"ჩემი აზრით, ახლა სანიოლის ნაცვლად სხვა მწვრთნელი ამიტომ უნდა მოიყვანონ" - სანდრო ცნობილაძემ საქართველოს ნაკრების დამრიგებელზე ისაუბრა

AutoSharing Option
Youtube-ზე გადაცემა "ამბასადორი სპორტის" სტუმარი სპორტული ჟურნალისტი სანდრო ცნობილაძე გახლდათ, რომელმაც ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების გამოსვლაზე ისაუბრა.

როგორც მან განაცხადა, "ჯვაროსანთა" მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლს მადლობის მეტი არაფერი ეთქმის, ისტორიული შედეგი დააფიქსირა, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენი ნაკრები განვითარების იმ დონეზეა, რომ უფრო მაღალი დონის მწვრთნელი ესაჭიროება. 

"თანახმა ვარ, რომ სანიოლი შეცვალონ. არის ვარიანტი, რომ დავიცადოთ და ვნახოთ, თუ რომელი მეტოქეები გვეყოლებიან მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე.

სანიოლის გაშვება მერე არ გამოვა. თუ მან დაიწყო ერთა ლიგა და ნაკრების დამრიგებელი ის იყო, სჯობს,
რომ დარჩეს.

3 წლის ბავშვი რომ გყავს და შემდეგ 7 წლის გახდება, ხომ უკვე სხვანაირი მიდგომა უნდა? - ჩემი აზრით, საქართველოს ნაკრები გაიზარდა და ძალიან არ მინდა, ნაკრებმა განვითარებით მთავარ მწვრთნელს გაასწროს. 

მახსოვს, რომ გვყავდა ისეთი მწვრთნელები, რომლებიც თავიანთი კვალიფიკაციით იმ ფეხბურთელების კლასს ვერ შეესაბამებოდნენ, რომლებიც ნაკრებში გვყავდა და ეს მუდმივად იწვევდა დაპირისპირებას და იყო არასასურველი სიტუაცია. ფეხბურთელები მაშინ კარგავდნენ მთავარი მწვრთნელის ნდობას.

საერთოდ არ მინდა, რომ სანიოლი აქამდე მივიდეს. ამის საფასური მას არაფერი გაუკეთებია და პირიქით, დიდი მადლობები ეკუთვნის. საბოლოო ჯამში, საქართველოს ნაკრებს უფრო მაღალი დონის მწვრთნელი სჭირდება, რადგან ამოცანაც უკვე სხვა გვაქვს", - თქვა ცნობილაძემ.
მკითხველის კომენტარები / 97 /
გიჟები არიან ესენი! ნაკრების დონეს კი არ შეესაბამება მწვრთნელი არამედ ქვეყანაში რა საფეხბურთო დონეა!.....დაანებეთ ნაკრებს თავი! მიხედეთ ეროვნულ ჩემპონატს ბატები რომ ბალახობენ სტადიონებზე!!!
Zuku
16:11 04-07-2024
10
შენ და კიდევ ზოგიერთი "ექსპერტი" მანამდეც იძახდით სანიოლზე ეს ვინ ჩამოიყვანეს,მოაშორეთ ეს პრაქტიკანტიო. ხმას როგორ იღებთ საერთოდ ის ხალხი ამ სიტუაციაში რომ სანიოლი უნდა წავიდეს,თავი დახარეთ და ცოტახანი მაინც იყავით ჩუმად.ჩვენმა ბიჭებმა სამწვრთნელო შტაბთან ერთად ზღაპარში გვაცხოვრეს, სანიოლის წასვლას როგორ ითხოვთ,ეს უკვე უმადურობაც აღარაა
საქართველო
16:33 04-07-2024
19

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული