქა შედეგი დავდოთ,მოსაწონი არ არის. მირჩევნია მყავდეს გუნდი,რომელიც ლამაზად თამაშობს და აგებს,ვიდრე მყავდეს გუნდი დაცვიდან მოთამაშე(ყრუ დაცვაში მდგომი) და შედეგს დებდეს. ფეხბურთს გასართობათ უყურებენ და 90 წუთი კარში რო გიბრახუნებენ,მოსაწონი არ არის,ეს მაზოხიზმია.
იასონას უდარი
01 ივლისი 2024 06:11
13
შვეტე იასონ!
მე არ ვარ ბოროტი
01 ივლისი 2024 19:48
0
ესპანეთის ტერიტორიაზე 1938 წლის სამოქალაქო ომის შემდეგ,ომი არ ყოფილა და მასთან შედარება სწორი არ მგონია.მას შემდეგ,ესპანეთში სულ შენება მიდის,ჩვენ კი,ბოლო 33 წელიწადში,სამი ომი და საშინელი განადგურება გადავიტანეთ.არც ომების შემდეგ გვქონია სიმშვიდე და ყოველ წელს,გარე თუ შიდა ძალები,ქვეყნის განვითარებაზე საკუთარი გავლებნის დამყარებას,სრულიად მიუღებელი გზებით ცდილობენ.მიუხედავად ამდენი რყევისა,2008 წლის ომის მერე, შედარებით მშვიდობიან პერიოდში,ქვეყანა ასე წამოვიდა წინ,რომ დანგრეული და გაყიდული სტადიონების ნაცვლად ახლების მშენებლობა დაიწყო და იქ გამოზრდილი ახალგაზრდობაა,ევროპის ჩემპიონატზე რომ გავიდა.ქვეყანას ორი რეგიონი აქვს დაკარგული,აფხაზეთი და სამაჩაბლო.როგორი ფეხბურთელები იზრდებოდნენ იქ,ჩემი შეხსენება არ გჭირდება.ქვეყნის მოსახლეობაც,5,5 დან,3,7 მილიონამდეა შემცირებული და მათშიც რა დონეზეა მოდებული ლოთობა თუ ნარკომანია,ყველა ვხედავთ.საქართველოს ნაკრების ყოველი ხმაურიანი წარმატება,სპორტში და შესაბამისად ცხოვრების ჯანსაღ წესზე გადასული მრავალი ახალგაზრდას ნიშნავს.ახლაც,ამ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ,რამდენიმე ათასი ბავშვი კიდევ დაემატება,საფეხბურთო სკოლაში შესულთა რიცხვს და ეს არის ამ ნაკრების მთავარი დამსახურება.პირდაპირ ჩემპიონი არავინ ხდება,არც უფულოდ მზადდება ძლიერი ფეხბურთელი თუ გუნდი.ფეხბურთელის გაზრდას რამდენიმე წელიც სჭირდება და ასე ყველაფერზერ ხაზის გადასმა,სრულიად მიუღებელია.ამ ბიჭებმა,ამ მწვრთნელმა და ფედერაციამ,იმაზე მეტი შეძლეს,ვიდრე დღევანდელ საქართველოს რეალურად შეუძლია.მათ სიამაყის გრძნობა დაუბრუნეს საქართველოს.დავაფასოთ ეს და სამომავლო მუშაობის საწყის წერტილად,დღევანდელი მდგომარეობა ავიღოთ.დამარცხებულ,დაჩაგრულ ქვეყანას,ყველაზე მეტად თუნდაც პატარა,მაგრამ გამარჯვებები სჭირდება,უიმედოობიდან გამოსასვლელად.ამ ნაკრებმა,ეს იმედიც ჩაგვისახა და მომავლის რწმენაც.არავისზე უარესები არა ვართ,როგორც ძალიან ბევრი ძალით გვატენის თავში და თუ დაგვაცლიან,ბევრად უკეთესებიც გავხდებით.ჩვენ თანდათანობით ფეხზე წამოდგომას ვიწყებთ.მოვიპოვებთ ეკონომიურ კეთილდღეობას?ფეხბურთიც გაძლიერდება.რეიტინგში,2010წელს 154 ადგილზე ვიყავით.ახლა 74-ზე ვართ და ამ ჩემპიონატის შემდეგ,ალბათ კიდევ ავიწევთ,მაღლა.ეს არის რეალობა და სწორედ ამ რეალობიდან გამომდინარე უნდა შევაფასოთ ჩვენი ნაკრების ჯერ მოხვედრა და შემდეგ გამოსვლა,ევროპის ჩემპიონატზე.
სოსო
01 ივლისი 2024 12:08
1
ყველა გამოხმაურება
ესპანეთის სასტარტო შემადგენლობამ ჯგუფში მეორე თამაში ითამაშა 20 ივნისს. მესამეში დაისვენეს. ამიტომ მათ 10 დღე დაისვენეს (20 ივნისიდან 30 ივნისამდე).
ჩვენმა ძირითადმა შემადბენლობამ სამივე თამაშში ბევრი იბრძოლა და 4 დღე არ იყო საკმარისი ძალების აღსადგენად.
პირველ ტაიმში საჭირო იყო დასვენებული ფეხბურთელების გამოყენება: ლობჟანიძე, გოჩო, შენგელია, ბუდუ. მეორე ტაიმში უნდა შეეყვანა კვარა, ჩაკვე და ჟორჟი.
რეალობა
01 ივლისი 2024 03:49
9
შეიძლება ორ კვირაში ოთხი თამაში ჩაატარო ერთი შემადგენლობით?!
გყავს გუნდში 26 კაცი და არ იყენებ.
დასვენებული ლობჟანიძე, გოჩოლეიშვილი, შენგელია და ზივზივაძე რატომ არ უნდა გამოიყენო? სიგუას 10 წუთი მაინც მიეცი. არაბიძე და საზონოვი რომ არ მიგყაცს, ეს საერთოდ ცალკე თემაა.
რეალობა
01 ივლისი 2024 06:28
7
კიტე რადგან უკვე დაშავდა ვერ დაკეტა როდრის ზონა-მანამდე ხან თავზე უგდებდა ბურთს და ვერაფერს ვერ შვებოდნენ.
სამწუხაროდ არა გვყავს სხვა მსგავსი ცენტრი(ჩვენ კი არა ბარეორს არა ყავს)
იმედია ახალი ბიჭები წამოვლენ.
ყველგან დეფიციტია უკვე ახალ შესარჩევში ფაქტიურად 5-6 ახალი მოთამაშე გვჭირდება
Levani
01 ივლისი 2024 03:40
1
მოდი არ გვინდა ის რომ არ გასულიყო და ეს რომ დაენიშნათ, 90 წუთის მანძილზე კარში დარტყმა 0!!!! პირველი ტაიმი სულ რომ 3:0 მოგვეგო, მეორეში იმდენს გაგვიტანდნენ რამდენსაც მოისურვებდნენ, მაქსიმუმი იყო ჩვენთვის მერვედფინალი, ძალიან ბევრი გვიკლია ესპანეთამდე, მარტო ერთი კვარათი უმაღლეს შედეგებზე ფიქრი არარეალურია, კვარას გარდა ბურთს ფაქტიურად ვერავინ ვერ იჭერს ჩვენ ნაკრებში, როცა ჩვენი ფეხბურთელების უმრავლესობა ითამაშებს ტოპ ჩემპიონატებში, თუნდაც საშუალო დონის გუნდებში, მაშინ შეგვიძლია ვიფიქროთ უფრო შორს წასვლაზე, ახლა კი მხოლოდ ფინალურ სტადიაზე მოხვედრაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული, რაც შემდგომში საშუალებას მისცემ ჩვენს ბიჭებს უკეთეს კლუბებში მოხვდნენ
მამუკა
01 ივლისი 2024 02:22
23
არ იყო ჩვენი დღე. არც მსაჯში გაგვიმართლა, არც ამინდში. პირველ ტაიმში გოლი რომ არ გაგვეშვა, უფრო მეტი შემართება გვექნებოდა. მაინც მადლობა ბიჭებს და წარმატებები
ეეეჰ
01 ივლისი 2024 02:12
5
რა თქმა უნდა ესპანეთი უძლიერსი ნაკრებია და დიდი უპირატესობაც ქონდა. მაგრამ პირველ გოლამდე ჩვენი პენალტიც არ მოგვცეს და გოლი რომ გაგვიტანეს აშკარა პასიური თამაშგარე ოყო. მამარდაშვილს ხელს უშლიდა ბურთის დანახვაში. ესპანელები ფიზიჯურად ჩვენზე ძლიერები ისეც სრიან და დამატებით 4 დღით მეტი დაისვენეს, რადგან ალბანეთან ნეორე შემადგენლობა იყო.
G.LA
01 ივლისი 2024 02:07
3
ვარზე სასაყვედურო არაფერი გვაქ ეგრე ჯერ კიდე ლუქსემბურგთან კაკაბაძე გასაგდები იყო და იმ გაუქნებული გოლისას ჯერ ჟორჟი ქაჩავდა მაისურზე და მაგაზე, რომ ყურადღება მიექციათ საერთოდ არ ვიქნებოდით ევროზე.
Yoko Ono
01 ივლისი 2024 02:03
27
რასაც ყვები რეალს 6-7 ლიგა მაგის დამსახურებით აქვს მოგებული.
12345
01 ივლისი 2024 13:34
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული