ისინი ღია ავტობუსით ჭავჭავაძე-მელიქიშვილი-რუსთაველის გამზირის გავლით გადაადგილდებიან და საბოლოოდ იმ გულშემატკივრებს შეუერთდებიან, რომლებიც სპეციალურად მათთან შესახვედრად, რამდენიმე საათია თავისუფლების მოედანზე არიან შეკრებილები.
ეროვნული ნაკრების ავტობუსს გზადაგზა ქომაგები ეგებებიან, რომლებიც ფეხბურთელებს მადლობას უხდიან იმ თავდადებისთვის, რაც „ევრო 2024“-ის თამაშებზე გამოავლინეს.
შეგახსენებთ, რომ გულშემატკივრები ფეხბურთელებს დილით აეროპორტშიც დახვდნენ და ისინი ტაშითა და შეძახილებით გააცილეს.
წყარო: ინტერპრესნიუსი
მაგრამ მსვლელობა მერვედფინალში 1-4 წაგების მერე, ცოტა გადამეტებულია ჩემი აზრით
კიტეიშვილი არის ნაკრების სიმდიდრე.
შენგელიაც უნდა იცოდნენ. ტრავმა მიიღო სასწაული თავდადებისათვის საქართველო რომ გაეყვანა ევროზე.
წიტაც არ იციან.
მოკლედ, ნამდვილ გულშემატკივრებს გაუმარჯოს.
პროფესიონალია. ბრავო.
კაკაბაძე არ ჩანს მარტო. არადა ჩვენი გუნდის ერთ ერთი გმირია.
უდიდესი პატივისცემა მინდა გამოვხატო მის მიმართ.
მთელ გუნდს მადლობა !