"ვაჩვენეთ, რომ ქართული ფეხბურთი უნიკალურია, ის არ ჰგავს რაიმეს სხვას" - ქინქლაძე "ჯვაროსნების" ევრო 2024-ზე ასპარეზობას გამოეხმაურა

AutoSharing Option
ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი გიორგი ქინლაძე სოციალური ქსელის საშუალებით საქართველოს ნაკრების ევრო 2024-ზე ასპარეზობას გამოეხმაურა.

"ემოციებისგან დაცლილი ვარ, ჩვენი ფეხბურთელებისა და მთლიანი შემადგენლობის მიმართ მხოლოდ პატივისცემისა და მადლიერების გრძნობა მამოძრავებს.

საქართველომ დაწერა ისტორია. გარდა სპორტული შედეგისა, ჩვენ მოვიგეთ მსოფლიოს გულები.

ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ქართული ფეხბურთი უნიკალურია, ის არ ჰგავს რაიმეს სხვას.

მადლობა, ეროვნული ნაკრები, რომ საქართველოს დროშა, ჩვენი ფერები, ჩვენი გერბი, ჩვენი სულისკვეთება, ჩვენი ბრძოლა და ჩვენი დაუოკებელი სწრაფვა წარმატებისკენ მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოაქციეთ.

გაუმარჯოს საქართველოს!", - წერს ქინქლაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, გუშინ, 30 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 1:4 დამარცხდა.

alt"გახსოვდეთ უთვალავი ახალგაზრდა ბიჭი და გოგო, რომლებიც გიყურებენ და ოცნებობენ, რომ ერთ დღეს თქვენს კვალზე გაიარონ" - გიორგი ქინქლაძემ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს მიმართა

altმიქაუტაძის ამსტერდამული პერსპექტივები - აქ შოთას გაჰქონდა, ქინქლაძე კი დასაჯეს და ფეხბურთი სიამოვენებას აღარ ანიჭებდა...

altგენიოსი, წარმოუდგენელი და უდიდესი ტალანტი, რომელიც არაფრით მოვიდა და ყველაფერი წაიღო - გიორგი ქინქლაძეზე ინგლისური გამოცემა წერს

მკითხველის კომენტარები / 18 /
არგინდათ პროფესორობა გესმით ფეხბურთი წადით იქ გააკეთეთ რამე ბევრია სამუშაო და ბევრი რამეა გამოსასწორებელი მაგრამ 8 ფინალში გავედით ყველა თამაში ხალხის გახარებქ იყო ეს უნდა გავაგრძელოთ ვიაროთ გასვლოთ თამაშებზე წეპიწადში ისედაც ცოტა თამაშს თა.აშობენ გადავფაროთ როგორც ევროპაზე წარმქტებები ბიჭებს მადლობა ბედნიერებისთვის❤️❤️❤️
ემიგრანტი
00:38 02-07-2024
0
ყრუ დაცვა ფეხბურთი არ არის,თუმცა მადლობა ბიჭებს თავდადებისთვის და შრომისთვის. მე არ მომწონს ყრუ დაცვაში დგომა და მსგავსი სტილი,იტალიელები აღარ თამაშობენ ასე და ჩვენ რატომ არ შეგვიძლია ვცადოთ მაინც.თან ესპანელები დახელოვნებულები არიან ყრუ დაცვასთან თამაშზე,99% ეგრე ეთამაშება და იციან როგორ მოუგონ. დააკვირდით,ესპანელები მეტოქეს თავისივე საჯარიმოსთან ახრჩობენ და სასწაულ პრესინგს თამაშობენ. თუ გრძელი პასის კულტურა არ გაქვს გუნდში,ამ პრსინგს თავს ვერ დააღწევ. თუმცა თუ იგივე იარაღით დაუპირისპირდები ანუ თუ პრესინგს მოუწყობ საჯარიმოსთან,თქვენი აზრით,ვერ დავაშვებინებთ შეცდომას? ამ სტილის მოთამაშე არის გვარდიოლა,ხოდა გავიხსენოთ,რომელ მწვრთნელს აქვს მასთან დადებითი ბალანსი,გეგენპრესინგით მოთამაშე კლოპს. ანუ კლოპმა იცის რო თუ დაცვაში ჩაუჯდები გვარდიოლას,უეჭველი წაგებული გაქვს და შანსი თუ გინდა გქონდეს,უნდა დაპრესო საყრდენი ზონა და დაცვა. ასე აღწევდა წარმატებას,ასე უგებდა დორტმუნდიათაც და ლივერპულითაც. გასაგებია რო ამას სხვა მომზადება სჭირდება,მარა თუ არ სცადე დაწყება,ყრუ დაცვა და მაზოხიზმი გვიშველის? უპრიანი იქნებოდა ამ თამაშში,როდრის პოზიციაზე გვქონოდა პრესი და კუკურელიაზე,მარა ვერ ამოვდიოდით სამაგისოდ. კაკაბაც კუკურელიას გაექცა და ის ზონა ჩავარდა. გერმანია მოუგებს ამ ესპანეთს,ზუსტად იგივე რაღაცით რაც დავწერე ზემოთ. ნაგელსმანი გერმანული სკოლაა და მათ იციან პრესინგის თამაში,ამ კაცმა დაცვაც იცის. ჩვენ კი,უნდა დავიწყოთ შემტევი ფეხბურთით თამაში,ოდესმე ხო უნდა ვქნათ ეს? აგერ სლოვაკებს ვინ ყავთ ისეთი,შვანცკები და სტრელცები,ხოდა ზემოთ აწეულები არიან და პრესინგს თამაშობენ. ისე კი,მადლობა ამ ბიჭებს,რაც არის ეს არის,მეტი რესურსი ამჟამად არ არის. უცებ ვერ გახდები გეგენპრესინგის მოთამაშე გუნდი,ვარჯიში უნდა მაგას და ეგრე აღზრდა ახალგაზრდების.
იასონას უდარი
19:57 01-07-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული