კლუბს მომავალი სეზონისთვის გაძლიერება სურს და რამდენიმე უცხოელთან აწარმოებს მოლაპარაკებას, ერთ-ერთი მათგანი კი "ჯვაროსანთა" უკანახაზელია.
მოგეხსენებათ, გველესიანი ახლა ირანული "პერსოპოლისის" ღირსებას იცავს და ახლა ერთი ქვეყნის ჩემპიონიდან მეორეში გადასვლის შანსი აქვს.
ინფორმაციისთვის, გიორგის ევროპის ჩემპიონატზე თურქეთთან არ უთამაშია, ჩეხეთთან მოედანზე 9 წუთი გამოჩნდა, პორტუგალიასთან 76, ხოლო ესპანეთთან 78 წუთი ითამაშა.