ლუის დელა ფუენტე: თავიდან სირთულეები შეგვექმნა - 8-9 გოლის გატანა შეგვეძლო

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებთან ევროპირველობის მერვედფინალური მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ესპანეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ლუის დელა ფუენტემ ისაუბრა:

„ძალიან ბედნიერი ვართ. ვიცით, აქ ყოფნა რად ღირს და ჩვენი ბოლო შედეგები ამის დასტურია. ანგარიში უფრო დიდიც შეიძლებოდა ყოფილიყო, რადგან 8-9 გოლის გატანა შეგვეძლო. მეტოქე კონტრშეტევებზე სახიფათოა, მაგრამ ყველა საჭირო ძალისხმევა გავიღეთ.

ეს ფეხბურთელების დამსახურებაა. ჩვენ მათ იდეებს გადავცემთ, ისინი კარგად ერკვევიან სათამაშო სიტუაციებში - როდის მეტი ირბინონ და როდის დაიჭირონ ბურთი. შეხვედრის განვითარების გამო სირთულეები შეგვექმნა, მაგრამ სიმშვიდის შენარჩუნება შევძელით. მათ ოთხი გოლი გაუშვეს,
თუმცა შეიძლებოდა გაცილებით მეტი გაეშვათ.

ბიჭები ძალიან გახარებული არიან - ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი დაპირისპირება გახლდათ. ამ მოგების შედეგად მეოთხედფინალში გერმანიასთან ვითამაშებთ. ვიცოდით, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ამის მიღწევა - ჩვენთვის არავის არაფერი მოუცია, წარმატებას შრომით მივაღწიეთ. საკუთარ თავში დარწმუნებული ვართ.

ახლა ძალებს აღვიდგენთ, შემდეგ კი ფეხბურთით სიამოვნების მიღებას ჩვენი მრავალი უნარებით განვაგრძობთ. გერმანიასთან ჩვენი საუკეთესო ვერსია უნდა ვაჩვენოთ".

altვილი სანიოლი: როდრის გოლისას თამაშგარე იყო - იმედგაცრუებული არა, მაგრამ დამწუხრებული ვართ

altროგორი შეფასებები მიიღეს "ჯვაროსნებმა" ესპანეთთან მატჩში?

altსაქართველოს ნაკრები ესპანეთთან დამარცხდა - "ჯვაროსნების" საოცარი თავგადასავალი ევრო 2024-ზე დასრულდა

altესპანეთი - საქართველო. 1:1 პირველი ტაიმის შემდეგ [VIDEO]

altსაქართველოს ნაკრები ესპანეთთან დაწინაურდა! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 29 /
8-9 გოლი? ესპანელი მწვრთნელის არავაჟკაცური შეფასება!
თამაშში სრული უპირატესობა მათი იყო, პირველი 10-15 წუთი, საერთოდ ბურთიც დაგვიმალეს! ხო იყო მასე, მაგრამ ის თამაშგარედან გატანილი გოლი რომ არ ჩათვლილიყო მერე როგორ წავიდოდა თამაში ამას 100% - ით ზუსტად ვერავინ იტყვის, რადგან ესპანეთის ნაკრები გაშვებული გოლის შემდეგ, კარგად დაბნეული ჩანდა!
ევროზე გავედით სადაც მერვედფინალშიც გავედით და ... უდიდესი გამოცდილება მივიღეთ!
გამოვიყენებთ ამას?
თემური
09:57 01-07-2024
4
ესპანეთი რისი გამტანიცაა გამოჩნდება შემდეგ თამაშებში, 8-9 გოლი მინიმუმ ცოტა უსინდისოდაა ნათქვამი, თუ კარგი კაცია მსაჯობაზე სიტყვა არ დაასველა, არა უშავს ერთად ვიყოთ და მალე მასეთ გუნდებთანაც გვექნება შანსი! მადლობა ჩვენს ბიჭებს!!!
ლეო
08:10 01-07-2024
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული