"მადლობა იმ სიამაყისთვის, რომელიც მოგვანიჭეთ" - შოთა არველაძე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გამოსვლას ეხმაურება

AutoSharing Option
ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წარმატებულ თამაშს ეხმაურება და სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

"ისეთ რეალობაში გავატარეთ უკანასკნელი 2 კვირა, საკუთარი ხელითაც რომ ვერ დავწერდით უკეთეს სცენარს. გავბედეთ და დავიჯერეთ, რომ შეგვიძლია და მთავარი სწორედ ეს მგონია. ვერაფერი ახსნის ჩვენი ხასიათის სიმტკიცეს და განსაკუთრებულ ინდივიდუალიზმს ისე, როგორც ფეხბურთი. ეს ცოცხლად ვიხილეთ ევროპის საუკეთესო გუნდების წინააღმდეგ.

განსაკუთრებული გამოცდილება მივიღეთ ჩვენც, ტრიბუნაზე, ქუჩებში, პაბებში და ყველა იმ სივრცეში, სადაც გერმანიაში ყოფნის დროს, ჩვენი ნაკრების საქომაგოდ ვიკრიბებოდით. ძალიან
ბედნიერია მთელი ქვეყანა და ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ამ მუხტის დაჭერა და მისი გაძლიერებაა.

ვულოცავ ამ წარმატებას ეროვნულ ნაკრებს, კობის, იაშკას, ვილი სანიოლს, ნაკრების სტაფის ყველა წევრს და ყველა ქომაგს, რომელიც ამ უდიდესი ზეიმის მონაწილე გახდა. მადლობა ღირსეული თამაშისთვის და მადლობა იმ სიამაყისთვის, რომელიც მოგვანიჭეთ", - წერს არველაძე.
მკითხველის კომენტარები / 2 /
გრძელდება ევროპის ჩემპიონატი და ჩვენსავით მაინც ვერავინ თამაშობს, თუნდაც ესპანეთთან დაცვაში ჩამსხდარნი, ჩვენსავით კონტრშეტევაზე ვერავინ გადმოდიოდა ისე, თითქოს ნაპერწკლებს ვყრიდით მოედანზე. ჩვენსავით ცოცხალი გუნდი არცერთი არ არის , სიამაყისგან ცრემლებამდე მივდივარ განვლილთამაშებს რომ ვიხსენებ, ყველაფერი ამისთვის მადლობა ბიჭებო, თქვენ ის მოახერხეთ ამ ორ კვირაში, რაც ვერ მოახერხა ვერცერთმა მთავრობამ 30 წლის განმავლობაში, თქვენ მოახერხეთ რომ გვეამაყა საქართველოთი და ქართველობით..თქვენ გაგიმარჯოთ!!!
საბა
20:14 02-07-2024
2
შოთა შენ ის თქვი ჰოლანდია გავა თუ თურქეთი?
ჟორა
23:20 03-07-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული