მამარდაშვილმა "ლივერპულს" თანხმობა განუცხადა" - ფაბრიციო რომანო ქართველი მეკარის "მერსისაიდელებში" შესაძლო ტრანსფერზე საუბრობს

AutoSharing Option
"ლივერპული" მამარდაშვილის შეძენას სერიოზულად განიხილავს, ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ქართველი "ლივერპულში" გადასვლაზე თანახმაა, მიუხედავად იმისა, რომ იჯარის წესით, ერთი სეზონის სხვა კლუბში გატარება მოუწევს.

"ვალენსია" ქართველი კარის დარაჯის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ითხოვს და თუ "წითლები" "ღამურების" პირობებს დათანხმდებიან, ტრანსფერი მალე დაიხურება.

მამარდაშვილის იჯარის წესით დამატებით, ყველაზე მეტად, "ბორნმუთია" დაინტერესებული, მაგრამ ყველაფერი "ლივერპულის" გადასაწყვეტია.

alt"ლივერპულმა" და "ვალენსიამ" შეხვედრა გამართეს, "მერსისაიდელები" ქართველის აგენტსაც შეხვდნენ"- ფაბრიციო რომანო "მამარდას" შესახებ უახლეს ინფორმაციას ავრცელებს

მკითხველის კომენტარები / 6 /
სწორია მამარდ, გადადი არა უშავს ერთი წელი ბორმუთს, პირიქით უკეთესია.
სოსო
14:23 13-08-2024
1
რას უნდა მიეჩვიოს, პირველად ჩადგება კარში, თუ პირველად დაურტყამენ ბურთს? ბორნმუთი არა ალ-დუდუკი კიდევ. თუ ძირითადში არ ჩააყენებენ, არსადაც არ უნდა წავიდეს. რეალი და ბარსელონა ვისზე ნაკლები მეტოქეებია რომ აიმაღლოს კლასი?
ვერ გავიგე
13:22 13-08-2024
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული