ალბანეთის ნაკრებთან მატჩამდე ერთი დღით ადრე, 9 სექტემბერს, ვილი სანიოლის გუნდი მატჩისწინა ვარჯიშს შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე გამართავს. ტრადიციულად, საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე ჩატარდება საქართველოს ნაკრების მატჩსიწინა პრესკონფერენცია.
ალბანეთის და საქართველოს ეროვნული ნაკრებების შეხვედრა 10 სექტმებერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგა გამარჯვებით დაიწყო. 7 სექტემბერს, პირველი ტურის შეხვედრაში ჩვენმა
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, დანია), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა), ლუკა გადრანი (კაირათი, ყაზახეთი), საბა გოგლიჩიძე (ემპოლი, იტალია), ჯიმი ტაბიძე (დინამო მახაჩყალა, რუსეთი)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), გიორგი წიტაიშვილი (გრანადა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), გიორგი მიქაუტაძე (ლიონის ოლიმპიკი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი)
9 სექტემბრის განრიგი (ალბანეთის დროით)
18:00 საქართველოს ნაკრების ვარჯიში (15 წუთით დაიშვება აკრედიტებული მედია)
18:30 ალბანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია
19:15 ალბანეთის ნაკრების ვარჯიში (15 წუთით დაიშვება აკრედიტებული მედია)
nakrebi.ge