"აქ სტუმართმოყვარეობისა და ფეარ-პლეის შესახებ არაფერი იციან... თბილისში ასეთი პირობები გვქონდა..." - "მონრარის" მწვრთნელი საქართველოდან ძალიან გაბრაზებული წავიდა

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მერვედფინალში თბილისის "დინამო" ორი მატჩის ჯამში მონტენეგროს "მონრართან" 2:3 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

მატჩის დაწყებამდე მონტენეგროული გუნდის მთავარი მწვრთნელი ზორან დურაშკოვიჩი ადგილობრივ Vijesti-ს ესაუბრა, სადაც განაცხადა, რომ საქართველოში უპატივცემულოდ მოექცნენ.

"პროვოკაცია და მუქარები, ეს იყო ჩვენ მიმართ დამოკიდებულება იმ ორი დღის განმავლობაში, როდესაც თბილისში დარჩენა მოგვიწია. 2 დახურული საწვრთნელი სესიის ნაცვლად, ჩვენ მხოლოდ 40 წუთით ვარჯიშის შესაძლებლობა მოგვეცა, თუმცა ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ფეხბურთელებს მოედანი ეგრძნოთ.

როდესაც სტადიონზე მივედით, ტაბლოზე "დინამოს" სასარგებლოდ უკვე 2:0 ეწერა.
ყვირილი და მუქარა არ წყდებოდა. ასეთ პირობებში მომზადება არ შეგვეძლო. ჩვენ "დინამოს" პოდგორიცაში პატივისცემით დავხვდით, თუმცა აქ ფეარ-პლეის და სტუმართმოყვარეობის შესახებ არაფერი იციან", - თქვა დურაშკოვიჩმა. 

alt"დედა მო***ნით "დინამოს", დაანგრიეთ გუნდი და კიდევ აქეთ იჯგიმებით" - "მონრართან" შეხვედრის შემდეგ, სავარაუდოდ, "დინამოს" ფანებსა და ხელმძღვანელობას შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]

alt"კიდევ რამდენ უსახურ გუნდს უნდა დაუწეროს თბილისის "დინამომ" ისტორია?! გასკდა გული, ვიღაცამ ხომ უნდა ამოიღოს ხმა..." - ოთარ ტატიშვილის ემოციური მიმართვა ევროტურნირებზე "დინამოს" მორიგი მარცხის შემდეგ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 34 /
კარმა კარმა კარმა ეგრე არც ტორპედოს იგივე პრეტენზიებია ამ ლოგიკით დასაჯერებელი სადაც ქარტველი ქარტველს სტადიონის სკამზე ესვრის სხვადასხვა კლუბის ფანობის გამო 2-0 რო დაეწერათ ტაბლოზე რა გასაკვირი იქნებოდა
სიმართლე
14:00 20-07-2024
2
მადლობა ამხანაგო რომან, რომ ამასაც მოგვასწარიᲗ
დინამოელი
10:38 20-07-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული